შინაარსზე გადასვლა

ზამთრის ქარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ზამთრის ქარები“
The Winds of Winter
ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Bantam Spectra, HarperCollins და AST
გამოცემის თარიღი [1] [2] [3] [4] [5]
წინამორბედი ცეკვა დრაკონებთან
მომდევნო გაზაფხულის სიზმრები

ზამთრის ქარები — მეექვსე რომანი ამერიკელი მწერლის ჯორჯ რ. რ. მარტინის ეპიკური ფენტეზის სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. ნოველა მოსალოდნელია იყოს 1500 გვერდი. წიგნის გამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო ბოლო მონაცემებით მარტინს ჯერ კიდევ არ დაუთქვამს წიგნის გამოსვლის კონკრეტული თარიღი. 2022 წლის ოქტომბერში, მარტინმა განაცხადა, რომ წიგნის დაახლოებით 3/4 უკვე დასრულებული ქონდა,[6][7] მისი თქმით მას დაახლოებით 1200 გვერდი ქონდა დაწერილი და დარჩენილი ქონდა 500 გვერდი.[8] 2023 წლის ნოემბერში კი თქვა, რომ უჭირდა ხელნაწერის დასრულება.[9]

მარტინმა 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზამთრის ქარები და შემდეგი წიგნი გაზაფხულის სიზმარი მკითხველს უფრო ჩრდილოეთით ამოგზაურებს, ვიდრე რომელიმე წინა წიგნი.[10] წიგნის წინა ნაწილი „ცეკვა დრაკონებთან“ უფრო ნაკლებ ისტორიას მოგვითხორბდა ვიდრე მარტინი მოიაზრებდა.[11] მარტინი აპირებს წიგნი დაიწყოს ორი დიდი ბრძოლით, რომელიც მოხდება ჩრდილოეთში კერძოდ ყინულებში, ხოლო მეორე მირინში — მონათა ყურეში.[12] ვიქტარიონ გრეიჯოის ისტორია დაიწყება მისი მონათა ყურეში ჩასვლის პირველივე წუთებიდან.[13] არიანა მარტელის ისტორიის ნიმუშები, მარტინმა გამოაქვეყნა თავის ვებსაიტზე, აჩვენა, რომ იგი მიემართებოდა გრიფინის სასახლისკენ, რათა ენახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს ეიგონ ტარგარიანს უწოდებს.[14] 2016 წლის გვადალაჯარას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე მარტინმა წარმოადგინა გარკვეული მინიშნებები ზამთრის ქარების ბნელი ბუნების შესახებ: „მე 20 წელია გეუბნებით, რომ ზამთარი მოდის. ზამთარი არის დრო, როდესაც ყველაფერი კვდება, სიცივე, ყინული და სიბნელე. შეავსეთ სამყარო, ასე რომ, ეს არ იქნება ისეთი ბედნიერი შეგრძნება, რისი იმედიც შეიძლება იყოს არის ის, რომ ზოგიერთი პერსონაჟი ძალიან ბნელ ადგილებში უარესდება ბევრისთვის“.[15]

მარტინმა დაადასტურა რომ ამ პესონაჟებს წიგნში საკუთარი თავები ექნებათ:

მარტინმა დაადასტურა, რომ არ არსებობს ახალი პერსონაჟები, რომლებიც შექმნა ზამთრის ქარებისთვის.[16] მან ასევე განაცხადა, რომ რომანში სემუელ ტარლი და აშა გრეიჯოი გამოჩნდებიან, მაგრამ არ დააკონკრეტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პერსონაჟები იქნებიან.[17] მან ასევე განაცხადა, რომ გამოჩნდებიან მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ლედი სტოუნჰარტი, კუაიტი, ეურონ გრეიჯოი და რიკონ სტარკი.[18] მან თქვა, რომ მელისანდრა დაბრუნდება მაგრამ არ უთქვამს რომელ რომანში.[19] 2014 წლის San Diego Comic-Con-ზე მან განაცხადა, რომ ჯეინი ვესტერლინგი, რობ სტარკის ქვრივი, გამოჩნდება პროლოგის თავში.[20]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Martin G. R. R. Not A Blog — 2016.
  2. https://web.archive.org/web/20160907145059/https://ew.com/article/2016/09/06/george-rr-martin-winds-winter-date-rumor/ — 2016.
  3. https://web.archive.org/web/20181119200016/https://ew.com/author-interviews/2018/11/19/george-rr-martin-interview/ — 2018.
  4. Martin G. R. R. Not a Blog — 2019.
  5. Martin G. R. R. Not a Blog — 2020.
  6. George R.R. Martin Says ‘The Winds of Winter’ Is Now Three-Quarters Finished
  7. "George R. R. Martin confirms he's 3/4 done with 'Winds of Winter'
  8. When Are We Getting The Winds of Winter?
  9. George R.R. Martin Has Written 1,100 Pages of The Winds of Winter, the Same Number as Last Year
  10. "George R.R. Martin Talks Season Two, 'The Winds of Winter,' and Real-World Influences for 'A Song of Ice and Fire'"
  11. „The Fantasy King“
  12. "George R.R. Martin Talks Season Two, 'The Winds of Winter,' and Real-World Influences for 'A Song of Ice and Fire'"
  13. In Conversation With... George R.R. Martin on Game of Thrones Part 3 | TIFF Bell Lightbox
  14. Martin, George R. R. (January 27, 2013). "Arianne".
  15. George RR Martin on Winds of Winter: Things are getting worse
  16. . "A Taste of This, A Taste of That"
  17. "'Game of Thrones' Author George R.R. Martin Posts About Being 'Back in Westeros' After WorldCon Controversy"
  18. A Winter Garden
  19. JUEGOS DE TRONOS de George R.R Martin en la FIL de Guadalajara 2016
  20. George R.R. Martin teases the prologue and plotlines of ‘The Winds of Winter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-05. ციტირების თარიღი: 2024-07-23.