სატახტოთა თამაში (სეზონი 4)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სატახტოთა თამაში (სეზონი 4)
Game of Thrones Season 4.jpg
ოფიციალური DVD გამოცემის გარეკანი
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 10
ეთერი
ორიგინალური არხი HBO
პირველად ეთერში აპრილი 6, 2014 (2014-04-06) – ივნისი 15, 2014 (2014-06-15)
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 3
შემდეგი →
სეზონი 5
ეპიზოდების სია

ამერიკული ფენტეზის ჟანრის ტელესერიალ „სატახტოთა თამაშის“ მეოთხე სეზონის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, 2014 წლის 6 აპრილს და დასრულდა 15 ივნისს. მასში შესულია 10 ეპიზოდი, რომელთაგან თითო 50-60 წუთის ხანგრძლივობის არის[1]. სეზონი ეფუძნება ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ მეოთხე წიგნს „ხმლების ქარიშხალი“, ისევე, როგორც შემდეგ წიგნებს - „ნადიმი ყვავებისთვის“ და „ცეკვა დრაკონებთან“[2]. მისი რეჟისორები არიან დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი. 2013 წლის 2 აპრილს HBO-მ მეოთხე სეზონის წარმოება შეუკვეთა. გადაღება 2013 წლის ივლისში დაიწყო, ძირითადად - ჩრდილოეთ ირლანდიაში და ხორვატიაში გადაღებებით.

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ სამყაროში, ძირითადად - კონტინენტზე, რომელსაც ვესტეროსი ეწოდება. სიუჟეტის მეორე ხაზი მიმდინარეობს ესოსის სახელით ცნობილ მეორე კონტინენტზე. ისევე, როგორც ორიგინალურ რომანში, ამ სეზონში ყურადღება გამახვილებულია ხუთი მეფის ომზე. წითელ ქორწილში რობ სტარკის დაღუპვის შემდეგ რჩება სამი მეფე, რომელთაგან ყოველი თვლის, რომ რკინის ტახტის მემკვიდრეობის ღირსია. ამასობაში კედელზე, ჯონ სნოუ და ღამის აბგური ემზადებიან ბრძოლისთვის თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ.

სეზონში მონაწილეობს მსახიობთა დიდი გუნდი. მათში შედიან პიტერ დინკლიჯი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, ლენა ჰიდი, ემილია კლარკი და კიტ ჰერინგტონი. ახალი პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს შორის არიან პედრო პასკალი, ინდირა ვარმა, მიხილ ჰეისმანი და დინ-ჩარლზ ჩეპმენი

კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს სერიალის წარმოების ხარისხს და მსახიობებს, განსაკუთრებით - დინკლიჯის მიერ განსახიერებულ ტირიონ ლანისტერს. მაყურებელთა რაოდენობა წინა სეზონებთან შედარებით კვლავ გაიზარდა. მეოთხე სეზონმა მიიღო ემის ოთხი ჯილდო 19 ნომინაციიდან.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიაშშ მაყურებელი
(მილიონი)
311„ორი ხმალი“
„Two Swords“
დ. ბ. უაისიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიაპრილი 6, 2014 (2014-04-06)6.64[3]
ტაივინის ბრძანებით გადაჭედავენ ყინულს, სტარკების საგვარეულოს ძველ ხმალს და ქმნიან ორ ახალ ხმალს, ერთს - ჯეიმესთვის, რომელმაც ხმალი დაკარგა. უფლისწული ობერინ მარტელი, ძმის, დორნელი დორანის სახელით, ჩადის სამეფო ნავსაყუდელში თავის სატრფო ელარია სენდთან ერთად, რათა დაესწროს სამეფო ქორწინებას. მას ტირიონ ლანისტერი მასპინძლობს. ობერინი ტირიონს პირდაპირ განუმარტავს, რომ ლანისტერებზე უნდა იძიოს შური დის, ელიას, რაეგარის მეუღლის მკვლელობისთვის. ჩრდილოეთში მეისტერ ეიმონი სნოუს ათავისუფლებს მას შემდეგ, რაც უკანასკნელი აღიარებს, რომ ველურებისგან ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას. არია სტარკი და ქოფაკი იბრუნებენ გოგონას კუთვნილ ხმალს პოლივერისგან, კლავენ რა მას და მის თანმხლებებს. ესოსში დეინერისს თავისი ლაშქარი მიჰყავს მიერინისკენ, მონების სამიდან უკანასკნელი დიდი ქალაქისკენ. თუმცა, მას აგრეთვე აწუხებს დრაკონების საკითხი - ისინი სულ უფრო მეტად დაუმორჩილებლები ხდებიან.
