შინაარსზე გადასვლა

დრაკონის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრაკონის სახლი
ჟანრი სათავგადასავლო
ფენტეზი
დრამა
ავტორი რაიან კონდალი
მიგელ საპოჩნიკი (1 სეზონი)
ეფუძნება ცეცხლი და სისხლი
ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის
მონაწილეობენ პედი კონსიდინი
მეტ სმითი
ემა დ'არსი
რის იფანსი
სტივ ტუსენი
ევა ბესტი
Sonoya Mizuno
ფაბიენ ფრანკელი
მილი ალკოკი
ემილი ქერი
გრეჰემ მაკტავიში
მეთიუ ნედჰემი
ჯეფერსონ ჰოლი
ოლივია კუკი
ჰარი კოლეტი
ტომ გლინ-კარნი
ევან მიტჩელი
ბეთანია ანტონია
ფიბი კემპბელი
ფია საბანი
თემის კომპოზიტორი რამინ ჯავადი
კომპოზიტორ(ებ)ი რამინ ჯავადი
ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 1
სერია 10
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი მიგელ საპოჩნიკი
რაიან კონდალი
ჯორჯ მარტინი
რონ შმიდტი
ჯოსელინ დიასი
სარა ჰესი
ვინს ჯერარდისი
მონტაჟი ტიმ პორტერი
სელინა მაკარტური
კრისპინ გრინი
კრის ჰანთერი
რესურსები ინტერნეტში

დრაკონის სახლი (ინგლ. House of the Dragon) — ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინისა და რაიან კონდალის მიერ მომზადდა. „სატახტოთა თამაშის“ (2011–2019) პრიკველი, ეს არის მეორე სატელევიზიო სერიალი ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ფრენჩაიზში. კონდალი და მიგელ საპოჩნიკი პირველი სეზონის პროდიუსერად მუშაობდნენ. სერიალი დაფუძნებულია მარტინის 2018 წელს გამოშვებულ წიგნზე „ცეცხლი და სისხლი“. სერიალში მოქმედება ვითარდება, ეიგონის დაპყრობიდან 100 წლის შემდეგ პერიოდში. სიუჟეტში ასახული არის ტარგარიენების საგვარეულოს დამანგრეველი ომი, რომელიც ცნობილია როგორც „დრაკონების ცეკვა“.

დრაკონის სახლმა, პირდაპირი დაკვეთა მიიღო 2019 წლის ოქტომბერში და ქასთინგი დაიწყო 2020 წლის ივლისში. პრემიერა შედგა 2022 წლის 21 აგვისტოს, პირველი სეზონი 10 ეპიზოდისგან შედგება. პრემიერიდან 5 დღის შემდეგ სერიალს მეორე სეზონი დაუმტკიცდა. საპონჩიკმა თავისი თანამდებობა დატოვა პირველი სეზონის შემდეგ, ამიტომაც კონდალი დარჩა ერთადერთი პროდიუსერი. მეორე სეზონის პრემიერა ჩანიშნულია 2024 წლის 16 ივნისს, რომელიც 8 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი.

პირველმა სეზონმა დაიმსახურა მოწონება მისი პერსონაჟების განვითარების, ვიზუალური ეფექტების, სცენარის, რამინ ჯავადის პარტიტურისა და სპექტაკლების მიმართ. თუმცა, ტემპი, კონკრეტულად დროის ნახტომები და ზოგიერთი სცენის ბნელი განათება გააკრიტიკეს. სერიალის პრემიერას 10 მილიონზე მეტი მაყურებელი ყავდა, რაც არის რეკორდი HBO-ს ისტორიაში. ოქროს გლობუსის მე-80-ე დაჯილდოებაზე „დრაკონის სახლმა“ გაიმარჯვა საუკეთესო სატელევიზიო სერიალში - დრამა, ხოლო ემა დ'არსი იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში სატელევიზიო სერიალში - დრამა. სერიალმა მოიპოვა პრაიმტაიმის ემის ჯილდოს ცხრა ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალები და მოიგო სამი ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო კრაფტის ჯილდო.

