იარაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შუა საუკუნეების ინდური იარაღი

იარაღი — შეიარაღებულ ბრძოლაში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მისი ტექნიკის და ნაგებობების გასანადგურებელი მოწყობილობებისა და საშუალებების საერთო სახელწოდება.

იარაღის განვითარება წარმოების წესზე, განსაკუთრებით საწარმოო ძალთა განვითარების დონეზეა დამოკიდებული. იარაღის ახალ სახეობათა შექმნა იწვევს მნიშვნელოვან, ზოგჯერ, ძირეულ ცვლილებებს ბრძოლის ხერხებსა და ფორმებში, აგრეთვე ჯარის ორგანიზაციაში. თავის მხრივ იარაღი ვითარდება სამხედრო ხელოვნების ზეგავლენით.

იარაღი გაჩნდა კაცობრიობის განვითარების ადრეულ სტადიაში, როგორც ნადირობისა და თავდაცვის საშუალება. პირველ იარაღს - კეტს ან კომბალს, მათ სახესხვაობებს ბუმერანგს, აგრეთვე პირიან ხის შუბს, შურდულსა და ბოლას (ქამანდის სახესხვაობა) პალეოლითის ეპიქაში იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.