მეფეთა ჯახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეფეთა ჯახი
A Clash of Kings
AClashOfKings.jpg
ამერიკული გამოცემის ყდა
ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი
ილუსტრატორი სტივ იული
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Bantam Spectra და HarperCollins
გამოცემის თარიღი 16 ნოემბერი, 1998 (ბრიტანეთი)
მარტი, 1999 (აშშ)
მედია ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები)
გვერდი ბრიტანული გამოცემა: 708 (მაგარი), 915 (რბილი)
აშშ გამოცემა: 768 (მაგარი), 1009 (რბილი)
წინამორბედი სატახტოთა თამაში
მომდევნო ხმლების ქარიშხალი
ISBN ბრიტანული გამოცემა: ISBN 0-00-224585-X (მაგარი)
აშშ გამოცემა: ISBN 0-553-10803-4 (მაგარი), ISBN 0-553-57990-8 (რბილი)

მეფეთა ჯახი (ინგლ. A Clash of Kings) — მეორე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 1998 წლის 16 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ამერიკული გამოცემა კი 1999 წლის მარტში შედგა. სერიის პირველი წიგნის, სატახტოთა თამაშის მსგავსად, მან მოიგო ლოკუსის ჯილდო და ნომინირებული იყო ნებულას ჯილდოზე საუკეთესო რომანის ნომინაციაში.

HBO-ის სერიალ სატახტოთა თამაშის მეორე სეზონი მეფეთა ჯახის სატელევიზიო ადაპტაციაა.

ქართულად რომანი გამოსცა გამომცემლობა არეტემ, 2014 წელს. მან იგი ორ ნაწილად დაყო.[1]

თხრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატახტოთა თამაშისგან განსხვავებით, წიგნი მოთხრობილია 9 ძირითადი პერსონაჟის პერსპექტივიდან. ასევე, დამატებითი ეპიზოდური პერსონაჟის თვალთახედვითაა გადმოცემული პროლოგი. ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის მიხედვით, რომლის პერსპექტივიდანაც მიმდინარეობს თხრობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]