სატახტოთა თამაში (სეზონი 5)
სატახტოთა თამაში (სეზონი 5) | |
---|---|
ოფიციალური DVD გამოცემის გარეკანი | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 10 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | HBO |
ეთერში | 12 აპრილი, 2015 | – 14 ივნისი, 2015
ამერიკული ფენტეზის ჟანრის ტელესერიალ „სატახტოთა თამაშის“ მეხუთე სეზონის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, 2015 წლის 12 აპრილს და დასრულდა 14 ივლისს. მასში შესულია 10 ეპიზოდი, რომელთაგან თითო 50-60 წუთის ხანგრძლივობის არის[1]. სეზონი ეფუძნება ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ წიგნებს „ნადიმი ყვავებისთვის“ და „ცეკვა დრაკონებთან“, თუმცა მასში აგრეთვე გამოიყენება ეპიზოდები მომავალი, ჯერჯერობით გამოუქვეყნებელი რომანიდან „ზამთრის ქარები“[2][3][4], ისევე, როგორც მასალა, რომელიც მარტინის ორიგინალურ ნაწარმოებში არ არის წარმოდგენილი[5]. სერიალის რეჟისორები არიან დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი. 2014 წლის 8 აპრილს HBO-მ მეხუთე სეზონის წარმოება შეუკვეთა. გადაღება 2014 წლის ივლისში დაიწყო[6], ძირითადად - ჩრდილოეთ ირლანდიაში, ესპანეთში და ხორვატიაში გადაღებებით.
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში, ძირითადად - კონტინენტზე, რომელსაც ვესტეროსი ეწოდება. სიუჟეტის მეორე ხაზი მიმდინარეობს ესოსის სახელით ცნობილ მეორე კონტინენტზე. ისევე, როგორც ორიგინალურ რომანში, ამ სეზონში ყურადღება გამახვილებულია მეფეების ომზე. სამეფო ნავსაყუდელში რელიგიური ფანატიზმი ზეობს და ყველაფერი რელიგიური დაჯგუფების, „ბეღურების“ ხელში გადადის. სანსა ხდება რემსის ცოლი და დიდი წამების გზას გადის. ღამის აბგურის წევრები ჯონ სნოუს მოღალატედ თვლიან და კლავენ. სტანისი მარცხდება ბოლტონებთან ბრძოლაში და მას ბრიენა კლავს. დორნში სურთ ობერინ მარტელის დაღუპვისთვის შურისძიება და ჯეიმეს, რომელიც პრინცესა მირსელას წასაყვანად მოდის, გააყოლებენ გოგონას, მაგრამ ამავე დროს, გზად სატახტო ქალაქისკენ იგი კვდება, მოწამლული ელარიას მიერ. არია ხდება იაქენ ჰ'გარის შეგირდი. ხოლო ტირიონი ხდება დეინერისის მრჩეველი.
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|
41 | 1 | „მომავალი ომები“ „The Wars to Come“ | მაიკლ სლოვისი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 12 აპრილი, 2015 | 8.00[7] |
მოგონებების სცენაში ნაჩვენებია კუდიანი, რომელიც მოზარდ სერსის ეუბნება, რომ ვიღაც მასზე ახალგაზრდა და მშვენიერი ერთ დღეს წაართმევს ყოველივეს, რასაც მიაღწია. ნამდვილ დროში ტაივინ ლანისტერს მარხავენ და ბრუნდება ლანსელ ლანისტერი - უკვე რელიგიური ადამიანი და „ბეღურების“ წევრი. პენტოსში ტირიონი თანხმდება, გაჰყვეს ვარისს მიერინში, რათა მხარი დაუჭიროს დეინერისს და დააბრუნებინოს რკინის ტახტი. მიერინში ამბოხებული „ჰარპიის ვაჟები“ კლავენ დეინერისის რაზმის წევრებს, რის გამოც დედოფალი იძულებულია, ძველი ტრადიციების მიუხედავად, კიდევ უფრო მკაცრი ზომები შემოიღოს. მისანდეი დაეჭვდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ რაზმის წევრები საროსკიპოებში დადიან. დეინერისის დრაკონები ღიზიანდებიან, როდესაც დედოფალი მათ ეწვევა. ველში ბეილიშო რობინ არენს როისის საგვარეულოს უტოვებს და სანსასთან ერთად მიემგზავრება. კედელზე სტანის ბარათეონი ცდილობს, დაითანხმოს ველურები რუს ბოლტონთან საბრძოლველად. მანსი არ აღიარებს სტანისის უპირატესობას და უკანასკნელის ბრძანებით მას ცოცხლად წვამენ, თუმცა სნოუ მას საბოლოოდ ესვრის, რათა მანსმა არ იწვალოს. | ||||||
42 | 2 | „შავ-თეთრი სახლი“ „The House of Black and White“ | მაიკლ სლოვისი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 19 აპრილი, 2015 | 6.81[8] |
არია სტარკი ბრაავოსშია და სურს, გახდეს იაქენ ნ'გჰარის შეგირდი. ჯეიმე სერსის ამცნობს, რომ აპირებს დორნში გამგზავრებას და მირსელას წამოყვანას (რომელიც მომავალში უნდა დაინიშნოს ტრისტანთან). მასთან ერთად დორნში მიემგზავრება ბრონიც. პოდრიკი ფუნდუკში ამოიცნობს სანსას და ბეილიშს. ბრიენა სანსას დაცვას სთავაზობს, მაგრამ გოგონა უარით ისტუმრებს. ბეილიში ბრიენას სთხოვს, რომ სანსასთან ერთად დარჩეს უინტერფელში. ბრიენა იქაურობას პოდრიკთან ერთად ტოვებს, მაგრამ სანსას მაინც უთვალთვალებს. სტანისი სნოუს სთავაზობს სამართლიანობის აღდგენას და უინტერფელის ბატონობას, თუკი იგი დატოვებს აბგურს და გაჰყვება დასახმარებლად, მაგრამ სნოუ უარზეა. სემ ტარლი ჯონს უმაღლესი მეთაურის ადგილზე წარადგენს და სნოუს ირჩევენ ხმათა უმრავლესობით. მიერინში ამბოხია მას შემდეგ, რაც დეინერისი გადაწყვიტავს, სიკვდილით დასაჯოს ყოფილი მონა, რომელმაც მოკლა ჰარპიის დაპატიმრებული ვაჟი, სანამ უკანასკნელის სასამართლო შედგებოდა. მოულოდნელი ქალაქს დროგონი გადაუფრენს, მაგრამ მალევე ქრება. | ||||||
43 | 3 | „მისი უბეღურესობა“ „High Sparrow“ | მარკ მაილოდი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 26 აპრილი, 2015 | 6.71[9] |
მარჯერი, ტომენთან ქორწინების შემდეგ, ზრდის ბიჭუნაზე გავლენას, რათა მან სერსი კასტერლის კლდეზე გაამგზავროს. ბეილიში სანსას ბოლტონებთან კავშირის გამყარებაზე ესაუბრება და სთავაზობს რემსისთან ქორწინებას, ლანისტერებისგან ფარულად. ბრიენა გადაწყვიტავს, გაწვრთნას პოდრიკი. იმისთვის, რომ შავ-თეთრ სახლში შეგირდობა შეეძლოს, არია პირად ნივთებს აგდებს მდინარეში, გარდა მისი ხმლის, ნემსის, რომელსაც მალავს ქვების ქვეშ. შავ ციხესიმაგრეში სნოუ ალისერ თორნს ირჩევს პირველ მზვერავად, მაგრამ იანოს სლინტი არ ემორჩილება ჯონის ბრძანებას, გაემგზავროს და გახდეს რუხი აბგურის მეთაური. დაუმორჩილებლობისთვის და შეურაცხყოფისთვის სნოუ მას ეზოში საკუთარი ხელით კლავს, სტანისის თანხმობით. ლანსელი და „ბეღურების“ სხვა წევრები საროსკიპოში უმაღლეს სეპტონს პოულობენ და სჯიან, გაიყვანენ და გაატარებენ რა ქუჩაში სრულიად შიშველს. იგი სერსისთან ჩივის, მაგრამ სერსის ბრძანებით მას საკანში ამწყვდევენ. სერსი ხვდება მის უბეღურესობას და მხარს უჭერს ბეღურების ქმედებებს. ტირიონი და ვარისი ჩადიან ვოლანტისში და შედიან საროსკიპოში, საიდანაც ტირიონს იტაცებს ჯორაჰ მორმონტი და მიჰყავს დეინერისთან. | ||||||
