გრეგორ კლეგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრეგორ კლეგენი (ინგლ. Gregor Clegane) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“ (2000) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ისლანდიელმა სტრონგმენმა ჰაფთორ ბიორნსონმა.

სერ გრეგორ კლეგენი არის კლეგენების სახლის მმართველი და სანდორ კლეგენის უფროსი ძმა. ის არის უკიდურესად საშინელი და მომაკვდინებელი მეომარი. სიმაღლის გამო მას უწოდებენ „მოსიარულე მთას“ ან უბრალოდ „მთას“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეგორი თავიდან, სანამ ლორდი გახდებოდა, მიწათმოქმედი რაინდი იყო. გრეგორი მთელ ვესტეროსში საოცრად უზარმაზარი, ძლიერი და საშიში, ერთ-ერთი საუკეთესოდ გაწვრთნილი რაინდი იყო. მას აგრეთვე სახელი განთქმული ჰქონდა თავისი სისასტიკის გამო, ჩაიდინა რა ისეთი საშინელი დანაშაულები, როგორიცაა გაუპატიურება, ძარცვა და წამება.

რობერტის აჯანყების დროს, გრეგორი მონაწილეობდა მეფის საბიჯელის ალყაში, წითელ ციტადელში შესვლის შემდეგ კი მოკლა რეიგარ ტარგარიენის და ელია მარტელის ორი შვილი — რეინისი და ჩვილი ეიგონი (რომელიც კედელზე მიახეთქა). როდესაც ხელები ჯერ სისხლში ჰქონდა გასვრილი, საათობის განმავლობაში აუპატიურებდა და აწამებდა ელია მარტელს. უამრავი ჭორის თანახმად მან ელია ხმლის ერთი მოქნევით შუაზე გადაჭრა. მიუხედავად ამ დანაშაულისა, რობერტ ბარათეონს სერ გრეგორი არ დაუსჯია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]