სატახტოთა თამაში (სეზონი 6)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სატახტოთა თამაში (სეზონი 6)
Game of Thrones Season 6.jpeg
ოფიციალური DVD გამოცემის გარეკანი
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი HBO
პირველად ეთერში აპრილი 24, 2016 (2016-04-24) – ივნისი 26, 2016 (2016-06-26)
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 5
შემდეგი →
სეზონი 7
ეპიზოდების სია

ამერიკული ფენტეზის ჟანრის ტელესერიალ „სატახტოთა თამაშის“ მეექვსე სეზონის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, 2016 წლის 24 აპრილს და დასრულდა 26 ივნისს. მასში შესულია 10 ეპიზოდი, რომელთაგან თითო 50-60 წუთის ხანგრძლივობის არის. სეზონი ეფუძნება ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ წიგნებს „ნადიმი ყვავებისთვის“, „ცეკვა დრაკონებთან“ და მომავალი, ჯერჯერობით გამოუქვეყნებელი რომანის „ზამთრის ქარები“ ელემენტებს[1] სერიალის რეჟისორები არიან დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი. 2015 წლის 8 აპრილს HBO-მ მეხუთე და მეექვსე სეზონების წარმოება შეუკვეთა. გადაღება 2015 წლის ივლისში დაიწყო[2][3], ძირითადად - ჩრდილოეთ ირლანდიაში, ესპანეთში, ისლანდიაში, კანადაში და ხორვატიაში გადაღებებით.

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში, ძირითადად - კონტინენტზე, რომელსაც ვესტეროსი ეწოდება. სიუჟეტის მეორე ხაზი მიმდინარეობს ესოსის სახელით ცნობილ მეორე კონტინენტზე. ისევე, როგორც ორიგინალურ რომანში, ამ სეზონში ყურადღება გამახვილებულია მეფეების ომზე. ამ სეზონში სტარკები ამარცხებენ ბოლტონებს და იბრუნებენ უინტერფელს. ჯონ სნოუ ჩრდილოეთის მეფედ არის აღიარებული. პარალელურად ტირიონის მცდელობისა, მართოს მიერინი, დეინერისი დოთრაკელებთან ტყვეობაშია. სამეფო ნავსაყუდელში ცდილობენ პატიმრობიდან მარჯერი და ლორას ტირელების გათავისუფლებას, მაგრამ ორივე ნებდება და მისი უბეღურესობის ძალაუფლება იზრდება. საბოლოოდ, სანამ სამსჯავროზე მივა, სერსი აფეთქებს დიდ სეპტას, კლავს მეტოქეებს, მაგრამ მისი შვილი ტომენი თავს იკლავს. სერსი ხდება ვესტეროსის ერთპიროვნული მმართველი-დედოფალი. ელარია სენდი და ობერინ მარტელის სამი ბასტარდი ასული კლავენ დორან და ტრისტან მარტელებს და დორნში გაბატონდებიან, ხოლო ოლენა ტირელი ელარიასთან ერთიანდება, სერსის წინააღმდეგ. ესოსში დეინერის ტარგარიენი კჰალ მოროსთან ტყვეობაში, მაგრამ ყველას ცეცხლში წვამს, იმორჩილებს დოთრაკელებს და უბრუნდება მიერინს.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიაშშ მაყურებელი
(მილიონი)
511„წითელი ქალბატონი“