44 | 4 | „ჰარპიის ვაჟები“ „Sons of the Harpy“ | მარკ მაილოდი | დეივ ჰილი | 3 მაისი, 2015 | 6.82[10] |
სერსის მხარდაჭერით ბეღურები აღიჭურვებიან იარაღით. ისინი მოულოდნელად აპატიმრებენ ლორას ტირელს, რის გამოც მარჯერი განრისხებულია, თუმცა, ტომენს არ აქვს გავლენა ბეღურებზე. მელისანდრე ცდილობს, შეაცდინოს სნოუ და უინტერფელში სტანისთან ერთად წაიყვანოს. უინტერფელში ბეილიში ემზადება სამეფო ნავსაყუდელში დასაბრუნებლად. მანამდე იგი ცდილობს, დაარწმუნოს სანსა, რომ რემსისთან ქორწინება უსაფრთხო იქნება. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ სტანისი ვერ გაიმარჯვებს ბოლტონებზე და ვერ გადაარჩენს მას, რემსით მანიპულირება მარტივი იქნება. ბრონი და ჯეიმე დორნში ფარულად ჩადიან და გზად სასახლისკენ ხვდებიან და კლავენ ოთხ ცხენოსანს. ობერინ მარტელის ბასტარდი ასულები, „ქვიშის გველებად“ წოდებულები, გემის კაპიტანისგან შეიტყობენ, რომ ჯეიმე მირსელას წასაყვანად მოვიდა. ელარია სენდი ქვიშის გველებს სთავაზობს, გაიტაცონ მირსელა, სანამ მას ჯეიმე მიაგნებს. მორმონტი, დეინერისთან ტირიონის მიყვანით, ცდილობს მოიპოვოს მიტევება. მიერინში ლორაქი დეინერისს კვლავ სთხოვს ორთარბძოლების ტრადიციის აღდგენას. ჰარპიის ვაჟები ციტადელში ესხმიან დეინერისის რაზმს. რუხი ჭია დაჭრილია, ხოლო ბარისტან სელმი მოკლულია. | ||||||
45 | 5 | „მოკალი ბიჭუნა“ „Kill the Boy“ | ჯერემი პოდესვა | ბრაიან კოგმენი | 10 მაისი, 2015 | 6.56[11] |
ბრიენა და პოდრიკი ჩერდებიან ფუნდუკში, უინტერფელთან ახლოს და სანსას ამცნობენ, რომ შეუძლიათ, დაეხმარონ, თუკი რამე სჭირდება. სანსა შეიტყობს, რომ უინტერფელში თეონიც იმყოფება. რემსი აიძულებს მას, მოინანიოს გოგონასთან საკუთარი „დანაშაული“ სტარკების წინაშე. ტორმუნდი უერთდება ღამის აბგურს, რათა ველურებმა კედლის სამხრეთით დასახლება შეძლონ. სნოუ დათანხმდება, გაჰყვეს და უწყალო სახლიდან გადმოიყვანოს სხვა ველურები. სტანისის ლაშქარი უინტერფელისკენ მიემართება და თან სელისი და შირენი მიჰყავს. მიერინში რუხ ჭიას მოასულიერებენ. მისანდეის და მას შორის ვნება ღვივდება. დეინერისი ადგილობრივ დიდგვაროვანს დრაკონებს შესაჭმელად გადაუგდებს, დანარჩენებს კი აპატიმრებს. მოგვიანებით იგი თანხმდება ორთაბრძოლების ტრადიციის აღდგენაზე და მშვიდობის გასამყარებლად კორაქთან ქორწინებაზე. ზღვაში ტირიონი და მორმონტი ვალირიის გავლით მოგზაურობენ. მათ გადაუფრენს დროგონი, ხოლო ქვის ადამიანების თავდასხმის შემდეგ მორმონტი აღმოაჩენს, რომ რუხი სენი შეეყარა. | ||||||
