სატახტოთა თამაში (სეზონი 2)
სატახტოთა თამაში (სეზონი 2) | |
---|---|
ოფიციალური DVD გამოცემის გარეკანი | |
ქვეყანა | აშშ |
ეპიზოდი | 10 |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | HBO |
ეთერში | 1 აპრილი, 2012 | – 3 ივნისი, 2012
ამერიკული ფენტეზის ჟანრის ტელესერიალ „სატახტოთა თამაშის“ მეორე სეზონის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, 2012 წლის 1 აპრილს და დასრულდა 3 ივნისს. მასში შესულია 10 ეპიზოდი, რომელთაგან თითო 50-60 წუთის ხანგრძლივობის არის. სერიალი ეფუძნება ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ მეორე წიგნს „მეფეთა ჯახი“. მისი რეჟისორები არიან დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი. 2011 წლის 19 აპრილს HBO-მ მეორე სეზონის წარმოება შეუკვეთა. გადაღება 2011 წლის ივლისში დაიწყო, ძირითადად - ჩრდილოეთ ირლანდიაში, ხორვატიაში და ისლანდიაში.
სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში, ძირითადად - კონტინენტზე, რომელსაც ვესტეროსი ეწოდება. სიუჟეტის მეორე ხაზი მიმდინარეობს ესოსის სახელით ცნობილ მეორე კონტინენტზე. ისევე, როგორც ორიგინალურ რომანში, ამ სეზონში ყურადღება გამახვილებულია ედარდ სტარკის სიკვდილით დასჯის შემდგომ მოვლენებზე. მისი ოჯახის წევრები ვესტეროსის სხვადასხვა კუთხეში არიან გაფანტულები. სეზონის ძირითადი თემა ხუთი მეფის პაექრობაა - ყოველი მათგანი დარწმუნებულია, რომ თავად არის რკინის ტახტის მემკვიდრე, ხოლო რობ სტარკს მამის გამო შურისგება ამოძრავებს.
სეზონში მონაწილეობს მსახიობთა დიდი გუნდი. მათში შედიან პიტერ დინკლიჯი, ლენა ჰიდი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, მიშელ ფეირლი და ემილია კლარკი. ახალი პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს შორის არიან სტივენ დილენი, კერის ვან ჰაუტენი და ლიამ კანინგემი.
კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს სერიალის წარმოების ხარისხს და მსახიობებს. მაყურებელთა რაოდენობა წინა სეზონთან შედარებით გაიზარდა. მეორე სეზონმა მიიღო ემის ექვსი ჯილდო თერთმეტი ნომინაციიდან, მათ შორის - საუკეთესო მსახიობისთვის დრამატულ ტელესერიალში განსახიერებულ მეორეხარისხოვან როლში (დინკლიჯი) და გამორჩეული დრამატული ტელესერიალისთვის. აშშ-ში მაყურებელთა რაოდენობა სეზონის მსვლელობისას 8%-ით გაიზარდა, 3.9 მილიონიდან 4.2 მილიონამდე.
