ჯეიმზ ჰეტფილდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: uk:Джеймс Гетфілд
No edit summary
ხაზი 35: ხაზი 35:
ჰობი: [[ნადირობა]]; [[სერფინგი]]; სნოუბორდინგი: სიგარები; [[იარაღი]]
ჰობი: [[ნადირობა]]; [[სერფინგი]]; სნოუბორდინგი: სიგარები; [[იარაღი]]


მუსიკა: [[ბლექ საბათი]], მოტორჰიდი, ლაინირდ სკაინირდი, ფინ ლიზი, [[ტომ უეიტსი]], ნიკ კეივი, ტედ ნუგენტი
მუსიკა: [[ბლექ საბათი]], მოტორჰიდი, ლაინირდ სკაინირდი, ფინ ლიზი, [[ტომ უეიტსი]], [[ნიკ კეივი]], ტედ ნუგენტი


პირველი კონცერტი: [[აეროსმითი]] და [[AC/DC]], [[1978]]
პირველი კონცერტი: [[აეროსმითი]] და [[AC/DC]], [[1978]]

19:41, 31 მაისი 2010-ის ვერსია

ჯეიმზ ჰეტფილდი

ჯეიმზ ჰეტფილდი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯეიმზ ალან ჰეტფილდი
დაბ. თარიღი 3 აგვისტო, 1963
დაბ. ადგილი Downey, კალიფორნია
წარმოშობა დოვნეი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი, მძიმე როკი, მოდერნ როკი
საქმიანობა ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros., Elektra, Megaforce, Vertigo
საიტი metallica.com
ჯეიმზ ჰეტფილდი ვიკისაწყობში

ჯეიმზ ალან ჰეტფილდი (ინგლ. James Alan Hetfield; დ. 3 აგვისტო, 1963) — ვოკალისტი, რითმული გიტარისტი და სიმღერების ავტორი, თანადამაარსებელი ჯგუფის „მეტალიკა“.

ბიოგრაფია

ზოგადი ინფორმაცია

სიმაღლე: 185 სმ

წონა: 82 კგ

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული (აგვისტო, 1997)

მეუღლე: ფრანჩესკა ჰეტფილდი

ქალიშვილი: სალი თი ჰეტფილდი

ვაჟი: კასტორ ვირგილ ჰეტფილდი

ჰობი: ნადირობა; სერფინგი; სნოუბორდინგი: სიგარები; იარაღი

მუსიკა: ბლექ საბათი, მოტორჰიდი, ლაინირდ სკაინირდი, ფინ ლიზი, ტომ უეიტსი, ნიკ კეივი, ტედ ნუგენტი

პირველი კონცერტი: აეროსმითი და AC/DC, 1978

დაბადება

ჯეიმზი დაიბადა სატვირთო ავტომობილის მძღოლისა და ოპერის მომღერლის ოჯახში 1963 წლის 3 აგვისტოს. მისი ოჯახის ქრისტიანობა და რელიგიურობა ხშირად მოიხსენიება როგორც საფუძველი ჯეიმზის „ტანჯული სულის“ თემატიკის მისსავე ლირიკასა და ლექსებში. მისი მამა, ვირგილი (რომელმაც მოგვიანებით ოჯახი მიატოვა) და დედა, სინტია იმდენად იყვნენ გატაცებულნი რელიგიით, რომ უარყოფდნენ ყოველგვარ წამალს და რწმენის იმედად იყვნენ მაშინაც კი, როცა სინტია სიმსივნეთი კვდებოდა (ეს ფაქტი მოგვიანებით აისახა სიმღერაში The God That Failed).

მუსიკალური გავლენა

ჯეიმზი პირველად დაკვრის ხელოვნებას 9 წლის ასაკში ეზიარა ფორტეპიანოს გაკვეთილებზე, შემდეგ მისი ძმის, დეივის ბარაბანებს ურახუნებდადა, ბოლოს, 14 წლის ასაკში, გადავიდა გიტარაზე.

ჯეიმზზე, მისივე თქმით, ბავშვობაში ძირითადი მუსიკალური გავლენა აეროსმიტმა მოახდინა. სწორედ ეს ჯგუფი იყო მიზეზი, რის გამოც ჯეიმზმა გიტარაზე დაკვრა გადაწყვიტა. სხვა ჯგუფებმა და მუსიკოსებმა, როგორებიც არიან მოტორჰიდი, UFO, ზზ ტოპი, ბლექ საბათი, საქსონი, დაიამონდ ჰიდი, ჯონი კეში, დორსი, ჯიმი ჰენდრიქსი, კრიმი, The Who, ჰენკ უილიამსი უმცროსი, კისი, რაში, აირონ მეიდენი, ელის კუპერი, უაილონ ჯენინგსი, ჰენკ უილიამსი, ლაინარდ სკაინარდი, Judas Priest , ტედ ნუგენტი, AC/DC, ბლუ ოისტერ კალტი, ვენომი, ლედ ზეპელინი, ენვილი, იეარდბერდსი და ფინ ლიზი ასევე დიდი გავლენა მოახდინეს მასზე და მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე.