322„ლომი და ვარდი“
„The Lion and the Rose“
ალექს გრეივზიჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინიაპრილი 13, 2014 (2014-04-13)6.31[4]
რუს ბოლტონი ბრუნდება დრედფორტში, ახალგაზრდა ცოლ, უოლდერის ასულ უოლდასთან ერთად და რემსის განკიცხავს იმისთვის, რაც თეონს გაუკეთა. იგი გადაწყვიტავს, იპოვოს და მოკლას გადარჩენილები - ბრანი და რიკონი, ვინაიდან სწორედ ისინი რჩებიან სტარკების მემკვიდრეებად. რემსიმ კი მისი ბრძანებით უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებსაც იკავებენ რკინათშობილები. დრაკონის ქვაზე მელისანდრე გასცემს ბრძანებას, დაწვან რამდენიმე ადამიანი, როგორც მსხვერპლი სინათლის ღმერთისადმი. დედოფალი სელისა კმაყოფილია, განსხვავებით დავოსისგან და შირენისგან. სამეფო ნავსაყუდელში ტირიონი შაიასთან ურთიერთობას წყვიტავს - რათა ქალი თავისი ოჯახისგან დაიცვას - და მას პენტოსში აგზავნის. ჯეიმე ბრონის დახმარებით მარცხენა ხელით ფარიკაობას ეუფლება. მეფე ჯოფრი და მარჯერი ტირელი ქორწინდებიან. მოგვიანებით, ნადიმისას, ჯოფრის და ტირიონს შორის დაძაბულობა მატულობს. მეფე მოულოდნელად თავს შეუძლოდ იგრძნობს და, ღვინოში ჩაყრილი საწამლავის გამო იხრჩობა და კვდება. სერსი ტირიონს ადანაშაულებს შვილის მოკვლაში და მის ძმას აპატიმრებენ, ხოლო სერ დონტოსი, ყოფილი რაინდი, სანსას ურჩევს, დატოვოს სასახლე, რათა გადარჩეს.
333„ბორკილების გამტეხი“
„Breaker of Chains“
ალექს გრეივზიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიაპრილი 20, 2014 (2014-04-20)6.59[5]
ტაივინი გადაწყვიტავს, რომ ტომენი დაიკავებს სამეფო ტახტს. ტირიონის სასამართლოსთვის იგი თანაშემწეებად ირჩევს ობერინს და მეის ტირელს. ტირიონი მოწმის სახით ჯეიმეს ირჩევს. პეტირ ბეილიში კლავს სერ დონტოსს (რომელიც თავად დაიქირავა) და სანსას სასახლიდან აპარებს. არია და ქოფაკი მოგზაურობისას მოხვდებიან ფერმაზე, სადაც ცხოვრობენ ფერმერი და მისი ასული. ქოფაკი ფერმერს სცემს და მის ფულს ითვისებს, მიუხედავად არიას წინააღმდეგობისა. დრაკონის ქვაზე სტანისი დარწმუნებულია, რომ ჯოფრის იმ რიტუალის გამო აღესრულა, რომელიც მან მელისანდრესთან ერთად წურბელებით ჩაატარა. შირენი დავოსის თხოვნით რკინის ბანკს სწერს წერილს, რომელშიც სტანისი ითხოვს თანხას, რათა იქირავოს ჯარი. ჩრდილოეთში სემს დასცინიან აბგურის წევრები, ვინაიდან