მისანდეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მისანდეი (ინგლ. Missandei) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ნატალი ემანუელმა.

მისანდეი იყო პოლიგლოტი მონა ნაათის კუნძულებიდან, რომელიც ასტაპორში კრაზნის მო ნაკლოზს ემსახურებოდა, სანამ ის არ გაათავისუფლა დეინერის ტარგარიენმა, მას შემდეგ დედოფალს ის სიკვდილამდე ემსახურებოდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მრჩეველი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისანდეი დაიბადა ნაათის კუნძულებზე რომელიც ზაფხულის ზღვაში მდებარეობს. იგი ახალგაზრდა ასაკში დაიმონეს და წაიყვანეს მონათა ყურეში ესოსში, სადაც ის გაზარდეს როგორც თარჯიმანი და ემსახურებოდა კრაზნის მო ნალოზს, ასტაპორის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ოსტატს.

მისანდეი ლაპარაკობს 19 ენაზე[1] მაღალ ვალირიულის ჩათვლით და ასევე ერკვევა მკვდარ ენებშიც.

ტელეადაპტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისანდეის როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ნატალი ემანუელმა.[2][3][4] მსახიობს და მის პერსონაჟს ბევრი გულშემატკივარი ყავდა, რომლებსაც მოგვიანებით უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ სერიალში მის სიკვდილზე.[5][6] მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაამახვილა ყურადღება მისანდეისა და რუხი ჭიის რომანზე, უწოდა მას „საყვარელი“ და თქვა რომ ნასიამოვნები იყო მის კოლეგასთან ჯეიკობ ანდერსონთან მუშაობით.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Game of Thrones, Season 6, Episode 3: "Oathbreaker". Reelrundown.com. May 10, 2016. ციტირების თარიღი: September 8, 2016.
  2. „Game of Thrones reveals new cast members for Season 3!“. io9.com. July 13, 2012. ციტირების თარიღი: September 8, 2016.
  3. Game of Thrones Season 3: New Cast Members – Comic Con. ციტირების თარიღი: September 8, 2016
  4. Li, Shirley. (July 22, 2016) Game of Thrones team on season 7, who should be on Iron Throne. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 23, 2016. ციტირების თარიღი: September 8, 2016
  5. Aminosharei, Nojan (May 10, 2019). „Nathalie Emmanuel Is Here to Stay“. Elle. ციტირების თარიღი: May 23, 2019.
  6. Taylor, Jordan. (May 6, 2019) Here's How Fans Reacted to Missandei's Death on Game of Thrones. Men's Health. ციტირების თარიღი: May 23, 2019
  7. 'Game of Thrones': Nathalie Emmanuel Wants More Action, Romance for Missandei“. Moviefone. August 5, 2016. ციტირების თარიღი: September 8, 2016.