ნადიმი ყვავებისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნადიმი ყვავებისთვის“
A Feast for Crows

ამერიკული გამოცემის ყდა
ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Opus Press
გამოცემის თარიღი ოქტომბერი, 2005 (ბრიტანეთი)
ნოემბერი, 2005 (აშშ)
მედია ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები)
გვერდი ბრიტანული გამოცემა: 704 (მაგარი), 852 (რბილი)
აშშ გამოცემა: 753 (მაგარი), 784 (რბილი)
oclc 61261403
წინამორბედი ხმლების ქარიშხალი
მომდევნო ცეკვა დრაკონებთან
ISBN ბრიტანული გამოცემა: ISBN 0-00-224743-7 (მაგარი)
აშშ გამოცემა: ISBN 0-553-80150-3 (მაგარი), ISBN 0-553-58202-X (რბილი)

ნადიმი ყვავებისთვის (ინგლ. A Feast for Crows) — მეოთხე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2005 წლის 17 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში,[1] ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის 8 ნოემბერს შედგა.[2]

2005 წლის მაისში მარტინმა განაცხადა, რომ დაუსრულებელი ნამუშევრის დიდი მოცულობის გამო, მან და მისმა გამომცემლებმა გადაწყვიტეს, რომ ის ორ ნაწილად გაეყოთ.[3] უბრალოდ შუაზე გაყოფის ნაცვლად, მარტინმა მასალა გაყო პერსონაჟებისა და მოქმედებების ადგილების მიხედვით. შედეგად სერიის მეოთხე და მეხუთე წიგნებში მოქმედება პარალელურად მიმდინარეობს.[3]

ნადიმი ყვავებისთვის იყო პირველი რომანი სერიაში, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში.[4] ფენტეზის მწერლებს შორის ეს მანამდე მხოლოდ რობერტ ჯორდანმა[5][6][7][8][9] და ნილ გემანმა შეძლეს.[10] 2006 წელს რომანი ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოებზე.[11]

თხრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი მოთხრობილია 12 პერსონაჟის პერსპექტივიდან. წინა რომანებისგან განსხვავებით, მათ შორის რამდენიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟია. ასევე, დამატებითი ეპიზოდური პერსონაჟის თვალთახედვითაა გადმოცემული პროლოგი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A Feast for Crows: Product Details (UK). Amazon.com (October 17, 2005). ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  2. A Feast for Crows: Product Details (US). Amazon.com (November 8, 2005). ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  3. 3.0 3.1 Martin, George R. R.. (May 29, 2005) Done.. GeorgeRRMartin.com (Author's official website). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 31, 2005. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  4. Best-Seller Lists: Hardcover Fiction. The New York Times. NYTimes.com (November 27, 2005). ციტირების თარიღი: March 5, 2010.
  5. The New York Times Best Seller list: November 8, 1998. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  6. The New York Times Best Seller list: November 26, 2000. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  7. The New York Times Best Seller list: January 26, 2003. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  8. The New York Times Best Seller list: October 30, 2005. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  9. The New York Times Best Seller list: November 15, 2009. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  10. Best-Seller Lists: Hardcover Fiction. The New York Times. NYTimes.com (October 9, 2005). ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  11. Science Fiction & Fantasy Books: 2006 Award Winners & Nominees. WorldsWithoutEnd.com. ციტირების თარიღი: July 25, 2009.