არ სჯერათ, რომ მან თავად მოკლა თეთრი მოხეტიალე. გილის და ბავშვის უსაფრთხოებისთვის სემი გადაწყვიტავს, ორივე გადაიყვანოს თხუნელების ქალაქში. იგი ეუბნება გოგონას, რომ ოდესღაც აბგურის საძმოს მრავალი მონაწილე დაიჭირეს გაუპატიურების ბრალდებით. გილის მაინც სურს დარჩენა, მაგრამ სემი მას საბოლოოდ ითანხმებს. ველურების რაზმი ტორმუნდის მეთაურობით მცირე სოფელს ესხმის, ხოლო სტირი აიძულებს ადგილობრივ ბიჭუნას, გაიქცეს შავი ციხესიმაგრისკენ და იქ უამბოს, თუ რა მოხდა სოფელში. შეკრებაზე სერ ალისერი აცხადებს, რომ მათ უნდა დაიცვან კედელი. მზვერავები ბრუნდებიან და ყველას ამცნობენ, რომ კრასტერის სასახლეში აბგურის მეამბოხეები იმყოფებიან. ჯონი იხსენებს, რომ მანსი მოატყუა, თითქოს აბგურს ათასი კაცი ჰყავს, რაც სინამდვილეში ათჯერ მეტია, ვიდრე მათი ნამდვილი რაოდენობა. იგი აცხადებს, რომ უნდა გადავიდნენ ჩრდილოეთით და ამბოხებულები უფრო ადრე გაანადგურონ, ვიდრე მანსი შეიტყობს აბგურის წევრების ნამდვილ რაოდენობას. დეინერისი იწყება მიერინის აღებას.
344„ფიცის ერთგული“
„Oathkeeper“
მიშელ მაკლარენიბრაიან კოგმენიაპრილი 27, 2014 (2014-04-27)6.95[6]
დეინერისი მიერინს ათავისუფლებს და მოკლული მონა ბავშვებისთვის შურისძიების ნიშნად კლავს 163 მონათმფლობელს. ზღვაში ბეილიში სანსას ეუბნება, რომ ჯოფრის მოკვლაში მონაწილეობდა. სამეფო ნავსაყუდელში ოლენა, რომელიც გამგზავრებას გეგმავს, ასევე ეუბნება მარჯერის, რომ ჯოფრის მოწამლვაში მონაწილეობდა და შესთავაზებს, ტომენი მოხიბლოს, სანამ უკანასკნელს სერსი მის წინააღმდეგ განაწყობს. ჯეიმე ხვდება ტირიონს და დარწმუნდება, რომ მისი ძმა უდანაშაულოა. თუმცა, სერსი კვლავ ფიქრობს, რომ ჯოფრი ტირიონმა მოკლა და ჯეიმეს სთხოვს, იპოვოს და მოკლას სანსა. სანაცვლოდ მისი ძმა ბრიენას ავალებს სანსას პოვნას და მის დაცვას, გადასცემს თავის ხმალს და გააყოლებს პოდრიკ პეინს, როგორც საჭურველთმტვირთველს. ჩრდილოეთში, ჯონისგან თავის ასარიდებლად ალისერ თორნი და იანოს სლინტი შეთანხმდებიან და სნოუს უფლებას აძლევენ, ამბოხებულებთან საბრძოლველად გაეშუროს. ამბოხებულები ამასობაში იჭერენ ბრან და მის თანმხლებებს და მის ნამდვილი ვინაობასაც დაადგენენ. უფრო შორეული ჩრდილოეთით თეთრ მოხეტიალეს კრასტერის უკანასკნელი ახალშობილი მიჰყავს საიდუმლო რიტუალების ადგილზე, სადაც ბავშვიც იქცევა მოხეტიალედ.