„The Red Woman“
ჯერემი პოდესვადევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიაპრილი 24, 2016 (2016-04-24)7.94[4]
ჯონ სნოუს ცხედარს პოულობენ სერ დავოსი, ედი და რამდენიმე სხვა ერთგული მებრძოლი. იგი გადააქვთ პატარა ოთახში. თორნი აბგურის მეთაურობას თვითნებურად ითავებს. უინტერფელში რემსი გლოვობს მირანდას, ხოლო სანსა და თეონი ამ დროს ტყეში გარბიან. რემსის ხალხი მათ საბოლოოდ მიაგნებს, მაგრამ ამ დროს ჩნდებიან ბრიენა და პოდრიკი, რომლებიც ყველას კლავენ. საბოლოოდ სანსა ბრიენას თხოვნას, ემსახუროს და დაიცვას, ეთანხმება. მეფის ნავსაყუდელში სერსი ხვდება ჯეიმეს, რომელიც შინ ბრუნდება მირსელას ცხედრით. თავის დას ჯეიმე ჰპირდება, რომ შურს იძიებენ ამის გამო. გზად დორნისკენ ობარა და ნიმერია კლავენ ტრისტანს, ხოლო დორანს და არეო ჰოტაჰს ამ დროს კლავენ ელარია და ტიენი. მიერინში ტირიონი და ვარისი აღმოაჩენენ, რომ ყველა გემი ალმოკიდებულია. ჯორაჰი და დაარიო ეძებენ დეინერისს, რომელიც მოხვდება ტყვედ კჰალ მოროსთან. ბრაავოსში დაბრმავებული არია თავს ქუჩაში მათხოვრობით ირჩენს. მას იქ იაქენის კიდევ ერთი შეგირდი, მაწანწალა პოულობს და სცემს. თავის ოთახში მელისანდრე იხსნის ყელსაკიდს და ჩნდება მისი ნამდვილი გარეგნობა - საზარელი მოხუცი.
522„სახლი“
„Home“
ჯერემი პოდესვადეივ ჰილიმაისი 1, 2016 (2016-05-01)7.29[5]
ბრანი უინტერფელს საკუთარ ხილვებში უბრუნდება და ხედავს ახალგაზრდა ედარდ და ბენჯენ სტარკებს და მათ დას ლიანას, ისევე, როგორც ახალგაზრდა ჰოდორს. ედი ბრუნდება ტორმუნდთან და ველურებთან ერთად და აპატიმრებს თორნს და სხვა ამბოხებულებს. ტომენი სერსის სთხოვს, ასწავლოს, თუ როგორ უნდა იყოს მტკიცე. ტირიონი შეიტყობს, რომ ასტაპორში და იუნკაიში კვლავ დაუბრუნდნენ მონათმფლობელობას. იგი ბორკილებისგან ათავისუფლებს რაეგალს და ვიზერიონს. ბრაავოსში არიას კვლავ ესმის მაწანწალა, მაგრამ მოგვიანებით იაქენი არიას შავ-თეთრ სახლში აბრუნებს. ვალდა, რუსის ცოლი, ბიჭუნას შობს, რის გამოც რემსი, გაბრაზებული იმით, რომ მამამისს სხვა მემკვიდრე ეყოლება, კლავს რუსს, ხოლო ვალდას და მის ბავშვს შეაჭმევინებს მშიერ ძაღლებს. ბრიენა სანსას უამბობს, რომ არია ცოცხალია. სანსას ნებართვით თეონი ბრუნდება რკინის კუნძულებზე, სადაც აგრეთვე ბრუნდება ბიძამისი, ეურონ გრეიჯოი, რომელიც კლავს მეფე ბეილონს. დავოსი მელისანდრეს დაითანხმებს, რათა უკანასკნელმა სცადოს და გააცოცხლოს ჯონი. თავდაპირველად მისი მცდელობა წარუმატებელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა, იმედდაკარგული, ტოვებს ოთახს და მხოლოდ ერთგული მგელსაზარა რჩება, ჯონი გონს მოდის.
