ბადაინ-ჯარანის უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბადაინ-ჯარანის უდაბნოუდაბნო ჩინეთში. მდებარეობს განსუს, ნინსია-ხუეისა და შიგა მონღოლეთის პროვინციების ტერიტორიაზე. ფართობი შეადგენს 49,000 კმ²-ს.

უდაბნოში მდებარეობს უძრავი, უმაღლესი დიუნები მთელს დედამიწაზე. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 500 მეტრია. გამოირჩევა მიწისქვეშა წყლების სიმრავლით. როგორც ანალიზებმა აჩვენა, ეს წყალი თოვლის ნადნობია და მოსულია ასობით კილომეტრით დაშორებული მთებიდან.

უდაბნო ასევე მოიცავს დიუნებს შორის მდებარე 100-მდე ტბას, რომელთაგან ზოგი მტკნარია, ზოგი კი ექსტრემალურად მლაშე. სწორედ ამ ტბების გამო ეწოდა უდაბნოს ეს სახელი და მონღოლურ ენაზე „უცნაურ ტბებს“ ნიშნავს. უდაბნოს ტერიტორიაზე გაედინება მდინარე რუო-შუი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]