355„პირველწოდებული“
„First of His Name“
მიშელ მაკლარენიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიმაისი 4, 2014 (2014-05-04)7.16[7]
ტომენი ხდება მეფე. სერსი ხვდება მარჯერის, ტაივინს და ობერინს, რათა ტაივინზე გავლენა იქონიოს და დაარწმუნოს, რომ ტირიონი დამნაშავეა. ველში ბეილიშს სანსა მიჰყავს ლიზა არენთან და მას სთხოვს დისშვილის დაცვას. სანაცვლოდ იგი იძულებულია იმავე დღეს ლიზასთან იქორწინოს. ცნობილი ხდება, რომ სწორედ მან და ლიზამ მოკლეს ჯონ არენი. ლიზა მოგვიანებით ესაუბრება სანსას და ეჭვიანობს მასზე, ეუბნება რა, რომ მან მოხიბლა პეტირი, თუმცა დაარწმუნებს, რომ ქალწულია. ქოფაკი აღმოაჩენს, რომ მისი სახელი ასევე არის მოსაკლავი პირების სიაში, რომელსაც არია მუდმივად იმეორებს. იგი დასცინის არიას ბრძოლის სტილს. ბრიენა აღმოაჩენს, რომ პოდრიკი, როგორც მებრძოლი, არ გამოდგება, თუმცა მოსწონს, რომ ტირიონის დასაცავად ბიჭუნამ მეფის ამალის წევრი მოკლა. კედლის მიღმა ჯონი და მისი ხალხი თავს ესხმიან მეამბოხეებს. ლოკი ცდილობს ბრანის გატაცებას, მაგრამ მას კლავს ჰოდორი, რომლის გონებაში ბრანი შედის. შემდეგ ბრანი და სხვები გარბიან და გზას განაგრძობენ, ხოლო ჯონის რაზმი კლავს ყველა მეამბოხეს და წვამს კრასტერის ციხესიმაგრეს. სერ ჯორაჰისგან დეინერისი შეიტყობს, რომ ასტაპორიც და იუნკაიც დაუბრუნდნენ მონათმფლობელურ წესებს და დეინერისი გადაწყვიტავს, მართოს მთლიანად მონათმფლობელთა ყურე.
366„ღმერთების და ადამიანების კანონები“
„The Laws of Gods and Men“
ალიკ სახაროვიბრაიან კოგმენიმაისი 11, 2014 (2014-05-11)6.40[8]
ესოსში დავოსი დაითანხმებს რკინის ბანკს და სალადორ საანს და მის მეკობრეებს სტანისის მხარდასაჭერად. მიერინში დეინერისი ეჩვევა დედოფლის მოვალეობას - ისმენს სხვადასხვა ადამიანის საჩივარს. მათ შორის არიაბ ჰიზდარ ზო ლორაქი და მამაკაცი, რომლის თხები მოკლეს დეინერისის დრაკონებმა. დრედფორტში იარა შეაღწევს ციხესიმაგრეში, მაგრამ თეონი უარს ამბობს მასთან ერთად შინ დაბრუნებაზე, რის გამოც მისი და იძულებულია, თავი გაქცევით გადაირჩინოს. რემსი თეონს ერთგულებისთვის აჯილდოებს და, მამის დავალების შესასრულებლად, უბრძანებს, „იყოს ის, ვინც არ არის“ - თეონ გრეიჯოი („მყრალას“ სანაცვლოდ). სამეფო ნავსაყუდელში ტაივინი აწესებს ჯილდოს მისთვის, ვინც მკვდარი კლიგანის თავს მოუტანს. იგი აგრეთვე უბრძანებს ვარისს, განაგრძოს დეინერისის თვალთვალი. იმავე დღეს ტირიონის სასამართლო იმართება. ყველა მოწმე მის წინააღმდეგ საუბრობს - სერ მერინ ტრენტი, მეისტერ პაისელი, სერსი, ვარისი და, რაც მას ყველაზე მეტად გააოგნებს - შაია. გაბრაზებული და დამარცხებული, ტირიონი მოითხოვს სამსჯავროს ორთაბრძოლის წესით.
