კეიტლინ სტარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კეიტლინ სტარკი (ინგლ. Catelyn Stark) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ჩრდიოლოეთ ირლანდიელმა მსახიობმა მიშელ ფეირლიმ.

ლედი კეტლინ სტარკი დაიბადა ტალების საგვარეულო სახლში რივერანში, ის არის ლორდ ჰოსტერ ტალის და ლედი მინისა ტალის უფროსი შვილი. მას ჰყავს უმცროსი და-ძმა ლიზა და ედმური.

კეტლინი თავდაპირველად დანიშნული იყო უინტერფელელ ბრანდონ სტარკზე, თუმცა მათი ქორწინება არ შედგა რადგან ბრანდონი და მისი მამა რიკარდი სასტიკად იყვნენ მოკლულნი შეშლილი მეფის, აირის II ტარგარიენის მიერ. მოგვიანებით ის დაქორწინდა ბრანდონის უმცროს ძმაზე ედარდ სტარკზე, მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ მათ შეძლეს და შექმნეს მოსიყვარულე და ბედნიერი ოჯახი რომელთაც შეეძინათ 5 შვილი.

კეტლინს და ედარდს ჰყავს 5 შვილი: რობი, სანსა, არია, ბრანი და რიკონი ასევე ნედის უკანონო შვილი ჯონ სნოუ, რომელიც ხშირად უთანხმოების მიზეზი ხდებოდა ცოლ-ქმარს შორის.

ტელეადაპტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეტლინის როლს ასრულებს ირლანდიელი მსახიობი მიშელ ფეირლი, თუმცა მის როლზე თავდაპირველად დამტკიცებული იყო ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ელი, თუმცა მოგვიანებით მან ამ როლზე უარი თქვა ოჯახური პრობლემების გამო. ფეირლიმ ამ სერიალით მოიპოვა დიდი პოპულარობა და დაიმსუხარი კრიტოკესების მოწონება განსაკუთრებით ეპიზოდში "The Rains of Castamere" დროს. ამ პოპუარობის გამო, ბევრი გულშემატკივარი იმედგაცრუებული იყო, რადგან ის აღარ გამოჩნდა სერიალში სამ სეზონზე მეტხანს მიუხედავად იმისა რომ რომანებში გრძელდებოდა პერსონაჟის ისტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]