ნეგევი



ნეგევი – უდაბნო და ნახევრად უდაბნო რეგიონი ისრაელის სამხრეთში. აქ მცხოვრები არაბები მას ალ-ნაქაბს უწოდებენ, ხოლო სახელწოდება „ნეგევი“ ებრაულიდან მოდის და „მშრალს“ ნიშნავს. ბიბლიაში სიტყვა Neghebh სამხრეთის მიმართულებას აღნიშნავს.
ნეგევის უდაბნო ისრაელის ტერიტორიის თითქმის ნახევარზე მეტს მოიცავს. მისი ფართობი 13 000 კმ²–ია და ისრაელის ტერიტორიის 55 %–ს შეადგენს. გააჩნია ამობრუნებული სამკუთხედის ფორმა, რომლის დასავლეთითაც სინაის ნახევარკუნძული მდებარეობს, აღმოსავლეთით კი არაბაჰის ველი. ნეგევი კულტურული და გეოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარეობს სამი უდიდესი კანიონის ტიპის ვულკანური კრატერი – მახტეშ-რამონი, მახტეშ-გადოლი და მახტეშ-კატანი.
ნეგევი ქვიანი, კლდოვანი უდაბნოა. აქ დომინირებს ყავისფერი, ერთმანეთში გადადის კლდოვანი მთები, დამშრალი მდინარეები და ღრმა კრატერები. ტერიტორიას ხუთ განსხვავებულ ეკორეგიონად ყოფენ: ჩრდილოეთი, დასავლეთი, ცენტრალური ნეგევი, მაღალი პლატო და არაბაჰის ველი.
ნეგევის უდაbნოს მთელი ტერიტორია წარმოუდგენლად მშრალია. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ის საჰარის აღმოსავლეთით მდებარეობს. მაღალ ტემპერატურას კი მისი ჩრდილოეთ განედის 31-ე პარალელზე მდებარეობა განაპირობებს. ნალექების რაოდენობა ივნისიდან ოქტომბრამდე ნულის ტოლია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Negev, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე- Sde Boker archive of articles on the Negev დაარქივებული 2018-06-28 საიტზე Wayback Machine.
- Israel's Negev Information Site დაარქივებული 2018-08-12 საიტზე Wayback Machine.
- Israel's Negev Desert დაარქივებული 2008-02-22 საიტზე Wayback Machine.
- About the Bedouin in unrecognized villages დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
- About changes in Bedouin life დაარქივებული 2007-07-15 საიტზე Wayback Machine.
- About Negev environmental issues დაარქივებული 2008-05-28 საიტზე Wayback Machine.
- Negev Desert Socio-Environmental Timeline დაარქივებული 2008-04-21 საიტზე Wayback Machine.
| ||||||||