ტირარის უდაბნო
იერსახე

ტირარის უდაბნო (ინგლ. Tirari Desert) — უდაბნო სამხრეთ ავსტრალიაში. მდებარეობს სამხრეთი ავსტრალიის შტატში.
ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მას მეცხრე ადგილი უკავია (15 250 კმ²), რაც მთელი კონტინენტის 0.2%-ია. ტირარის უდაბნოს ესაზღვრება ავსტრალიის სამი უდაბნო ესენია სტრელეცკის, სიმფსონისა და სტიორტის ქვიანი უდაბნოები. მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი პლატოა. აქ მიედინება მდინარე კუპერ-კრიკი. უდაბნოს ტერიტორია მოქცეულია ეირის ტბის აუზში, სწორედ აქ მდებარეობს ეირის ტბის ეროვნული პარკი.
უდაბნოში ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 125 მმ-ს არ აღემატება. ტირარის უდაბნოს კოორდინატებია 28°22′ ს. გ. 138°07′ ა. გ. / 28.367° ს. გ. 138.117° ა. გ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტირარის უდაბნოს რუკა დაარქივებული 2016-01-24 საიტზე Wayback Machine.
- Tirari Desert SA @ ExplorOz