იგრიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იგრიტი (ინგლ. Ygritte) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 2000 წელს გამოცემულ წიგნ ,,ხმლების გრიგალში". ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა შოტლანდიელმა მსახიობმა როუზ ლესლიმ.

იგრიტი ქალია,რომელიც დაიბადა კედლის ჩრდილოეთით „თავისუფალ“ ხალხთან. ის იყო მენს რეიდერის არმიის წევრი და ჯონ სნოუს საყვარელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგრიტი ჩქარი და მამაცი ახალგაზრდა მშვილდოსანი იყო. მას ჰქონდა წითელი თმა და მშვილდოსნობაში დიდოსტატობით გამოირჩეოდა. ცხოვრობდა კედლის ჩრდილოეთით, იგი კარგად იყო გამოცდილი გადარჩენაში და მტკიცედ ერთგული იყო მენს რეიდერის საქმისადმი. იგი აფასებდა თავის, როგორც თავისუფალი ქალის სტატუსს და ამცირებდა კედლის სამხრეთით მცხოვრებ ხალხს, როგორც "დაჩოქილებს", რომლებიც მეფის არჩევის ნაცვლად ბრმად მისდევდნენ მემკვიდრეობით ლიდერებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]