რანგიპოს უდაბნო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რანგიპოს უდაბნოს მდებარეობა

რანგიპოს უდაბნო — უნაყოფო, უდაბნოს მსგავსი ტერიტორია ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთის კუნძულის ვულკანურ პლატოზე. მის დასავლეთით მდებარეობს სამი ვულკანურად აქტიური მწვერვალი: ტონგარიო, ნგაურუჰოე და რუაპეჰუ.

ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი ამ ტერიტორიაზე 1500 - 2500 მმ-ს შეადგენს, მაგრამ ის უდაბნოს მიემსგავსება ღარიბი ნიადაგითა და მშრალი ქარებით. მცენარეულობა მწირია და ძირითადად ბუჩქებითაა წარმოდგენილი. უდაბნო ზღვის დონიდან 600-1000 მეტრზე მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

კოორდინატები: 39°14′34″S 175°43′48″E / 39.2428° ს. გ. 175.73° ა. გ. / -39.2428; 175.73

უდაბნოს პანორამა
უდაბნოს პანორამა