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# ჯამში | # სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | აშშ მაყურებელი (მილიონი) |
---|---|---|---|---|---|---|
11 | 1 | „ჩრდილოეთს ახსოვს“ „The North Remembers“ | ალან ტეილორი | დევიდ ბენიოფი და დ.ბ. უაისი | 1 აპრილი, 2012 | 3.86[1] |
სერსის წინააღმდეგობის მიუხედავად, ტირიონი მეფის ხელის მოვალეობის შემსრულებელი ხდება და დედაქალაქს მართავს. დრაკონის ქვაზე, სტანის ბარათეონი მელისანდრეს ახალ სარწმუნოებაზე მოექცევა და თავს რკინის ტახტის კანონიერ მფლობელად აცხადებს. როდესაც ეს ამბავი დედაქალაქამდე მიაღწევს, ოქროს მოსასხამიანები რობერტის ბასტარდების ხოცვას იწყებენ. მას შემდეგ, რაც მეტოქე უკვე სამ ბრძოლაში დაამარცხა, რობ სტარკი ლანისტერებს მშვიდობას სთავაზობს ჩრდილოეთის დამოუკიდებლობის სანაცვლოდ. ის აგრეთვე თეონს გზავნის მამამისთან, ბეილონ გრეიჯოისთან, კეტილინს კი – რენლი ბარათეონთან, მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. კედლის მიღმა, ღამის ებგური თავს შეაფარებს კრასტერის სახლს. უდაბნოში დეინერისის ხალხი იხოცება, ამიტომ ტარგარიენი გადაწყვეტს, მხედრები სხვადასხვა მხარეს დახმარების სათხოვნელად გაგზავნოს. | ||||||
12 | 2 | „ღამის მიწები“ „The Night Lands“ | ალან ტეილორი | დევიდ ბენიოფი და დ.ბ. უაისი | 8 აპრილი, 2012 | 3.76[2] |
ცხრა წლის განმავლობაში სტარკებთან ცხოვრების შემდეგ, თეონ გრეიჯოი ბრუნდება პაიკზე დასთან, იარასა და მამასთან, ბეილონ გრეიჯოისთან. ის აღმოაჩენს, რომ მამამისი არ აპირებს სტარკების მხარდაჭერას და საკუთარი სამეფოს შექმნა ძალის გამოყენებით სურს. სერსი უარს ამბობს რობ სტარკის შემოთავაზებაზე, ტირიონი ოქროს მოსასხამიანების მეთაურს, ჯანოს სლინტს, კედელზე გზავნის, მის ადგილას კი ბრონს ნიშნავს. კედლისკენ მიმავალ გზაზე არია თავის ვინაობას უმხელს გენდრის. კედლის მიღმა სემუელ ტარლის დახმარებას სთხოვს კრასტერის ფეხმძიმე ქალიშვილი, გილი, თუმცა ჯონს არ სურს მისი დახმარება. წითელ უდაბნოში ერთ-ერთი ცხენი ბრუნდება და ჩანთაში მხედრის მოკვეთილი თავი დევს - ეს ერთ-ერთი მტრის შეტყობინებაა. დრაკონის ქვაზე დავოს სივორთი მეკობრე სალადჰორ საანს სტანისის გადაიბირებს, ხოლო სტანისს აქვს სექსი მელისანდრესთან - უკანასკნელმა უნდა გაუჩინოს ძე, რადგან ბარათეონის ცოლს შვილის გაჩენა არ შეუძლია. ჯონი შეიტყობს, რომ კრასტერი თავის ვაჟებს მსხვერპლად სწირავს თეთრ მოხეტიალეს. | ||||||
13 | 3 | „რაც მკვდარია, არასოდეს მოკვდება“ „What Is Dead May Never Die“ | ალიკ სახაროვი | ბრაიან კოგმენი | 15 აპრილი, 2012 | 3.77[3] |
კეიტილინ სტარკი მეფე რენლის ბანაკში ჩადის მოსალაპარაკებლად. ქალი მეომარი ბრიენა ტართი ბრძოლის შემდეგ რენლის არმიაში ირიცხება. ტირიონი გეგმავს და ცდილობს, გაიგოს, თუ ვინ არის მოღალატე მცირე საბჭოში. უინტერფელში ბრან სტარკს დახმარება სჭირდება, რათა ახსნას თავისი სიზმრები. კედლის გზაზე, ღამის გუშაგების ახალწვეულებს ლანისტერების ჯარისკაცები ესხმიან თავს. იორენს კლავენ, ხოლო არია ტყვედ აჰყავთ. | ||||||
14 | 4 | „ძვლების ბაღი“ „Garden of Bones“ | დევიდ პეტრარკა | ვანესა ტეილორი | 22 აპრილი, 2012 | 3.65[4] |