533„ფიცის გამტეხი“
„Oathbreaker“
დენიელ სეკჰაიმიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიმაისი 8, 2016 (2016-05-08)7.28[6]
გზად ძველი ქალაქისკენ სემი გილის უამბობს, რომ სურს, დატოვოს თავის ოჯახთან, თავად კი ციხესიმაგრისკენ გაემგზავროს, სადაც მეისტერის ხელოვნებას დაეუფლება. ხილვებით კვლავ წარსულში მოგზაურობით ბრანი ხედავს ჰოულენდს, მირას მამას, რომელიც ტარგარიენების ერთგულ გუშაგს ამარცხებს სიხარულის ციხე-კოშკში, დორნში. ვარისი აღმოაჩენს, რომ ასტაპორის, იუნკაის და ვოლანტისის ბატონები ფულადი საშუალებით ეხმარებოდნენ ჰარპიის ვაჟებს. სამეფო ნავსაყუდელში ტომენი ესაუბრება მის უბეღურესობას, ხოლო ჯეიმე და სერსი იჭრებიან საბჭოზე, რომელსაც მართავენ კივენ ლანისტერი, ოლენა ტირელი, მეის ტირელი და მეისტერ პიცელი. არია კვლავ ვარჯიშობს მაწანწალასთან ბრძოლით. მას ხედვა უბრუნდება, როგორც კი თავად დარწმუნდება, რომ „არავინ“ არის. უინტერფელში ლორდი ამბერი რემსის სთხოვს ველურებისგან დაცვას და ძღვენის სახით მიართმევს ოშას და რიკონ სტარკს, ისევე, როგორც რიკონის მგელსაზარას თავს. ჯონის ბრძანებით თორნს, ოლის და ამბოხებაში მონაწილე აბგურის სხვა წევრებს სიკვდილით სჯიან. იგი თავის სანაცვლოდ მეთაურად ნიშნავს ტოლეტს.
544„უცნობის წიგნი“
„Book of the Stranger“
დენიელ სეკჰაიმიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიმაისი 15, 2016 (2016-05-15)7.82[7]
სანსა შავ ციხესიმაგრეში მოდის და, საბოლოოდ, ჯონს ხვდება. მიერინში ტირიონი ხვდება მონათმფლობელებს, რათა შესთავაზოს მშვიდობა, თუკი ისინი შვიდი წლის განმავლობაში შეწყვიტავენ მონების ყოლას. ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჩანს ბევრი ყოფილი მონა. ბეილიში უბრუნდება ველს, რათა შეკრიბოს ლაშქარი რემსის წინააღმდეგ გამოსაყვანად. ნაჰარისი შეიტყობს მორმონტის სენის შესახებ როდესაც ისინი ვაეს დოთრაკამდე აღწევენ. სამეფო ნავსაყუდელში მარჯერის საშუალებას აძლევენ, მოინახულოს ლორასი, ხოლო სერსი, ჯეიმე, კივენი და ოლენა ივიწყებენ უთანხმოებებს და გეგმავენ ბეღურების განადგურებას. თეონი შინ ბრუნდება და იარას ეუბნება, რომ მხარს დაუჭერს, თუკი იგი მეფობას ისურვებს. უინტერფელში ოშა წარუმატებლად ცდილობს რემსის მოკვლას - რემსი მას დაასწრებს, შემდეგ კი ჯონს უგზავნის წერილს, რომელშიც ემუქრება, რომ რიკონს რამეს დაუშავებს, თუ სანსა არ დაბრუნდება. სანსა დაარწმუნებს ჯონს, რომ მან უინტერფელზე უნდა გაილაშქროს და დაიბრუნოს საგვარეულო კარ-მიდამო. დეინერისი ხვდება კჰალებს დოშ კჰალინის ტაძარში. მას შემდეგ, რაც კვლავ არ აღიარებენ მას, როგორც დედოფალს, ყველას წვამს და ცეცხლს მოროც ეწირება. შემდეგ დეინერისი ტაძრიდან სრულიად უვნებელი გამოდის და დოთრაკელები მის წინაშე მუხლს საბოლოოდ მოიდრეკენ.