46 | 6 | „ქედმოუხრელი, უდრეკი, გაუტეხელი“ „Unbowed, Unbent, Unbroken“ | ჯერემი პოდესვა | ბრაიან კოგმენი | 17 მაისი, 2015 | 6.24[12] |
ნ'გჰარს არია მიჰყავს დარბაზში, რომელშიც შავ-თეთრ სახლში გარდაცვლილი უამრავი ადამიანის სახეა გამოფენილი. ჯეიმე და ბრონი მიაღწევენ სასახლემდე და პოულობენ მირსელას. მათ ესხმიან ქვიშის გველები. ბრძოლა შეწყდება, როდესაც ყველას ადგილობრივი გუშაგი აპატიმრებს. მორმონტი და ტირიონი გადაეყრებიან მონათმფლობელებს, რომლებსაც ტირიონი დაარწმუნებს, თან წაიყვანონ, მიერინის საბრძოლო არენაზე. ბეილიში სერსის ამცნობს რემსის სანსასთან ქორწინების გეგმის შესახებ და, სთხოვს, უფლება მისცეს, წინ წაუძღვეს ველის რაინდებს, რათა რუსის და სტანისის დაპირისპირებაში ჩაერიოს და ორივე მხარე გაანადგუროს. სანაცვლოდ იგი ითხოვს, მიენიჭოს ჩრდილოეთის მცველის წოდება. ოლენა ჩადის სამეფო ნავსაყუდელში და სერსის აფრთხილებს, რომ ლორასის დაპატიმრება მათ კავშირს შეარყევს. ლორასი, გასამართლებისას, მარჯერის მხარდაჭერით, უარყოფს, რომ მამაკაცთან სცოდავდა. თუმცა ჩნდება მამაკაცი მეძავი ოლივარი, რომელიც უარყოფს და-ძმის ნათქვამს, რის გამოც მარჯერის აპატიმრებენ ღმერთების წინაშე სიცრუისთვის. უინტერფელში სანსას აქორწინებენ რემსისთან, რომელიც მას მოგვიანებით თეონის თანდასწრებით სასტიკად ეპყრობა და აუპატიურებს. | ||||||
47 | 7 | „ძღვენი“ „The Gift“ | მიგელ საპოჩნიკი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 24 მაისი, 2015 | 5.40[13] |
სნოუ უწყალო სახლისკენ მიემართება სხვა ველურებთან და მზვერავებთან ერთად. მათი არყოფნისას მეისტერ ეიმონი კვდება. გილის ესხმის აბგურის ორი წევრი. ტარლი ცდილობს მის დაცვას, მაგრამ უძლურია, თუმცა მას ეხმარება სნოუს მგელსაზარა. მასსა და გილის შორის რომანტიკული კავშირი ვითარდება. სანსა სთხოვს თეონს, დაეხმაროს უინტერფელიდან გაქცევაში, მაგრამ იგი სანაცვლოდ ამცნობს რემსის, რომელიც კლავს ქალს, რომელიც ბრიენას გადასცემდა სანსას ამბებს. ბანაკში მელისანდრე სტანიის სთავაზობს შირენის შეწირვას, რაზეც ბარათეონი უარს ამბობს. მორმონტი და ტირიონი მონათმფლობელ იეზან ზო ქაგაზის ხელში გადადიან. ორივე მიჰყავთ ორთაბრძოლების მოედანზე, სადაც დეინერისიც იმყოფება. მორმონტი ბრძოლისას ყველა მონას კლავს და დეინერისს წინ წარუდგება და ეუბნება, რომ ძღვენის სახით მოუყვანა ტირიონი. დორნში მირსელა ჯეიმეს ეუბნება, რომ უფლისწულ ტრისტანთან, დორანის ძესთან დაქორწინებას აპირებს. მისი უბეღურესობა ოლენას უარს ეუბნება ლორასის და მარჯერის გათავისუფლებაზე. მოგვიანებით ბეღურები აპატიმრებენ სერსის, შეიტყობენ რა მისი და ლანსელის ერთ დროს ინცესტუალურ კავშირზე. | ||||||
48 | 8 | „უწყალო სახლი“ „Hardhome“ | მიგელ საპოჩნიკი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 31 მაისი, 2015 | 7.01[14] |
