ტაკლა-მაკანი
ტაკლა-მაკანის უდაბნო (ჩინ.: 塔克拉玛干沙漠) — უდაბნო ცენტრალურ აზიაში, ჩინეთის ტერიტორიაზე, სინძიანის პროვინციაში. წარმოადგენს მსოფლიოს სიდიდით მე-18 უდაბნოს.[1] სამხრეთით ესაზღვრება კუნლუნის მთები, დასავლეთით — პამირის უდაბური მთები და ჩრდილოეთით — ტიან-შანი.
ზომა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაკლა-მაკანი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვიშიანი უდაბნოა, ფართობი დაახლოებით 270 000 კმ²-ს შეადგენს.[2] მისი სიგრძე 1 000 კმ-ია, ხოლო სიგანე 400 კმ. უდაბნოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს კვეთდა აბრეშუმის გზის განშტოებები.[3] ბოლო წლებში, ჩინეთის ხელისუფლებამ, უდაბნოში გაიყვანა საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქ ჰოტანს (სამხრეთით) და ქალაქ ლუნტაის (ჩრდილოეთით). აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს უდაბნო ფართოვდება.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაკლა-მაკანი ცივი უდაბნოა, რაც უპირველეს ყოვლისა ციმბირის სიახლოვით და შესაბამისად, იქიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასების დამსახურებაა. ზოგჯერ, ზამთარში ტემპერატურა −20 °C-მდე ეცემა. 2008 წლის ზამთარში, უდაბნო 4 სმ სისქის თოვლით დაიფარა, ხოლო ტემპერატურა −26 °C შეადგენდა.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Photos of area in China
- Satellite Images from China დაარქივებული 2008-11-20 საიტზე Wayback Machine.
- Personal experiences დაარქივებული 2007-04-08 საიტზე Wayback Machine.
- Photos of mummies დაარქივებული 2008-07-28 საიტზე Wayback Machine.
- TravelChinaGuide
- [1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The World's Largest Desert. geology.com. ციტირების თარიღი: 2007-08-22.
- ↑ Taklamakan Desert. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 2007-08-11.
- ↑ Bahn, Paul G. (2001). The Atlas of World Archeology. New York: Checkmark Books, გვ. 134– 135. ISBN 0-8160-4051-6.
- ↑ „China's biggest desert Taklamakan experiences record snow“. Xinhuanet.com. February 1, 2008.