ბრიანა ტართელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვენდოლინ კრისტი

ბრიანა ტართელი (ინგლ. Brienne of Tarth) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა გვენდოლინ კრისტი.

პერსონაჟი პირველად გამოჩნდა 1998 წელს გამოცემულ წიგნში „მეფეთა ჯახი“ როგორც რენლი ბარათეონის პირად მცველთაგან ერთ-ერთი. მოგვიანებით მან ლედი კეიტლინ სტარკს შეჰფიცა რომ მის ქალიშვილებს დაიცავდა და ვინტერფელში დააბრუნებდა. ის მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005), და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011).

პერსონაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიანა არის ლორდ სელვინ ტართის ერთადერთი შვილი. მას ჰყავდა 3 და-ძმა, როდესაც მისი ძმა გალადონი 8 წლის იყო ზღვაში დაიხრჩო ხოლო მისი ორი უმცროსი და ჩვილობისას გარდაეცვალა დედა კი მაშინ მოკვდა როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ბრიენს აღწერენ, როგორც გარეგნულად არაქალურს და ითვლება არამიმზიდველად. ის არის ძალიან მაღალი, დაკუნთული, ბრტყელ-მკერდიანი და უსუსური, ჩალისფერი თმით და ფართო უხეში ნაკვთებით დაფარული. მისი კბილები გამოკვეთილი და კეხიანია, პირი ფართო, ტუჩები შეშუპებული და ცხვირი არაერთხელ გატეხილი აქვს.

იმის გამო რომ ბრიანა ქალი იყო მისსადმი ხალხს მუდამ სტერეოტიპული დამოკიდებულება ჰქონდა, მიუხედავ იმისა რომ ის ვესტეროსში ერთ-ერთი საუკეთესო მოფარიკავე იყო. ვინტერფელის ბრძოლამდე სერ ჯეიმი ლანისტერმა მას რაინდის წოდება მიანიჭა და გახდა პირველი ქალი რაინდი ვესტეროსში. მოგვიანებით ის გახდა მეფე ბრან პირველად წოდებულის ანდალთა და პირველყოფილთა მეფის მცველებთა მეთაური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
  • ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
  • ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]