სერსი შეიტყობს, რომ ბიძამისი, კევანი, დაინიშნა მეფის მრჩევლად. სერსის საკანში აშიმშილებენ და არ ასმევენ წყალს, რათა აიძულონ, მოინანიოს, რაზეც უარს ამბობს. არია ლანას, ხამანწკების ვაჭრის გარეგნობას მიიღებს. ნ'გჰარის დავალებით, მან უნდა შეიტყოს მეტი „მოთამაშის“, მამაკაცის შესახებ, რომელიც ნავსაყუდელში გემების კაპიტნებისთვის დაზღვევების მიყიდვით არის დაკავებული. იაქენი განმარტავს, რომ კაპიტანის დაქირავებით, უსახურებს (ანუ მათ) უნდა მოეკლათ ვაჭარი მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ანაზღაურებაზე, რომელიც უნდა გადაეხადა ერთ-ერთი კაპიტანის ჩაძირვის შემდეგ. მოგვიანებით ვაჭარი უნდა მოწამლონ. თეონი სანსას უამბობს, რომ ბრანის და რიკონის დაწვა გააყალბა და ბიჭები ცოცხლები არიან. რემსი რუსს სთავაზობს, დაატყდნენ სტანისს და ამისთვის ითხოვს ოც კარგად გაწვრთნილ მებრძოლს. მიერინში ტირიონი სთხოვს დეინერისს, არ დასაჯოს მორმონტი სიკვდილით და ჯორაჰს კვლავ აძევებენ. იგი ბრუნდება იეზანთან და სთხოვს, კვლავ აბრძოლოს მოედანზე. ტირიონი ხდება დეინერისის მრჩეველი. უწყალო სახლში ჩასული სნოუ და ტორმუნდი დაახლოებით 5000 ველურს ითანხმებენ სამხრეთით გადასვლაზე, მაგრამ ამ დროს თეთრი მოხეტიალეების დიდი ლაშქარი ჩნდება და თავს ესხმის დასახლებას. სნოუ ერთ-ერთ მათგანს ობსიდიანის ხმლით ანადგურებს. ის, ტორმუნდი და სხვები, გადარჩენილები გარბიან, მაგრამ დასასრულს ხედავენ, თუ როგორ აცოცხლებს ღამის მეფე მოკლულ ველურებს - უკვე თავისი მსახურების სახით. | ||||||
49 | 9 | „დრაკონების ცეკვა“ „The Dance of Dragons“ | დევიდ ნატერი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 7 ივნისი, 2015 | 7.14[15] |
ქარბუქის დროს სტანისის ბანაკს თავს ესხმიან რემსი და მისი რაზმი, რის გამოც რაზმი დიდ დანაკარგს განიცდის. სტანისი დავოსს კედელზე დახმარების სათხოვნელად უშვებს და თავად გადაწყვიტავს, ცოცხლად დაწვას შირენი ყველას წინაშე, რათა შეძლოს გამარჯვება ამ მსხვერპლშეწირვის სანაცვლოდ. სნოუ და სხვები ბრუნდებიან კედელზე და ველურების გადარჩენილი ნაწილი სამხრეთით გადადის. დორნში დორანი ჯეიმეს და ბრონს შეიწყალებს და ჰპირდება, რომ შინ მირსელასთან ერთად გაუშვებს, ტრისტანის თანხლებით, რომელიც ნავსაყუდელში მისი მრჩეველი გახდება. იგი აგრეთვე შეიწყალებს სენდს და გველებს. ბრაავოსში არია, რომელმაც უნდა შეასრულოს იაქენის დავალება, შეამჩნევს მერინ ტრანტს და მეის ტირელს, მარჯერის მამას. იგი მათ გაჰყვება და დაადგენს რა, რომ ტრანტს იზიდავენ მოზარდი გოგონები, ბრუნდება შავ-თეთრ სახლში და იაქენს ატყუებს, რომ ვაჭარს არ შიოდა და არ იყიდა ხამანწკები. მიერინში იწყება ორთაბრძოლა და დეინერისი მებრძოლებს შორის კვლავ იხილავს მორმონტს. იგი კვლავ იმარჯვებს, მაგრამ ამ დროს არენას არბევენ ჰარპიის ვაჟები. ლაშქარი ცდილობს დედოფლის და სხვების დაცვას, მაგრამ დეინერისს და მის მრჩევლებს ალყაში მოაქცევენ. მოულოდნელად ჩნდება დროგონი. დეინერისი მასზე ფრთხილად ამხედრდება და დრაკონს იგი შორს მიჰყავს, დარჩენილები კი გაოგნებულები ადევნებენ თვალს. | ||||||