555„კარი“
„The Door“
ჯეკ ბენდერიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიმაისი 22, 2016 (2016-05-22)7.89[8]
სანსა ხვდება ბეილიშს, რომელიც სთავაზობს ველის მხარდაჭერას. თუმცა სანსა გაღიზიანებულია და საყვედურობს, რომ ბეილიშმა იგი დატოვა რემსისთან, საწამებლად. შემდეგ პეტირი ამცნობს, რომ მისმა ბიძამ, ბრინდენ „შავმა თევზმა“ ტარლიმ, შეკრიბა დარჩენილი ძალები და რივერრანი დაიბრუნა. ჯონი და სანსა ტოვებენ კედელს, რათა ითხოვონ სხვა საგვარეულოების დახმარება, ხოლო ბრიენა ბრინდენთან მიემგზავრება. ბრაავოსში არია მიიღებს მეორე შანსს და უნდა მოკლას ერთ-ერთი მსახიობი ქალი. კედლის მიღმა ბრანი შეიტყობს, რომ თეთრი მოხეტიალეები უხსოვარ დროში შექმნეს ტყის შვილებმა, რათა თავი დაეცვათ პირველი ადამიანებისგან. რკინის კუნძულებზე ეურონს ერთხმად ირჩევენ მეფედ, თუმცა თავად აღიარებს, რომ ბეილონი მოკლა. იარა და თეონი გარბიან. ესოსში დეინერისი შეიტყობს მორმონტის სენის შესახებ და უბრძანებს, თავი მოირჩინოს და დაუბრუნდეს. მიერინში წითელი ქურუმი ქალი კინვარა ხვდება ტირიონს და ვარისს და ჰპირდება, რომ დაეხმარება დეინერისს, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ იგი რჩეულია. ბრანი საკუთარ ხილვაში ხედავს ღამის მეფეს, რომელიც მას ეხება. ამის გამო სამთვალიანი ყორნის გამოქვაბული დაუცველი ხდება და თეთრი მოხეტიალეები მას ესხმიან. კლავენ რა ყორანს და რამდენიმე ბავშვს, ისინი მისდევენ დანარჩენებსაც. გამოქვაბულის მეორე მხარეს მდებარე კარიდან გაქცეულებს იცავენ ბრანის მგელსაზარა და ჰოდორი, რომელსაც ბრანი მოულოდნელად ხილვაში ხედავს - ბავშვობისას. ჰოდორი აკავებს კარს და მასაც, ისევე, როგორც მგელსაზარას კლავენ, ხოლო მირა ბრანს მიათრევს ციგით.
566„ჩემი სისხლის სისხლი“
„Blood of My Blood“
ჯეკ ბენდერიბრაიან კოგმენიმაისი 29, 2016 (2016-05-29)6.71[9]
ბრანს და მირას პოულობს ბენჯენ სტარკი, რომელიც უამბობს, რომ ერთ დროს თეთრ მოხეტიალედ იქცა, მაგრამ მოგვიანებით დაუბრუნდა ძველ ფორმას ტყის შვილების დახმარებით, რომლებმაც ამისთვისობსიდიანი გამოიყენეს. გილი და ბავშვი სემს საკუთარ ოჯახში მიჰყავს. მას შემდეგ, რაც რენდილი, მისი მამა, გამოხატავს უკმაყოფილებას და ამბობს, რომ გილი ველურია, სემი გადაწყვიტავს, ისიც და ბავშვიც თან, ციტადელში წაიყვანოს და წასვლის წინ იპარავს საგვარეულო, ობსიდიანის ხმალს. არია აფრთხილებს მსახიობ ქალს, რომ მას დაავალეს მისი მოკვლა. მოგვიანებით იგი პოულობს თავის ხმალს, ნემსს. ნ'გჰარი მაწანწალას არიას მოკვლის ნებართვას აძლევს. ჯეიმე ცდილობს მარჯერის ბეღურებისგან გადარჩენას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მან მოინანია და ტომენიც შეუთანხმდა რელიგიურ ფანატიკოსებს. იგი ჯეიმეს ართმევს მეფის მცველის წოდებას და უბრძანებს, დაეხმაროს უოლდერ ფრეის, რომელსაც მძევლად ჰყავს ედმურ ტალი და დაიბრუნოს რივერრანი. დეინერისი კვლავ აჯდება დროგონს და დოთრაკელებს უცხადებს, რომ ისინი გადალახავენ ვიწრო ზღვას და ვესტეროსს დაიპყრობენ.