დასი და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარ როლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პედი კონსიდინი, თამაშობს მეფე ვისერის I ტარგარიენის როლს (1 სეზონი): 7 სამეფოს მეხუთე მეფე. ასევე ცნობილი როგორც „მოწყალე, კეთილი და წესიერი კაცი“, ვისერისი მეფედ დიდმა საბჭომ აირჩია, როგორც მეფე ჯეიჰერის პირველის მემკვიდრე. ვისერისი იყო მეფე ჯეიჰერისის, მეორე ვაჟის პირველი შვილი. ის არის ყოფილი დრაკონის მხედარი, რომელიც ატარებდა ბალერიონ საზარელს. ის იყო ამ დრაკონის ბოლო მხედარი, რომელიც მის გამეფებამდე გარდაიცვალა.
  • მეტ სმითი, პრინც დეიმონ ტარგარიენის როლში: ის იყო მეფე ვისერის ტარგარიენის უფროსი ძმა და ბიძა/ქმარი პრინცესა რეინერა ტარგარიენის. ცნობილი როგორც „თაღლითი პრინცი“ მისი არაპროგნოზირებადი საქციელების გამო. დეიმონი არის სახელგანთქმული მეომარი, რომელიც ფლობს ვალირიული ლითონისგან დამზადებულ ხმალს „ბნელი და“. ის არის დრაკონ კარაქსესი მხედარი
  • ემა დ'არსი, პრინცესა/დედოფალ რეინერა ტარგარიენის როლში: მეფე ვისერის ტარგარიენის უფროსი შვილი და მისი კანონიერი მემკვიდრე. ის არის ვისერისის ერთადერთი გადარჩენილი შვილი, რომელიც შეეძინა პირველი ცოლისგან, ემა ერინისგან. ის მეფედ აკურთხეს მისმა მიმდევრებმა „შავებმა“, მას შემდეგ რაც მისმა ნახევარძმამ ტახტი უკანონოდ მიისაკუთრა. ის არის დრაკონ სირაქსის მხედარი.
    • მილი ალკოკი, თამაშობს ახალგაზრდა პრინცესა რეინერა ტარგარიენის როლს (1 სეზონი)
  • რის იფანსი, სერ ოტო ჰაიტაუერის როლში: დედოფალ ელისენტის მამა, ის იყო მეფე ვისერის ტარგარიენის და ეიგონ II ტარგარიენის მარჯვენა ხელი. როდესაც მისი ქალიშვილი ალისენტი გახდა დედოფალი, მან წამოიწყო შეთქმულება, რომლის მთავარი მიზანიც იყო ეიგონის ტახტზე აყვანა.
  • სტივ ტუსენი, ლორდ კორლის ველარიონის როლში: დრიფტმარკის მბრძანებელი და შვიდი სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი ოჯახის, ველარიონის საგვარეულოს უფროსი. ცნობილია როგორც "ზღვის გველი", ის არის ყველაზე ცნობილი მეზღვაური ვესტეროსის ისტორიაში.
  • ევა ბესტი, პრინცესა რეინის ტარგარიენი როლში: მეფე ვისერისის და პრინც დეიმონის უფროსი ბიძაშვილი, ასევე ლორდ კორლის ველარიონის ცოლი. რეინის არის მეფე ჯეიჰერისის გარდაცვლილი მემკვიდრის, პრინც ეიმონის უფროსი შვილი. ცნობილია როგორც "დედოფალი, რომელიც არასოდეს ყოფილა", ის ოდესღაც ბაბუის მემკვიდრეობის კანდიდატი იყო, მაგრამ დიდმა საბჭომ მის ნაცვლად ტახტზე ასასვლელად ვისერისი აირჩია. რეინის არის დრაკონ მელის მხედარი, ზედმეტსახელად „წითელი დედოფალი“.
  • ფაბიენ ფრანკელი სერ კრისტონ კოულის როლში: გამოცდილი მოფარიკავე დორნიდან, ის მეფის გვარდიის წევრად აირჩია პრინცესა რეინირამ. სერ ჰაროლდ ვესტერლინგის სიკვდილის შემდეგ ის გახდა მეფის გვარდიის ლორდ-მეთაური.
  • ოლივია კუკი დედოფალ ალისენტ ჰაიტაუერის როლში: დედოფალ რეინერა ტარგარიენის ბავშობის საუკეთესო მეგობარი და მოგვიანებით მეფე ვისერის ტარგარიენის მეორე ცოლი და დედოფალი.
    • ემილი კერი ახალგაზრდა ალისენტ ჰაიტაუერის როლში (1 სეზონი)
  • გრეჰემ მაკტავიში სერ ჰაროლდ ვესტერლინგის როლში: მეფის გვარდიის წევრი ჯეიჰერის I ტარგარიენის დროიდან. მოგვიანებით, ვისერის I ტარგიენის დროს გახდა მეფის გვარდიის მეთაური.
  • მეთიუ ნედჰემი ლორდ ლარის სტრონგის როლში: ლიონელ სტრონგის უმცროსი ვაჟი, მან თავისი მეტსახელი „კლუბფუტი“ თავისი კოჭლობის გამო დაიმსახურა. ის არის დედოფალ ალისენტის სანდო პირი და მოგვიანებით მსახურობდა როგორც უფალი აღმსარებელი.
  • ტომ გლინ-კარნი ეიგონ II ტარგარიენის როლში: 7 სამეფოს მეექვსე მეფე. მეფე ვისერის ტარგარიენის უფროსი ვაჟი, რომელიც დედოფალ ალისენტისგან შეეძინა. მიუხედავად დედის ძალისხმევისა მისი გარყვნილი საქციელები ცნობილია მთელს მეფის საბიჯელში. ის არის დრაკონ სანფაირის მხედარი.
  • ევან მიტჩელი პრინც ეიმონდ ტარგარიენის როლში: მეფე ვისერის ტარგარიენის მეორე ვაჟი. ის ცნობილია როგორც "ემონდი ცალთვალა" მას შემდეგ შეერქვა რაც დაკარგა მარცხენა თვალი ბიძაშვილებთან ჩხუბის შემდეგ. ის არის დრაკონ ვაგარის მხედარი.
  • ფია საბანი პრინცესა/დედოფალ ელენა ტარგარიენის როლში: მეფე ვისერის ტარგარიენის უმცროსი ქალიშვილი. ის არის დრაკონ დრიმფაირის მხედარი.
  • ბეთანია ანტონია ლედი ბაელა ტარგარიენის როლში: პრინც დეიმონ ტარგარიენის და ლედი ლეინა ველარიონის უფროსი ქალიშვილი. ის არის დრაკონ მუნდენსერის მხედარი.
  • ფიბი კემპბელი ლედი რეინა ტარგარიენის როლში: პრინც დეიმონ ტარგარიენის და ლედი ლეინა ველარიონის უმცროსი ქალიშვილი. ის ფლობს დრაკონის კვერცხს.

