არალისპირა ყარაყუმი
იერსახე
არალისპირა ყარაყუმი — ქვიშიანი უდაბნო ყაზახეთში. არალის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით. გავრცელებულია შიშველი და მცენარეული საფარით ნახევრად შემოსილი ქვიშები, რომელთა შორის მარილიანი ტბებია. ჰავა კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 12º-იდან — 14º C-მდე, ივლისისა 24º-იდან 26º C-მდე. აბსოლუტური მაქსიმუმია 42º C, აბსოლუტური მინიმუმი — 42º C. ნალექების რაოდენობა დაახლ. 100 – 150 მმ. წელიწადში. ზამთრის საძოვრები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 537.