შინაარსზე გადასვლა

საწოლი ოთახი არლში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საწოლი ოთახი არლში
La Chambre à Arles და Slaapkamer te Arles
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1888
ტიპი ზეთის საღებავები ტილო
სიმაღლე 72 სმ
სიგანე 90 სმ
ქალაქი ამსტერდამი
მუზეუმი ვან გოგის მუზეუმი

საწოლი ოთახი არლში (ნიდერლ. Slaapkamer te Arles) — ნიდერლანდელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის სამი ნახატის საერთო სახელი.

1888 წელს ოქტომბერში, „ყვითელი სახლის“ დამთავრებამდე ორი კვირით ადრე ვან გოგი თავისი საწოლი ოთახის პირველ ვარიანტზე მუშაობას შეუდგა.

ვიკიციტატა
„დღეს კვლავ შევუდექი მუშაობას, თვალები ისევ მტკივა, მაგრამ ახალი იდეა მომივიდა და აი ,მისი ესკიზიც. ამჯერად ეს ჩემი საძინებელია. აქ ფერია გაბატონებული, რაც მთლიანობაში სურათის მხილველს სისადავისა და სიდიადის განცდას აღუძრავს. როცა სურათს აკვირდები, გონებამაც და წარმოსახვამაც შეიძლება დაისვენოს. კედლები ბაცი იასამნისფერია, იატაკი მოწითალო, ტეხილი ხაზებით დავხატე, ხის საწოლისა და სკამის ნაწილები - ქრომის ყვითლით, ზეწარი და ბალიშები კი მომწვანო ლიმონისფერია. საბანი სისხლივით წითელია, ფანჯარა-მწვანე, ტუალეტის მაგიდა მოსტაფილოსფროა, ტოლჩა ცისფერი, კარი კი იასამნისფერი. სულ ეს არის, მეტი არაფერია ამ დარაბებდახურულ ოთახში, კვადრატული ფორმის ავეჯმა ხაზი უნდა გაუსვას უშფოთველი დასვენების იდეას. კედლებზე პორტრეტები, სარკე და ტანისსამოსი ჰკიდია. ჩარჩო, რადგანაც სურათზე თეთრი ფერი არ არის, თეთრი დარჩება.“

ძალიან იშვიათია, რომ მხატვარმა ასე ზუსტად გადმოსცეს საკუთარი ნამუშევრის მისეული ხედვა. მოგვცეს კომპოზიციის ელემენტების ამგვარი დეტალური აღწერა, უფრო მეტიც იგი გვიხსნის მიზეზზსაც, თუ რამ უბიძგა ამ სურათის დახატვა, როგორ უნდოდა გადმოეცა მოსვენების, უქმად ყოფნის, სიმშვიდის შეგრძნება. სწორედ ამ შეგრძნებას ეძებდა მხატვარი თავისი ცხოვრების ამ პერიოდში. ეს სიმშვიდე მოჩვენებითია, რადგანაც, სინამდვილეში იგი ძალიან აფორიაქებული იყო, ცხოვრების სხვა პერიოდების მსგავსად, თუმცა ამ აღელვების საფუძველი კიდევაც ჰქონდა. მან ახალი პეიზაჟები, ახალი სინათლე აღმოაჩინა და გატაცებით შეუდგა მათ ტილოზე გადატანას. ვან გოგი ფიქრობდა, რომ ცოტაღა აკლდა მისი ოცნების ასრულებას - მხატვართა საძმოს შექმნას, რაზეც ამდენი უფიქრია და ძალისხმევა გააორმაგა, რათა გოგენი და ბერნარი ჩამოსულიყვნენ და ყვითელ სახლში მასთან ერთად დასახლებულიყვნენ. თმცა მისი ნახატები მაინც არ იყიდება და ამიტომ ნერვიულობას თავს ვერ აღწევს. იგი მოუთმენლად ელის გოგენის ჩამოსვლას, რაც მას ძალას შემატებს, თუმცა ის იგვიანებს.

ამ წინააღმდეგობათა ქაოსის ფონზე მისი საძინებელი მყუდრო სავანეს უნდა ასახიერებდეს. მასში წესრიგი და სიწყნარე უნდა სუფევდეს. ვან გოგს სურდა გადმოეცა ეს შეგრძნება. შესაძლებელია, იმ გრძნობების გავლენით, რაც მასში ირეოდა ამ ნახატის ხატვისას, ვან გოგს საკუთარი საძინებეილი თავისი შემოქმედების ძირეულ და უმთავრეს ელემენტად მიაჩნია.

ამ წინააღმდეგობათა ქაოსის ფონზე მისი საძინებელი მყუდრო სავანეს უნდა ასახიერებდეს. მასში წესრიგი და სიწყნარე უნდა სუფევდეს. ვან გოგს სურდა გადმოეცა ეს შეგრძნება. შესაძლებელია, იმ გრძნობების გავლენით, რაც მასში ირეოდა ამ ნახატის ხატვისას, ვან გოგს საკუთარი საძინებეილი თავისი შემოქმედების ძირეულ და უმთავრეს ელემენტად მიაჩნია.

1889 წლის მაისის პირველ რიცხვებში ვან გოგმა ეს ნამუშევარი თავის ძმას, თეოს პარიზში გაუგზავნა, რათა მას ჩარჩოში ჩაესვა. ტილო, რომელიც გზაშ ძლიერ დაზიანდა, ძმამ უკან გამოუგზავნა არლში, რათა რესტავრაციამდე ვინსენტს მისი ასლი გაეკეთებინა. ვან გოგმა მალევე დახატა ამ სურათის საკმაოდ თავისუფალი ვარიანტი და შედეგით კმაყოფილმა მესამე ასლიც გააკეთა, რომელიც დედასა და დას - ვილჰელმინას აჩუქა.

  • დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]