კეიტილინი ყველანაირად ცდილობს, ბარათეონს ძველი წყენა დაავიწყებინოს და გაერთიანებული ჯარით ლანისტერებს შეუტიონ - იმ დროს, როდესაც ჯოფრი სანსას უკანასკნელის ძმის გამარჯვებებისთვის ამცირებს. ტირიონი ამ შემთხვევას შეესწრება და ჯოფრი უფრო განრისხდება – იგი სანსას მამამისის მოკვეთილ თავს სარზე წამოცმულს ანახებს. არია და გენდრი ჰარენჰოლში დატყვევებულები არიან. უდაბნოში დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დეინერისი კართის ციხესიმაგრის კედლებს მიადგება. მელისანდრე შობს აჩრდილს. | ||||||
15 | 5 | „ჰარენჰოლის აჩრდილი“ „The Ghost of Harrenhal“ | დევიდ პეტრარკა | დევიდ ბენიოფი და დ.ბ. უაისი | 29 აპრილი, 2012 | 3.90[5] |
ჰარენჰოლში იაქენ ჰ'გარი, არიასთან ერთად დატყვევებული ერთ-ერთი კაცი, მისი გარდაჩენის გამო, არიას ჰპირდება, რომ ნებისმიერ სამ ადამიანს, რომელსაც დაუსახელებს, რათა ამით თავისი ვალი გადაიხადოს. არია პირველ მსხვერპლს ირჩევს - ტიკლერს, მამაკაცს, რომელიც კლავს მოყვანილ ტყვეებს. რენლის მოულოდნელად კლავს მელისანდრეს შობილი აჩრდილი. კეიტილინი და ბრიენა იძულებულნი არიან, ბანაკი დატოვონ. თეონი, იმის დასამტკიცებლად, რომ რკინის კუნძულების ნამდვილი მემკვიდრეა, მიდის უინტერფელის დასაპყრობად მაშინ, როდესაც რობი გაცხარებულ ომშია. ღამის გუშაგები ჩერდებიან უძველეს გორაკზე სახელწოდებით „პირველ ადამიანთა მუშტი“. | ||||||
16 | 6 | „ძველი ღმერთები და ახალი“ „The Old Gods and the New“ | დევიდ ნატერი | ვანესა ტეილორი | 6 მაისი, 2012 | 3.88[6] |
პრინცესა მირსელა მეფის სავანეს ტოვებს, გზად დორნისკენ. თეონ გრეიჯოი გეგმავს უინტერფელის აღება და განაგრძობს საკუთარი, როგორც მემკვიდრის, სტატუსის დაცვას. რობი მკურნალ ტალისას თან წაიყვანს. პირველი ადამიანების მუშტზე, კუორენ ნახევარხელა და ჯონ სნოუს შესაძლებლობას აძლევს, დაამტკიცოს მათთვის მიცემული სიტყვა. ჯონი ტყვედ აიყვანს ველურ გოგონა იგრიტს. ჯოფრი გადის მოსახლეობასთან შესახვედრად. ამ დროს ღვივდება აჯანყება. ჯოფრი აურზაურს თავს დააღწევს. სანდორ კლიგანი სანსას რამდენიმე მამაკაცის მიერ გაუპატიურებისგან გადაარჩენს. კართში დეინერისი ცდილობს, მოიძიოს გემი, რათა თავისი ხალხი ვესტეროსში გადაიყვანოს. ტაივინ ლანისტერის სამსახურში განწესებული არია სტარკი ცდილობს დამალოს, რომ ნედ სტარკის ქალიშვილია, რაშიც იაქენიც ეხმარება. რობი თეონის გეგმებზე შეტყობინებას იღებს და ჯარისკაცებს უინტერფელის დასაბრუნებლად აგზავნის. დეინერისის დრაკონებს იპარავენ. | ||||||
17 | 7 | „მამაკაცი ღირსების გარეშე“ „A Man Without Honor“ | დევიდ ნატერი | დევიდ ბენიოფი და დ.ბ. უაისი | 13 მაისი, 2012 | 3.69[7] |