50 | 10 | „დედის მოწყალება“ „Mother's Mercy“ | დევიდ ნატერი | დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი | 14 ივნისი, 2015 | 8.11[16] |
სელისი თავს იკლავს. სტანისის ლაშქარის დიდი ნაწილი ტოვებს მეთაურს, ხოლო მელისანდრე კედლისკენ მიემგზავრება. ბოლტონები სტანისს ამარცხებენ. მოგვიანებით მას ბრიენა კლავს. სანსა გაქცევას ცდილობს, მაგრამ მას წინ მირანდა, რემსის საყვარელი ეღობება. თეონი მას ციხესიმაგრიდან აგდებს და სანსასთან ერთად ვინტერფელიდან გარბის. სერსი აღიარებს, რომ ლანსელთან ჰქონდა ურთიერთობა და იძულებულია მოინანიოს ქუჩაში შიშვლად გავლით. წითელ სასახლებდე მისულს ეგებება კვიბერნი და წარუდგენს ახალ მცველს - გაცოცხლებულ მთას. ჯეიმე, მირსელა, ბრონი და ტრისტანი დორნიდან ბრუნდებიან. გემზე მირსელა კვდება, მოწამლული. არია შედის საროსკიპოში და კლავს ტრანტს. დავალების შეუსრულებლობის და წესის დარღვევის გამო იაქენი მას აბრმავებს. ვარისი მიერინში ჩნდება და ტირიონთან, რუხ ჭიასთან და მისანდეისთან ერთად ცდილობს, ქალაქის მმართველობას გაუძღვეს, სანამ დეინერისი გამქრალია. დაარიო ნაჰარისი და მორმონტი მიემგზავრებიან მის საძიებლად. დეინერისს შორს მთებში დროგო ჩამოსვამს და თავად კვლავ ტოვებს. დოთრაკიელების ლაშქარი დეინერისს პოულობს. ტარლი, გილი და ბავშვი მიემგზავრებიან ძველი ქალაქისკენ, სადაც სემს სურს, გახდეს მეისტერი. სნოუს თავს ესხმის და კლავს რამდენიმე წევრი, მათ შორის - თორნი და ოლი. |
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიტიკოსების გამოხმაურებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
რეიტინგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ეპ. 1 | ეპ. 2 | ეპ. 3 | ეპ. 4 | ეპ. 5 | ეპ. 6 | ეპ. 7 | ეპ. 8 | ეპ. 9 | ეპ. 10 | საშუალო | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2.22 | 2.20 | 2.44 | 2.45 | 2.58 | 2.44 | 2.40 | 2.72 | 2.66 | 3.04 | 2.52[18] | |
2 | 3.86 | 3.76 | 3.77 | 3.65 | 3.90 | 3.88 | 3.69 | 3.86 | 3.38 | 4.20 | 3.80[19] | |
3 | 4.37 | 4.27 | 4.72 | 4.87 | 5.35 | 5.50 | 4.84 | 5.13 | 5.22 | 5.39 | 4.97[20] | |
4 | 6.64 | 6.31 | 6.59 | 6.95 | 7.16 | 6.40 | 7.20 | 7.17 | 6.95 | 7.09 | 6.84[21] | |
5 | 8.00 | 6.81 | 6.71 | 6.82 | 6.56 | 6.24 | 5.40 | 7.01 | 7.14 | 8.11 | 6.88[22] | |
6 | 7.94 | 7.29 | 7.28 | 7.82 | 7.89 | 6.71 | 7.80 | 7.60 | 7.66 | 8.89 | 7.69[23] | |
7 | 10.11 | 9.27 | 9.25 | 10.17 | 10.72 | 10.24 | - | არ არის | - |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური აშშ საიტი
- ოფიციალური ბრიტანული საიტი დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine.
