დაშთე-ნაუმიდი
იერსახე
დაშთე-ნაუმიდი — თიხნარ-მლაშობი უდაბნო ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ირანში, ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს. გადაჭიმულია აღმოსავლეთ ირანის მთებს შორის არსებულ ტაფობში.
უდაბნოში წარმოდგენილია კლდოვანი და თიხნარი ვაკეები, მლაშობი დაბლობები. მცენარეულობა მეჩხრადაა. დასავლეთ ნაპირას სტეპების ვიწრო ზოლებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Географический энциклопедический словарь. Москва. «Советская энциклопедия». 1989. стор. 583 (რუსული)