ჰამის უდაბნო
იერსახე
ჰამის უდაბნო — უდაბნო აზიაში, წარმოადგენს გობის უდაბნოს ნაწილს. მდებარეობს ტიან-შანისა და ნან-შანის მთათა სისტემებს შორის. დასავლეთით დაკავშირებულია ლოპის უდაბნოსთან.
მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. უდაბნოს შუაგულის გადაკვეთა 130 კმ სიგრძისაა.
ჰამის მთავარი მახასიათებელია ტალღოვანი ვაკე, რომელზეც მიმოფანტულია ქვა-ღორღი და მწირი მცენარეულობა.
1879 წელს უდაბნო გადაკვეთა ნიკოლოზ პრჟევალსკიმ.