ობერინ მარტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ობერინ მატელის როლის შემსრულებელი პედრო პასკალი

ობერინ მარტელი (ინგლ. Oberyn Martell) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ჩილელმა მსახიობმა პედრო პასკალმა.

პრინცი ობერინ მარტელი, ასევე ცნობილი როგორც დორნის „წითელი გველგესლა“, მარტელების სახლიდან, დორნის მართველი ოჯახი. ის არის 8 უკანონო შვილის მამა, რომელთაც „ქვიშის გეველები“ ეწოდებათ. ის განთქმული იყო ხმლის ოსტატობით, სულისკვეთებით, შურისძიების სურვილით და სექსუალორობით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ობერინს ჰყავს უფროსი და-ძმა, პრინცი ობერინ მარტელი და პრინცესა ელია მარტელი და როგორც ყველა მარტელების სახლის წევრი მას მოიხსენიებდნენ როგორც პრინცად ნაცვლად ლორდისა.

მას მეტსახელად „წითელი გველგესლა“ შეარქვეს შხამების ცოდნისა და არაჩვეულებრივი, საბრძოლო სტილის გამო. ობერინი ცნობილი იყო იმით, რომ იყო წარმატებული მეომარი, მაგრამ ასევე სამარცხვინო იყო თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო, რომელიც ვრცელდება კაცზეც და ქალზეც; ტირიონ ლანისტერი ეუბნება ბრონს, რომ ობერინი „განთქმულია ნახევარი ვესტეროსის გაჟიმვით“. ობერინის მიჯნური იყო ელარია სენდი; ის ყველანაირად მისი ცოლია, გარდა სახელისა და დორანმა ერთხელ აღნიშნა, რომ ელარია ობერინს ძალიან ახარებდა. ის ასევე იყო ობერინის რვიდან ოთხი ქალიშვილის დედა, რომლებიც მან აღიარა და მისცა თავისი სიყვარული და ზრუნვა. მან მეხუთეს, ელია სენდს, თავისი გარდაცვლილი დის სახელი დაარქვა.

როდესაც ის მოზარდი იყო, ობერინი თან ახლდა თავის დას ელიას კასტერლის კლდეზე სტუმრობისას. იქ ყოფნისას ობერინს და ელიას სურდათ ენახათ ახლად დაბადებული „მონსტრი“. სერსეიმ საბოლოოდ აჩვენა მათ ტირიონი, მაგრამ მარტელის და-ძმა იმედგაცრუებული დარჩა, იმიტომ რომ ის უბრალოდ ბავშვი იყო და გარკვეულწილად შეაშფოთა სერსეს უკვე ძლიერი სიძულვილი მისდამი.

პრინცი ობერინი ახალგზარდობაში ციტადელში იწვრთნებოდა, რათა მაესტერი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა რომ საბოლოოდ მობეზრდა და თავი გაანება, მან მაინც მოახერხა მაისტერტა ჯაჭვის რამდენიმე რგოლის გამოჭედვა.

როდესაც ის თექვსმეტი წლის იყო, ხანდაზმულმა დიდგვაროვანმა ობერინს საწოლში თავის საყვარელთან და მეუღლესთან ერთად შეუსწრო და პირველი სისხლის დუელში დაუპირისპირდა. ობერინმა გაიმარჯვა დუელში და რამდენიმე დღის შემდეგ მამაკაცი გარდაიცვალა ჩირქოვანი ჭრილობების გამო, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ობერინმა ხმლის პირი მოწამლა.

ობერინმა ასევე იმოგზაურა ესოსში სადაც ის ჯერ დაქირავებულ მეომრებთან „მეორე ვაჟებთან“ ერთად იბრძოდა, მოგვიანებით კი ასტაპორს ესტუმრა რათა ენახა ცნობილი მეომრები რომლებსაც „უნაკლონი“ ეწოდებოდათ, რომლებიც მოგვიანებით აღნიშნა, რომ შთამბეჭდავი იყვნენ ბრძოლის ველზე, მაგრამ ნაკლებად საძინებელში. ესოსში სულ 5 წელი იცხოვრა და მან ტირიონთან ლაპარაკისას აღნიშნა რომ ბევრი საბრძოლო ტექნიკა საბრძოლო ორმოებში ისწავლა.

მიუხედავად მისი თავხედური გზებისა და სექსუალობისადმი ლიბერალური დამოკიდებულებისა, ობერინი ძალიან დიდი ერთგულებით და სიყვარულით გამოირჩეოდა თავისი ოჯახის მიმართ. მას ძალიან უყვარდა თავისი და ელია, რომლის სიკვდილიც ძალიან რთულად გადაიტანა. შედეგად, მას ჰქონდა ძლიერი და სასტიკი სიძულვილი ლანისტერის მიმართ, განსაკუთრებით ტაივინ ლანისტერის მიმართ, რომელმაც, მისი აზრით, ბრძანა მისი დის მკვლელობა. ობერინს ძალიან უკმაყოფილო იყო თავისი სიძით რეიგარ ტარგარიენით, რადგან (ობერინის გადმოსახედიდან) ელიას უღალატა და „სხვა ქალი მოიტაცა“, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ომი, რის გამოც ძალიან ბევრი მათ შორის ელია და მისი შვილებიც დაიღუპნენ. იმის გამო რომ ობერინს შურისძიება ჰქონდა განზრახული ლანისტერებზე და ასევე სერ გრეგორ კლიგეინზე, რომელმაც ელია მარტელი გააუპატიურა, მოკლა და შემდეგ მისი შვილებიც დაუხოცა, ამის გამო ობერინი დუელში დაუპირისპირდა სერ გრეგორ კლიგეინს და მასთან ორთაბრძოლაში დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]