577„გატეხილი კაცი“
„The Broken Man“
მარკ მაილოდიბრაიან კოგმენიივნისი 5, 2016 (2016-06-05)7.80[10]
მარჯერი სთხოვს ოლენას, დაბრუნდეს შინ, ვინაიდან ბეღურები მის დაპატიმრებასაც შეეცდებიან. ჯონს, სანსას და დავოსს უერთდებიან ველურები და მორმონტის ლაშქარი, მაგრამ ბოლტონები მათ რაოდენობით მაინც აჭარბებენ. სასოწარკვეთილი სანსა წერს წერილს დახმარების თხოვნით. ჯეიმე რივერრანში ბრონთან ერთად ჩადის. შავი თევზი უარს ამბობს ციხესიმაგრის დატოვებაზე. თეონი და იარა ვოლანტისში უკანასკნელ ღამეს რჩებიან. ისინი გადაწყვიტავენ, შეუერთდნენ დეინერისს. ბრაავოსში არია ემზადება ვესტეროსში დასაბრუნებლად, მაგრამ მას მაწანწალა ესხმის და მძიმედ დაჭრის, თუმცა არია მაინც გაექცევა. აღმოჩნდება, რომ ქოფაკი ცოცხალია - მას გადაარჩენენ ერთ-ერთი სეპტონი და მისი თანამოაზრეები. ადამიანები უბაირაღო საძმოდან მოულოდნელად ჩნდებიან და კლავენ ყველას. სანდორი გადარჩება და გადაწყვიტავს, მათზე შური იძიოს.
588„არავინ“
„No One“
მარკ მაილოდიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიივნისი 12, 2016 (2016-06-12)7.60[11]
ტომენი უარს ამბობს ორთაბრძოლით სამსჯავროზე, რაც სერსის არ ესიამოვნება, ვინაიდან იგი გეგმავდა გრეგორის დახმარებით გამარჯვებას. ბრიენა რივერრანში ჩნდება და ცდილობს, დაარწუმოს ბრინდენი, დანებდეს, მაგრამ იგი უარს ამბობს. ჯეიმე შავ თევზს ემუქრება, რომ მოკლავს მის უმცროს ვაჟს. იგი შედის ციხესიმაგრეში და უბრძანებს ტალებს, არ იბრძოლონ, მაგრამ ბრინდენი საბოლოოდ ლანისტერებთან შერკინებისას იღუპება. ბრიენა და პოდრიკი გარბიან. ვარისი მიერინს უცნობი მიმართულებით ტოვებს. მიერინს იერიშით მიადგებიან მონათმფლობელების ქალაქების ძალები, მაგრამ ამ დროს ბრუნდება დეინერისი. სანდორი კლავს ყაჩაღებს, რომლებმაც ამოწყვიტეს სეპტონის ხალხი და გზად ხვდება ბერიკ დონდარიონს და მირელ თოროსს, რომლებიც ეუბნებიან, რომ საძმოს ეს წევრები განდგომილები იყვნენ. ისინი ცდილობენ, დაითანხმონ სანდორი, შეუერთდეს მათ საძმოს. მსახიობი განკურნავს არიას და თავისთან ტოვებს. დილით მოდის მაწანწალა, კლავს მსახიობს და მისდევს არიას ბრაავოსის ქუჩებში. არია იმალება მღვიმეში, სადაც სრულ სიბნელეში კლავს მაწანწალას - ვინაიდან, როდესაც ჯერ ბრმა იყო, მიეჩვია იარაღის თავისუფლად გამოყენებას. ხელში მაწანწალის სახით იგი ბრუნდება შავ-თეთრ სახლში და აცხადებს, რომ იგი უინტერფელელი არია სტარკია და შინ ბრუნდება.
