კაბო-დე-გატის ბუნების პარკი
| კაბო-დე-გატის ბუნების პარკი
Parque Natural del Cabo de Gata-Níjar | |
|---|---|
IUCN კატეგორია V (დაცული ლანდშაფტი) | |
| მდებარეობა | ალმერია, ესპანეთი |
| კოორდინატები | 36°47′00″ ჩ. გ. 02°06′00″ დ. გ. / 36.78333° ჩ. გ. 2.10000° დ. გ. |
| ფართობი | 460 კმ² |
| დაარსდა | 1997 |
| სტუმრობა | 500,000 (1998) |
| მმართველი ორგანო | ანდალუსიის ავტონომიური მთავრობა |

კაბო-დე-გატის ბუნების პარკი — ბუნების პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ქალაქ ალმერიის სიახლოვეს. წარმოადგენს დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის უდიდეს სახმელეთო-საზღვაო ნაკრძალს. ფართობი 460 კმ²-ია და მოიცავს ქალაქ კარბონერასს სიერა-დე-კაბო-დე-გატის მთათა სისტემას, ასევე 120 კმ² ზღვას, როგორც საწყლოსნო ნაკრძალს. კლიმატი ნახევრადმშრალია და ეს პარკი წარმოადგენს ევროპის უმშრალეს ადგილს. 1997 წელს იუნესკომ გააფორმა როგორც ბიოსფერული ნაკრძალი.
პარკი ხასიათდება ვულკანური ფორმაციებით — ლავით, ვულკანური გუმბათებით, კალდერებით. ზღვისგან გამოყოფილია 400 მ სიგანის ქვიშიანი სანაპიროთი. 2006 წელს შეუერთდა იუნესკოს გლობალურ გეოგრაფიულ პარკთა ქსელს.[1]
პარკში საშუალო წლიური ტემპერატურა 18 °C -ია, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით აქ დაბალია და წელიწადში 120 - 180 მმ-ს შეადგენს.
გავრცელებულია დაახლოებით 1.000 სახეობის მცენარე, მათ შორის ენდემურებიც და 1.100 სახეობის ცხოველი და ფრინველი, რომელთა შორის უმრავლესი ფრინველია, რის გამოც ევროკავშირმა პარკი ფრინველთა დაცვის მიზნით სპეციალურ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვულკანური კლდე
- Cabo de Gata.jpg
- ევროპული მარაო-პალმა (Chamaerops humilis)
- ფლამინგო
- Dactylopterus volitans
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ European geoparks website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-30. ციტირების თარიღი: 2011-02-27.