მეორეხარისხოვან როლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რაიან კორი სერ ჰარვინ სტრონგის როლში (1 სეზონი): ლორდ ლიონელ სტრონგის უფროსი ვაჟი და ჰარენჰოლის მემკვიდრე. ცნობილია როგორც „Breakbones“, ამბობდნენ რომ ის იყო 7 სამეფოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი. ის იყო პრინცესა რეინერა ტარგარიენის საყვარელი და მისი პირველი სამი ვაჟის ბიოლოგიური მამა.
  • გევინ სპოუკსი ლორდ ლიონელ სტრონგის როლში (1 სეზონი): ჰარენჰალის ლორდი და სტრონგების სახლის უფროსი. ის მეფე ვისერის I ტარგარიენის კარზე კანონების ოსტატის პოზიციას იკავებდა. მოგვიანებით კი სერ ოტო ჰაიტაუერის ნაცვლად გახდა მეფე მარჯვენა ხელი.
  • დევიდ ჰოროვიჩი გრანდ მეისტერ მელოსის როლში (1 სეზონი): ციტადელის მეისტერი და მეფე ვისერის I ტარგარიენის მცირე საბჭოს წევრი.
  • ბილ პატერსონი ლორდ ლაიმან ბიზბერის როლში: ჰანიჰოლტის ლორდი და ბიზბერის სახლის უფროსი. ის მცირე საბჭოში მონეტის ოსტატის თანამდებობას იკავებდა.
  • სტეფან როდრი ლორდ რობერტ ჰაიტაუერის როლში: სერ ოტო ჰაიტაუერის უფროსი ძმა.
  • ჯონ მაკმილანი სერ ლეინორ ველარიონის როლში: პრინცესა რეინერა ტარგარიენის პირველი ქმარი.
  • ნანა ბლონდელი ლედი ლეინა ველარიონი (1 სეზონი): პრინც დეიმონ ტარგარიენის მეორე ცოლი. ის არის ლეგენდარული დრაკონის, ვაგარის მხედარი.
  • უილ ჯონსონი სერ ვეიმონდ ველარიონის როლში (1 სეზონი): ლორდ კორლის ველარიონის უმცროსი ძმა და ველარიონების ფლოტის მეთაური.
  • ფილ დენიელსი მეისტერ ჯერარდისის როლში: დრაგონსტოუნის მმართველი.
  • პოლ კენედი ლორდ ჯასპერ უაილდის როლში: რეინის მბრძანებელი და სახლის უაილდის ხელმძღვანელი.
  • ალექსის რაბენი ტალიას როლში (სეზონი 1): დედოფალ ალისენტ ჰაიტაუერის მოსამსახურე.

ეპიზოდურ როლში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიან ბრუკი დედოფალ ემა არინის როლში (სეზონი 1): მეფე ვისერის I ტარგარიენის პირველი ცოლი და დედოფალ რეინერა ტარგარიენის დედა. ის არის ვისერისის ბიძაშვილი და ჯეიჰერისის შვილიშვილი.
  • მაიკლ კარტერი მეფე ჯეჰაერის I ტარგარიენის როლში (სეზონი 1): შვიდი სამეფოს მეოთხე მეფე. მისი მმართველობა ისტორიაში ყველაზე დიდხანს, 50 წელს გაგრძელდა.
  • გარი კუპერი სერ რიამ რედვაინის როლში (სეზონი 1): მეფე ვისერის I ტარგარიენის მეფის ქეშიკთა მეთაური.
  • ოუენ ოკეშოტი სერ ჯეროლდ როისის როლში: ლედი რეა როისის ბიძაშვილი.
  • მაიკლ ელვინი ლორდ საიმონ სტონტონის როლში: რუკს რესტის მბრძანებელი და სტაუნტონის სახლი. ის მხარს უჭერს დედოფალ რეინერა ტარგარიენის ტახტზე ასვლის იდეას.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონიეპიზოდი ეთერში
პირველად ეთერშიუკანასკნელად ეთერში
11021 აგვისტო, 202223 ოქტობერი, 2022
2[1]816 ივნისი, 20244 აგვისტო, 2024

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]