თეონი აღმოაჩენს ბრანის და რიკონის გაუჩინარებას და მათ მწევრებით დაედევნება. ტაივინ ლანისტერი არიას ესაუბრება. იგრიტი ცდილობს ჯონის შეცდენას და, როდესაც მისი ნდობას მოიპოვებს, გაექცევა და მახეში მოამწყვდევს. სანსა შეშინებული იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მას მენსტრუალური ციკლი უკვე დაეწყო და შეუძლია ჯოფრის ბავშვები გაუჩინოს. სერსი ესაუბრება დედობის შესახებ და საკუთარ მშობიარობაზე. მოგვიანებით იგი ტირიონთან ერთად ჯოფრის მოთვინიერების საშუალებას ეძებს. რობ სტარკი ტალისას საბოლოოდ ეთანხმება და დასავლეთი მიწებისკენ გაეშურება. მის ბანაკში დატყვევებული ჯეიმი მსახურს კლავს, თუმცა გაქცევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება. თეონი უინტერფელში ბრუნდება ორი ბავშვის დამწვარი გვამით და ყველას წინაშე მოედანზე გამოფენს, აცხადებს რა, რომ ისინი არიან ბრანი და რიკონ სტარკები. | ||||||
18 | 8 | „უინტერფელის უფლისწული“ „The Prince of Winterfell“ | ალან ტეილორი | დევიდ ბენიოფი და დ.ბ. უაისი | 20 მაისი, 2012 | 3.86[8] |
იარა გრეიჯოი უინტერფელში ჩადის, მაგრამ მისი მცდელობა, თეონს დაატოვებინოს ციხესიმაგრე, წარუმატებელია. კედლის მიღმა იგრიტი, ჯონთან ერთად, უერთდება ველურების რაზმს, რომლის ტყვე აგრეთვე აღმოჩნდება კუორენ ნახევარხელა. შვიდი სამეფოს დედაქალაქში ტირიონი, ბრონი და ვარისი ქალაქის დაცვის გეგმებს განიხილავენ. სერსი თვლის, რომ ტირიონი ჯოფრის სიკვდილს ნატრობს და მძევლად აჰყავს მეძავი, რომელსაც ძმის საყვარლად თვლის, თუმცა, ეს არის არა შაია, არამედ როსი, რომელთანაც ტირიონი ერთობა უინტერფელში რობერტის სტუმრობისას და, რომელიც, სამეფო ნავსაყუდელში ჩასვლისას, გახდა პეტირ ბეილიშის თანამოაზრე და მეკავშირე. რობ სტარკი შეიტყობს, რომ დედამისმა გაუშვა ჯეიმი ლანისტერი და მოითხოვს კეტილინის დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ აყვანას. ტალისა რობს კარავში აკითხავს და მათ სექსი აქვთ. ბრიენა და ჯეიმი ჩრდილოელი ჯარისკაცებისგან ერთად გარბიან. კართში დეინერისი გადაწყვიტავს, შევიდეს უკვდავთა სახლში, განურჩევლად იმისა, თუ რა დახვდება. უინტერფელში მეისტერ ლიუინი აღმოაჩენს, რომ ოშა, ბრანი, რიკონი და ჰოდორი იმალებიან უინტერფელში. | ||||||
19 | 9 | „შავწყალა“ „Blackwater“ | ნილ მარშალი | ჯორჯ რ.რ. მარტინი | 27 მაისი, 2012 | 3.38[9] |
სტანისის ფლოტი უახლოვდება სამეფო ნავსაყუდელს. ქალაქში ტირიონი საღამოს შაიასთან ატარებს. მეისტერი პიცელი სერსის გადასცემს შხამიან ბოთლს. სანდორ კლიგანი ლანისტერების სამხედროების ნადიმზე მიდის და ბრონს ეჩხუბება. სტანინისთვის ხაფანგია დატოვებული - გემი, დატვირთული ველური ცეცხლით. ბრონი მას ცეცხლს უკიდებს ნასროლი ისრით და სტანინის წინა ფლანგი ალით არის მოცული. დავოსი შემთხვევით ზღვაში ვარდება. სტანისი გადადის ნაპირზე და იწყებს ქალაქის ალყას. სასახლეში სერსი სანსასთან და სხვა კეთილშობილ ქალბატონებთან ერთად ღვინოს შეექცევა. იგი ბრძანებს საბრძოლველად გასული ჯოფრის სასახლეში დაბრუნებას. სანდორ კლიგანს ცეცხლი აშინებს და იგი ბრძოლის ადგილს თვითნებურად ტოვებს - ისევე, როგორც ქალაქს. თუმცა, წასვლამდე იგი სანსას გაქცევას სთავაზობს, რაზეც გოგონა უარს ეუბნება. ტირიონი თავად ჩაუდგება სათავეში ლაშქარს. სამეფო გვარდიის მონაწილე, სერ მენდონ მური მის მოკვლას ცდილობს. სერსი, სატახტო დარბაზში გამოკეტილი, უმცროს ძეს, ტომენს, უამბობს ზღაპარს და ცდილობს მის მოწამვლას. გამარჯვება თითქმის სტანისის მხარეს არის, მაგრამ მოულოდნელად ჩნდება ტაივინ ლანისტერის და ლორას ტირელის ლაშქარი, რომელიც სტანისს უკუაქცევს. | ||||||
