ალჟირის უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალჟირის უდაბნო
ქვეყანა {{{ქვეყანა}}}
ფართობი 3.500.000 კმ² კმ²

ალჟირის უდაბნო (არაბ. الصحراء الجزائرية) — უდაბნო ჩრდილოეთ აფრიკაში, წარმოადგენს საჰარის უდაბნოს ნაწილს. მისი ფართობია 3 500 000 კმ² და ალჟირის ტერიტორიაზე მდებარე მისი ნაწილი ამ ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 80%-ს იკავებს. როგორც ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, ეს უდაბნო ბოლო 3 000 წლის მანძილზე დედამიწის ყველაზე მშრალი ადგილია.

უდაბნოს ტერიტორიაზე სახლობდნენ უძველესი მომთაბარე ტომები, ხოლო დღეისათვის, მის სასაზღვრო რაიონებში 2,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. სამხრეთ ალჟირის ტერიტორიაზე შექმნილია ეროვნული პარკი, სადაც მთათა სისტემებიცაა წარმოდგენილი, პარკი გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემით, რაც გამონაკლისია მთელი უდაბნოს მასშტაბით. პრეისტორიულ ხანაში, უდაბნოს აღმოსავლეთ საზღვართან იზრდებოდა მირტისებრნი და კვიპაროზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]