599„ბასტარდების ბრძოლა“
„Battle of the Bastards“
მიგელ საპოჩნიკიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიივნისი 19, 2016 (2016-06-19)7.66[12]
დეინერისი ხვდება მონათმფლობელებს, რათა მიაღწიოს შეთანხმებას, მაგრამ ისინი უარს ამბობენ მონანიებაზე. დროგონზე ამხედრებული, რაეგალთან და ვიზერინტან ერთად, დეინერისი ანადგურებს მტრის ფლოტს. რუხი ჭია კლავს სამიდან ორ მონათმფლობელს, მესამეს კი უშვებს შინ, რათა მან ყველას უამბოს, თუ რა მოხდა. ბრძოლის შემდეგ თეონი და იარა დეინერისს და ტირიონს ხვდებიან და გადაწყვიტავენ, შეკრან მათთან კავშირი. უინტერფელთან ახლოს სტარკების და ბოლტონების ლაშქარი იკრიბება. რემსის მოჰყავს რიკონი, რომელსაც ჯონისკენ უშვებს, მაგრამ შორი მანძილიდან ბიჭუნას კლავს, სანამ ჯონი მის გადარჩენას ასწრებს. ბრძოლისას სტარკების ძალებს ბოლტონები ყველა მხრიდან უტევენ და მიიმწყვდევენ, მაგრამ მათ ველის რაინდები გადაარჩენენ. რემსი გარბის უინტერფელისკენ. მან მისდევს გოლიათი ვუნ ვუნი, რომელიც უინტერფელის კარიბჭეს შეანგრევს და სასიკვდილოდ დაჭრილი, ეზოში ეცემა. ჯონი უმოწყალოდ და უსასრულოდ სცემს რემსის და საბოლოოდ, აპატიმრებს. მოგვიანებით სანსა რემსის საკანში შედის და შეუშვებს ბოლტონის კუთვნილ მშიერ ძაღლებს. იმ დროს, როდესაც ისინი რემსის კლავენ, სანსა საპყრობილედან გადის.
6010„ზამთრის ქარები“
„The Winds of Winter“
მიგელ საპოჩნიკიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიივნისი 26, 2016 (2016-06-26)8.89[13]
სამსჯავროს დაწყებამდე სერსი ბეილორის სეპტას ანადგურებს ველური ცეცხლით. ამას ეწირება მისი უბეღურესობაც, მარჯერიც, მეის და ლორას ტირელებიც, ლანსელიც და კივენ ლანისტერიც, ისევე, როგორც ასობით დიდგვაროვანი და ყველა რელიგიური მსახური ბეღურებიდან. კვივერნი კლავს მეისტერ პიცელს. ტომენი, ხანძრის შემხედვარე, თავს იკლავს კოშკიდან გადახტომით. დორნში ვარისი ხვდება ოლენას და ელარიას, რათა შეუთანხმდეს დეინერისთან გაერთიანების შესახებ. დავოსი მელისანდრეს შირენის დაღუპვის გამო გაკიცხავს. ჯონის ბრძანებით კუდიანი ტოვებს უინტერფელს. ველურები, ველის რაინდები და ჩრდილოეთის სხვა დარჩენილი ბატონები ჯონს აღიარებენ ჩრდილოეთის ახალ მეფედ. სანსა თავიდან იშორებს ბეილიშს, რომელიც მასთან კვლავ დაახლოებას ცდილობს. არია, შეცვლილი გარეგნობით, კლავს უოლდერ ფრეის და მის ვაჟებს. ტარლი და გილი საბოლოოდ მიაღწევენ ძველი ქალაქის ციხესიმაგრემდე, სადაც სემს ბიბლიოთეკას უჩვენებენ. ბენჯენი ბრანს და მირას აძლევს მითითებას, კედელი მის გარეშე გადალახონ. ბრანი საკუთარ ხილვებში კვლავ ხედავს წარსულს და აღმოაჩენს, რომ ჯონი ლიანა სტარკის და რაეგარ ტარგარიენის შვილია. მისთვის ცნობილი ხდება, რომ სინამდვილეში ედარდმა ჯონი იშვილა. ჯეიმე ბრუნდება სამეფო ნავსაყუდელში და მოხვდება პირდაპირ ცერემონიაზე, სადაც კვიბერნი სერსის თავზე გვირგვინს ადგამს და შვიდი სამეფოს ახალ მბრძანებლად აცხადებს. დეინერისი ტოვებს ნაჰარისს და მეორე ვაჟებს მიერინში, თავად კი ვესტეროსისკენ, თავის ჯარებთან, მრჩევლებთან და დრაკონებთან ერთად მიემართება.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების გამოხმაურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატახტოთა თამაში (სეზონი 6): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 6 (2016): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[14]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატახტოთა თამაში: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10საშუალო
12.222.202.442.452.582.442.402.722.663.042.52[15]
23.863.763.773.653.903.883.693.863.384.203.80[16]
34.374.274.724.875.355.504.845.135.225.394.97[17]
46.646.316.596.957.166.407.207.176.957.096.84[18]
58.006.816.716.826.566.245.407.017.148.116.88[19]
67.947.297.287.827.896.717.807.607.668.897.69[20]
710.119.279.2510.1710.7210.24-არ არის-