20 | 10 | „Valar Morghulis“ | ალან ტეილორი | დევიდ ბენიოფი და დ.ბ. უაისი | 3 ივნისი, 2012 | 4.20[10] |
სამეფო ნავსაყუდელში ჯოფრი ბრძოლაში გამარჯვებულებს დააჯილდოებს და აცხადებს, რომ სანსას სანაცვლოდ, იქორწინებს მარჯერი ტირელზე. ტირიონი ჭრილობებს მოიშუშებს. მას აკითხავენ ვარისი, პიცელი და შაია. ბრიენა და ჯეიმი გზად გადაეყრებიან ჩრდილოელ სამხედროებს, რომლებიც მეფისმკვლელს იცნობენ, მაგრამ ბრიენა ყველას კლავს. კეიტილინი ცდილობს, დაარწმუნოს რობი, რომ ტალისასთან ურთიერთობა საშიშია, მაგრამ იგი კვლავ იქორწინებს მასზე. დრაკონის ქვაზე სტანისი მელისანდრეს თავის წარუმატებლობაში ადანაშაულებს, მაგრამ ვერ კლავს. დრედფორტელი ბოლტონების ხალხის მიერ აღებულ უინტერფელში მეისტერ ლიუნი თეონს გაქცევაში ეხმარება, თუმცა მას იჭერენ და სადღაც მიჰყავთ. ოშა, ბრანი, რიკონი და ჰოდორი ალმოკიდებულ უინტერფელს ტოვებენ და ჩრდილოეთით მიემართებიან. კართში ჯორაჰ მორმონტი და კოვარო დეინერისს უკვდავების სახლში მიჰყვებიან, სადაც ტარგარიენს სხვადასხვა რამ ილუზიის სახით წარუდგება - რკინის ტახტი და კჰალ დროგო, ხელთ მისი შვილით. ცდუნების მიუხედავად, დეინერისი დრაკონების დახმარებით ანადგურებს ჯადოქარ პრის, ხოლო მის მოკავშირე ქსარო ქსოან დაქსოსს და თავის ერთგულ მსახურ დორეის გამოკეტავს ქსაროს საგანძურში. არიან უკანასკნელად ხვდება იაქენს, რომელიც სახეს იცვლის და ჰარენჰოლს ტოვებს, თუმცა ბოლო წამს არიას გადასცემს მონეტას, რითაც გოგონამ იგი საჭიროების შემთხვევაში უნდა იპოვოს და ასწავლის ფრაზას Valar morghulis. ჯონ სნოუ კლავს კუორენს და უერთდება ველურებს. პირველი ადამიანების მუშტთან გრენს და ედს სამჯერ ესმით ბუკის ხმა. სემი ქარბუქისას ვერ ასწრებს, დაეწიოს, იმალება ლოდთან და საკუთარი თვალით იხილავს თეთრ მოხეტიალეებს, რომლებიც არც აქცევენ ყურადღებას, ისე ჩაუვლიან. |
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრიტიკოსების გამოხმაურებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
რეიტინგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ეპ. 1 | ეპ. 2 | ეპ. 3 | ეპ. 4 | ეპ. 5 | ეპ. 6 | ეპ. 7 | ეპ. 8 | ეპ. 9 | ეპ. 10 | საშუალო | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2.22 | 2.20 | 2.44 | 2.45 | 2.58 | 2.44 | 2.40 | 2.72 | 2.66 | 3.04 | 2.52[12] | |
2 | 3.86 | 3.76 | 3.77 | 3.65 | 3.90 | 3.88 | 3.69 | 3.86 | 3.38 | 4.20 | 3.80[13] | |
3 | 4.37 | 4.27 | 4.72 | 4.87 | 5.35 | 5.50 | 4.84 | 5.13 | 5.22 | 5.39 | 4.97[14] | |
4 | 6.64 | 6.31 | 6.59 | 6.95 | 7.16 | 6.40 | 7.20 | 7.17 | 6.95 | 7.09 | 6.84[15] | |
5 | 8.00 | 6.81 | 6.71 | 6.82 | 6.56 | 6.24 | 5.40 | 7.01 | 7.14 | 8.11 | 6.88[16] | |
6 | 7.94 | 7.29 | 7.28 | 7.82 | 7.89 | 6.71 | 7.80 | 7.60 | 7.66 | 8.89 | 7.69[17] | |
7 | 10.11 | 9.27 | 9.25 | 10.17 | 10.72 | 10.24 | - | არ არის | - |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური აშშ საიტი
- ოფიციალური ბრიტანული საიტი დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine.
