Judas Priest

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Judas Priest
Judas Priest - Redeemer of Souls - 9th Oct 2014 - Barclay Center, Brooklyn , New York.jpg
ჯგუფი ტურნეს Redeemer of Souls ფარგლებში, 2014 წლის 9 ოქტომბერი, ბრუკლინი.
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი ბლეკ-კანტრი, დიდი ბრიტანეთი
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი
აქტიური 1969–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
წევრები იენ ჰილი
გლენ ტიპტონი
რობ ჰელფორდი
სკოტ ტრეივისი
რიჩი ფოლკნერი
ყოფილი წევრები ალ ატკინსი
ალან მური
ჯონ ჰინჩი
ლეს ბინკსი
დეივ ჰოლანდი
ტიმ ოუენსი
კ.კ. დაუნინგი
საიტი judaspriest.com
Judas Priest ვიკისაწყობში

Judas Priest (ქართ. მღვდელი იუდა) — ინგლისური მძიმე მეტალ ჯგუფი, ჩამოყალიბებული ბირმინგემში, 1969 წლის წელს. მსოფლიო მასშტაბით დღემდე გაყიდულია მისი 50 მილიონი ალბომი.[1] Judas Priest-ს ხშირად უწოდებენ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეტალ-ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ 1970-იანების მეორე ნახევარში მისი მუსიკა გამოირჩეოდა ნოვატორული და სიახლეებით სავსე მეთოდებით, ჯგუფის ისტორიას თან ახლდა ჩანაწერების წარმოების არაერთგვაროვანი სტილი, ცვალებადი დრამერები და 1980 წლამდე მნიშვნელოვანი კომერციული წარმატების არარსებობა – გამარტივებული და უფრო კომერციული ჟღერადობა მან მხოლოდ ალბომ British Steel-ზე მიიღო და იქცა როკ-სუპერვარსკვლავად. 1989 წელს ისინი აგრეთვე გახდნენ უსიამოვნების მონაწილეები, როდესაც მათ სიმღერას „Better by You, Better than Me“ მოჰყვა ორი ადამიანის თვითმკვლელობა.

ჯგუფის წევრების სია მუდმივად იცვლებოდა. 1990-იანების დასაწყისში იგი აგრეთვე დროებით დატოვა წამყვანმა ვოკალისტმა რობ ჰელფორდმა. ამჟამად კოლექტივში შედიან: ჰელფორდი, გიტარისტები გლენ ტიპტონი და რიჩი ფოლკნერი, ბასისტი იენ ჰილი და დრამერი სკოტ ტრეივისი. ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი ალბომია 1982 წლის Screaming for Vengeance, ჩაწერილი კომერციულად ყველაზე წარმატებული შემადგენლობის მიერ, რომელშიც შედიოდნენ ჰელფორდი, ტიპტონი, ჰილი, გიტარისტი კ.კ. დაუნინგი და დრამერი დეივ ჰოლანდი. მხოლოდ ტიპტონს და ჰილს მიუღიათ მონაწილეობა ჯგუფის ყველა ალბომის ჩაწერაში.

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Judas Priest-ის წევრების სია.
ამჟამინდელი წევრები

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Judas Priest-ის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Story Original Judas Priest. წაკითხვის თარიღი: 11 January 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Judas_Priest&oldid=3421141“-დან