ბეთფაყ-დალა
იერსახე
| ბეთფაყ-დალა | |
|---|---|
|
| |
| კოორდინატები: 46°02′00″ ჩ. გ. 70°12′00″ ა. გ. / 46.03333° ჩ. გ. 70.20000° ა. გ. | |
| ქვეყანა |
|
| ზღვის დონიდან | 300–350 მ |
| სიგრძე | 500 კმ |
| სიგანე | 170 კმ |
| ფართობი | 75 ათ. კმ² |
| ნალექები | 100–150 მმ |
ბეთფაყ-დალა, ჩრდილო მშიერი სტეპი (ყაზახ. Бетпақдала) — უდაბნო ყაზახეთში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ყარაღანდის, ჟამბილისა და სამხრეთ ყაზახეთის ოლქის ტერიტორიაზე. ფართობი 75,000 კმ². მდებარეობს ზღვის დონიდან 300–350 მეტრზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით სიმაღლე იზრდება და ზღვის დონიდან 974 მეტრს შეადგენს. ივლისის საშუალო ტემპერატურა 24°-26°C-ია. ბევრია წყალმარჩხი, უმეტესად მარილიანი ტბა, უხვადაა მიწისქვეშა წყლებიც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბეთფაყ-დალა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)