- სატახტოთა თამაში, ეპიზოდების სია — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- სატახტოთა თამაში - ეპიზოდების სია საიტზე TV.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Seidman, Robert. (April 3, 2012) Sunday Cable Ratings:'Game of Thrones' Returns To Series High; + 'Khloe & Lamar,' 'The Killing', 'Mad Men, 'Army Wives' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2016. ციტირების თარიღი: April 3, 2012.
- ↑ Bibel, Sara. (April 10, 2012) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Leads + Atlanta 'Housewives,' 'Mad Men,' 'Khloe & Lamar,' 'Army Wives,' 'The Client List' & Much More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 10, 2012.
- ↑ Kondolojy, Amanda. (April 17, 2012) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones,' + 'Real Housewives ATL' 'Mad Men,' 'Khloe & Lamar,' 'The Client List' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: April 17, 2012.
- ↑ Kondolojy, Amanda. (April 24, 2012) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones,' + 'Real Housewives ATL' 'Mad Men,' 'Khloe & Lamar,' 'The Client List' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2016. ციტირების თარიღი: April 24, 2012.
- ↑ Bibel, Sara. (May 1, 2012) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Rises, Ties NBA Playoffs + 'Real Housewives,' 'The Client List,' 'Army Wives,' 'Mad Men' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 1, 2012.
- ↑ Kondolojy, Amanda. (May 8, 2012) Sunday Cable Ratings: NBA Playoffs + 'Game of Thrones', 'The Client List', 'Army Wives,' 'Khloe & Lamar', 'Mad Men' + More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 27, 2016. ციტირების თარიღი: May 8, 2012.
- ↑ Bibel, Sara. (May 15, 2012) Sunday Cable Ratings: 'Game Of Thrones' Tops, 'Real Housewives NJ,' 'The Client List,' 'Khloe & Lamar,' 'Army Wives' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 15, 2012.
- ↑ Kondolojy, Amanda. (May 22, 2012) Sunday Cable Ratings: NBA Playoffs, + 'Game of Thrones', 'Keeping Up With the Kardashians', 'Ax Men', 'The Client List', 'Sister Wives', + More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: May 22, 2012.
- ↑ Bibel, Sara. (May 30, 2012) Sunday Cable Ratings: NBA Playoffs Win Night, 'Game of Thrones', 'Mad Men', 'Keeping Up With the Kardashians', 'Girls', 'Pawn Stars', & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 10, 2016. ციტირების თარიღი: May 30, 2012.
- ↑ Kondolojy, Amanda. (June 5, 2012) Sunday Cable Ratings: NBA Playoffs + 'Game of Thrones' Finale, MTV Movie Awards, 'Sister Wives', 'The Glades', 'Longmire' + More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 1, 2016. ციტირების თარიღი: June 5, 2012.
- ↑ სატახტოთა თამაში: სეზონი 2. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2015.
- ↑ 12.0 12.1 განახლებული: „სატახტოთა თამაშის“ რეიტინგები: სეზონი 1. TV by the Numbers (ივნისი 19, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 26, 2017. ციტირების თარიღი: ივლისი 26, 2017.
- ↑ 13.0 13.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 2 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 11, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 14.0 14.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 3 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 15.0 15.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 4 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 18, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 16.0 16.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 5 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 18, 2016.
- ↑ 17.0 17.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 6 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2016. ციტირების თარიღი: აპრილი 24, 2016.
- ↑ სატახტოთა თამაში: სეზონი 7 - რეიტინგები. TV Series Finale. ციტირების თარიღი: ივლისი 26, 2017.
- ↑ [12][13][14][15][16][17][18]
|
|