რობ სტარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რობ სტარკი (ინგლ. Robb Stark) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა შოტლანდიელმა მსახიობმა რიჩარდ მადენმა.

თავდაპირველად პერსონაჟი გამოჩნდა 1996 წელს გამოცემულ წიგნში „სატახტოთა თამაში“. რობი არის ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლევამოსილი „სტარკების ოჯახის“ წევრი. პერსონაჟი ფიგურირებს წიგნებში: „სატახტოთა თამაში“ (1996), „მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“ (2000)

ჩრდილოეთის მეფე რობ სტარკი, მან ეს ტიტული მიიღო მას შემდეგ რაც მისი მამა ლორდი ნედ სტარკი მეფის საბიჯელში დასაჯეს და თავი მოკვეთეს მეფე ჯოფრი ბარათეონის წინააღდეგ მოწყობილი შეთქმულების გამო. მას შემდეგ რაც ნედ სტარკი დაატყვევეს რობმა შეკრიბა თავისი მებაირაღეები და ომი წამოიწყო ლანისტერების წინააღმდეგ. ლანისტერების წინააღმდეგ რობმა რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა მათ შორის მოჩურჩელე ტყეში დაატყვევა დედოფლის ძმა სერ ჯეიმი ლანისტერი. ამის მიუხედავად მას და მის მებაირაღეებს უღალატა ლორდმა ვოლდერ ფრეიმ და რობი თავის ცოლთან და დედასთან ერთად წითელ ქორწილში მოკლეს.

პერსონაჟის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობი 14 წლისაა სატახტოთა თამაშის დასაწყისში. ის არის ლორდ ედარდ სტარკისა და ლედი კეტლინ სტარკის უფროსი ვაჟი რომელსაც ყავს 5 და-ძმა: უმცროსი დები არია და სანსა ხოლო ძმები რიკონი და ბრანი ასევე ნახევრძმა ჯონ სნოუ. ის ასევე არის ედარდის აღსაზრდელის თეონ გრეიჯოის ახლო მეგობარი. რობს მუდმივად თან ახლდა თავისი მგელი რუხი ქარი როგორც მის და-ძმებს. რობმა მემკვიდრეობით მიიღო დედის როგორც ტალის თვისებები, იყო ძლიერი და სწრაფი, მკვრივი აღნაგობით, ცისფერი თვალებით და სქელი წითელ-ყავისფერი თმით. ხოლო მამისგან მემკვიდრეობით მიიღო ვინტერფელის ლორდის და ჩრდილოეთის მცველის ტიტული.

ტელეადაპტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობ სტარკის როლს ასრულებდა რიჩარდ მადდენი. წიგნსა და ტელესერიალს შორის არის რამდენიმე განსხვავება მაგალითად: სერიალში წიგნისგან განსხვავებით არის 17 წლის, ის ასევე ჯეინი ვესტერინგის ნაცვლად დაქორწინდა ტალისა მეეგირზე, რომელიც მოკლეს წითელ ქორწილში. რობი წიგნში არ ყოფილა მნიშვნელოვანი გმირი, მისი გადმოსახედიდან არცერთი თავი არ არის დაწერილი. რობი უმეტესად ნახსენები იყო ისეთ თავებში სადაც ცენტრალური ფიგურა კეტლინ სტარკი იყო. ჩვენ ვხედავთ რომ 2 და 3 სეზონებში სტარკების სიუჟეტი უფრო მეტად ტრიალებს რობის გარშემო მაყურებლის თვალში ვიდრე მკითხველი თვალში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]