- სატახტოთა თამაში, ეპიზოდების სია — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- სატახტოთა თამაში - ეპიზოდების სია საიტზე TV.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hibberd, James. (January 8, 2015) 'Game of Thrones' season 5 premiere date revealed. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 22, 2015. ციტირების თარიღი: January 8, 2015.
- ↑ Kain, Erik. (April 12, 2015) Why Season 5 Of 'Game Of Thrones' Is The Most Important Yet For HBO. Forbes. ციტირების თარიღი: April 13, 2015.
- ↑ Hibberd, James. (June 18, 2014) 'Game of Thrones' showrunners talk season 5: 'There will be Dorne'. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2015. ციტირების თარიღი: June 18, 2014.
- ↑ Game of Thrones Episodes: EP510: Mother’s Mercy. Westeros.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 17, 2015. ციტირების თარიღი: June 18, 2015.
- ↑ Game of Thrones Season 5: Inside the Episode #9 (HBO). HBO (June 7, 2015). ციტირების თარიღი: June 9, 2015
- ↑ Goldman, Eric. (April 8, 2014) Game of Thrones Renewed for Season 5 and Season 6. IGN. ციტირების თარიღი: April 8, 2014.
- ↑ Bibel, Sara. (April 14, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, 'Silicon Valley', 'MTV Movie Awards', 'Mad Men', 'Veep', 'The Royals' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 14, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (April 21, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Tops Night + NBA Playoffs, 'Real Housewives of Atlanta,' 'Naked and Afraid' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 21, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (April 28, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, NBA Playoffs, 'Real Housewives of Atlanta', 'Silicon Valley', 'Mad Men' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 28, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (May 5, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Tops Night + 'Real Housewives of Atlanta', 'Silicon Valley' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 5, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (May 12, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, NBA Playoffs, 'Silicon Valley', 'Mad Men', 'The Royals', 'Veep' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 12, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (May 19, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Tops Night + 'Keeping Up With the Kardashians', 'Mad Men' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 19, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (May 27, 2015) Sunday Cable Ratings: NBA Conference Finals Win Night, 'Game of Thrones', 'Silicon Valley', 'Keeping Up With the Kardashians', 'Veep' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 27, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (June 2, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Tops Night + 'Keeping Up With the Kardashians', 'Silicon Valley', 'Naked and Afraid' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: June 2, 2015.
- ↑ Bibel, Sara. (June 9, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, 'Silicon Valley', 'Naked & Afraid', 'Married to Medicine', 'Veep' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: June 9, 2015.
- ↑ Kondolojy, Amanda. (June 16, 2015) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Tops Night + 'Silicon Valley', NASCAR, 'Botched' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2016. ციტირების თარიღი: June 16, 2015.
- ↑ სატახტოთა თამაში: სეზონი 5. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2015.
- ↑ 18.0 18.1 განახლებული: „სატახტოთა თამაშის“ რეიტინგები: სეზონი 1. TV by the Numbers (ივნისი 19, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 26, 2017.
- ↑ 19.0 19.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 2 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 11, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 20.0 20.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 3 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 21.0 21.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 4 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 18, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 22.0 22.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 5 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 23.0 23.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 6 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 24, 2016.
- ↑ სატახტოთა თამაში: სეზონი 7 - რეიტინგები. TV Series Finale. ციტირების თარიღი: ივლისი 26, 2017.
- ↑ [18][19][20][21][22][23][24]
|
|