ადრინდელი წლები

პირველად მუსიკალური მწვერვალების დაპყრობა ჯეიმზმა ჯგუფ ობსეშენში სცადა. ჯგუფი შედგებოდა ძმები ველოზებისაგან ბასზე და დრამზე და ჯიმ არნოლდი გიტარაზე. ჯგუფს მხარში ედგა რამდენიმე მეგობარი, რონ მაკგოვნი და დეივ მარსი. ობსეშენის დაშლის შემდეგ ტრიო მარსი-ჰეტფილდი-მაკგოუნი აგრძელებდა დაკვრას.

ფანტომ ლორდი — ჰეტფილდის მეორე ჯგუფია. ლა ბრეაში გადასვლის შემდეგ, ჯეიმზი შევიდა სკოლაში Brea Olinda, სადაც ის შეხვდა დრამერ ჯიმ მულიგანს. მალე მათ დაემატათ ჰიუ ტანერი… ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ფანტომ ლორდი. ჰიუ გიტარაზე, ჯიმი დრამზე, ჯეიმზი მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. ჯგუფმა გამოიცვალა რამდენიმე ბასისტი იმ მომენტამდე, სანამ ჯეიმზმა არ დაამთავრა სკოლა და დაბრუნდა უკან დოვნიში. აქ ჯეიმზი გადავიდა სახლში, რომელიც რონ მაკგოუნის მშობლებს ეკუთვნოდა, და რომელიც უნდა დანგრეულიყო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაფართოების გამო. ეს სახლი იდეალური იყო ჯეიმზისა და რონისათვის, რომ თავზე დაემხოთ, „ცეცხლი დაენთოთ“. ასე ჩამოყალიბდა ლიზერ ჩარმი.

ჯეიმზის მესამე ჯგუფი — ლიზერ ჩარმი — შედგებოდა ფანტომ ლორდის ყოფილი წევრებისაგან. ჯეიზს და რონს შეუერთდნენ ჰიუ ტანერი და ჯიმ მულიგანი. ლიზერ ჩარმი უფრო წარმატებული ცდა აღმოჩნდა. ჯგუფი უკრავდა როგორც საკუთარ სიმღერებს, ისე ქავერებს, მაგალითად, ქუიეტ რიოტის „Slick Black Cadillac“ და აირონ მეიდენის „Remember Tomorrow“. ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე კონცერტზე დაკვრა და ჩაწერა პირველი დემო, მაგრამ დაშლა დაიწყო. პირველმა ჯგუფი ტანერმა დატოვა — ჩაანაცვლეს ტროი ჯეიმსით. შემდეგ მულიგანი წავიდა უფრო პროგრესულ ჯგუფში. საბოლოო ანგარიშში ლიზერ ჩარმი დაიშალა.

მეტალიკა

ჯეიმზი შეხვდა ლარს ულრიხს და მათ ჩამოაყალიბეს ახალი ჯგუფი — მეტალიკა. თავიდან ჯეიმზი იყო მთავარი ავტორი მეტალიკის სიმღერების — რიფებიდან დაწყებული ტექსტებით დამთავრებული. დასაწყისში, მეტალიკამ მოსინჯა რამდენიმე განსხვავებული შეთანწყობა გიტარისდა ვოკალის. რამდენიმე ასეთი ექსპერიმენტი ითვალისწინებდა კიდევ ერთი გიტარისტის დამატებას. ჯონ ბუშის მოწვევაც კი სცადეს ჯგუფ არმორედ საინტიდან.

პირადი ცხოვრება

როცა ის არ წერს, არ მღერის და არ უკრავს, ჯეიმზი ნადირობით იქცევს თავს. რამდენიმე წლის წინ ჯეიმზი დაინტერესდა სნოუბორდინგით.

გიტარები — მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჯეიმზმა დაიწყო ძველი გიტარების შეგროვება, გამოშვებული 1963 წლიდან — მისი დაბადების წლიდან. მისი პოვნა ავტოფარეხშიც შეიძლება. ამაჟამად მას ყავს Chevy BelAir, რომელიც თვითონ ააწყო.

ჰეტფილდს რამდენიმე ტატუ აქვს. ერთი მათგანი გამოსახავს ალში გახვეულ ოთხ კარტს: ტუზს, ცხრიანს, ექვსიანს და სამიანს, რაც მის დაბადების თარიღს აღნიშნავს. მარჯვენა ხელზე გამოსახული აქვს ლათინური ასო M, რომელიც მიანიშნებს მეტალიკაზე, ხოლო მარცხენა ხელზე ასო F, ცოლის, ფრანჩესკას საპატივსაცემოდ.

რესურსები ინტერნეტში