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fleming Jr., Mike. (June 28, 2016) ‘Game Of Thrones’ David Benioff & D.B. Weiss On Shocking Season 6 Finale. Deadline. წაკითხვის თარიღი: June 29, 2016.
  2. Roots, Kimberly. (January 7, 2016) Game of Thrones Season 6 Premiere Date Revealed. TVLine. წაკითხვის თარიღი: January 7, 2016.
  3. Goldman, Eric. (April 8, 2014) Game of Thrones Renewed for Season 5 and Season 6. IGN. წაკითხვის თარიღი: April 8, 2014.
  4. Porter, Rick. (April 26, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ opens slightly lower, still dominant. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: April 26, 2016.
  5. Porter, Rick. (May 3, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ slips, ‘Kardashians’ premiere steady. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: May 3, 2016.
  6. Porter, Rick. (May 10, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ (very) steady with episode 3. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: May 10, 2016.
  7. Porter, Rick. (May 17, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ rises, ‘Fear the Walking Dead’ falls. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: May 17, 2016.
  8. Porter, Rick. (May 24, 2016) Sunday cable ratings: ‘Preacher’ has decent debut, ‘Game of Thrones’ ties season high. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: May 24, 2016.
  9. Porter, Rick. (June 1, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ hits season low on Memorial Day weekend. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: June 1, 2016.
  10. Porter, Rick. (June 7, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ back to usual numbers, ‘Preacher’ holds up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - August 28, 2016. წაკითხვის თარიღი: June 7, 2016.
  11. Porter, Rick. (June 14, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ and ‘Silicon Valley’ hold steady. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: June 14, 2016.
  12. Porter, Rick. (June 21, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ holds up opposite NBA Finals. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 15, 2016. წაკითხვის თარიღი: June 21, 2016.
  13. Porter, Rick. (June 28, 2016) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ scores series high with Season 6 finale. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: June 28, 2016.
  14. სატახტოთა თამაში: სეზონი 6. Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: 3 აპრილი, 2016.
  15. 15.0 15.1 განახლებული: „სატახტოთა თამაშის“ რეიტინგები: სეზონი 1. TV by the Numbers (ივნისი 19, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - ივლისი 26, 2017. წაკითხვის თარიღი: ივლისი 26, 2017.
  16. 16.0 16.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 2 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 11, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  17. 17.0 17.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 3 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  18. 18.0 18.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 4 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 18, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  19. 19.0 19.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 5 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  20. 20.0 20.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 6 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 24, 2016.
  21. სატახტოთა თამაში: სეზონი 7 - რეიტინგები. TV Series Finale. წაკითხვის თარიღი: ივლისი 26, 2017.
  22. [15][16][17][18][19][20][21]