377„კაჭკაჭი“
„Mockingbird"“
ალიკ სახაროვიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიმაისი 18, 2014 (2014-05-18)7.20[9]
სერსი თავის მებრძოლად ირჩევს გრეგორ „მთა“ კლიგანს, ხოლო ჯეიმი და ბრონი ტირიონისთვის ბრძოლაზე უარს ამბობენ. ობერინი, იმ სურვილით, რომ იძიებს შურს მთაზე (რომელმაც გააუპატიურა და მოკლა მისი და) თანხმდება ტირიონის მებრძოლის სახით გამოსვლაზე. დეინერისს აქვს სექსი დაარიოსთან. მოგვიანებით იგი მას აგზავნის იუნკაიში მონათმფლობელებთან გასამკლავებლად. მელისანდრე და სელისი ემზადებიან დრაკონის ქვის დასატოვებლად და თან შირენის წაყვანასაც აპირებენ. ალისერ თორნი უარს ამბობს ჯონის შეთავაზებაზე, გადაკეტონ გვირავი. ბრიენა და პოდრიკი ხვდებიან „ღვეზელს“ და შეიტყობენ, რომ არია ცოცხალია. ამის შემდეგ ისინი გადაწყვიტავენ, გაემგზავრონ ველისკენ, ფიქრობენ რა, რომ გოგონა იქ ცოცხალი ნათესავების საძიებლად წავიდოდა. ველში ლიზა განრისხებულია, როდესაც დაინახავს, თუ როგორ კოცნის ბეილიში სანსას. მოგვიანებით იგი იმუქრება გოგონას მთვარის კარიბჭეში გადაგდებით, მაგრამ მას კოშკიდან ბეილიში აგდებს და კლავს.
388„მთა და გველი“
„The Mountain and the Viper“
ალექს გრეივზიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიივნისი 1, 2014 (2014-06-01)7.17[10]
ველურები არბევენ თხუნელების ქალაქს. გილის გადაარჩენს იგრიტი. რემსი აიძულებს თეონს, გამოიყვანოს რკინათშობილები. უკანასკნელები ინანიებენ, იმ იმედით, რომ შინ დაბრუნდებიან, მაგრამ მათ რემსის ლაშქარი ანადგურებს. დავალების შესრულებისთვის რუსი რემსის ბოლტონად აცხადებს. ველში სანსა საბჭოს, რომელიც იძიებს ლიზას დაღუპვას, თავის ნამდვილ ვინაობას უმხელს და დაარწმუნებს, რომ ბეილიში უდანაშაულოა. ბეილიშის ჩანაფიქრით რობინ არენი, ლიზას შვილი, ველის მბრძანებელი გახდება. სასახლეს უახლოვდებიან ქოფაკი და არია, რომლებსაც ამცნობენ ლიზას დაღუპვის შესახებ. სამეფო ნავსაყუდელში იწყება ორთაბრძოლა. თავდაპირველად უპირატესობა ობერინის მხარეს არის, მაგრამ მოგვიანებით მთა მას კლავს თავის გაჭყლეტით, თუმცა მანამდე აღიარებს, რომ გააუპატიურა და მოკლა ელია. ტაივინი ტირიონს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს. ესოსში ბარისტან სელმი მიიღებს წერილს ჯორაჰის სახელზე, რომელშიც წერია, რომ დეინერისზე ჯაშუშობის გამო მას პატიება ენიჭება. ამის გამო განრისხებული დეინერისი ჯორაჰს მეირინიდან აძევებს.
399„კედლის აბგური“
„The Watchers on the Wall“
ნილ მარშალიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიივნისი 8, 2014 (2014-06-08)6.95[11]
ღამის აბგური ემზადება ველურების შემოტევისთვის. გილის და მის შვილს სემი მალავს აბგურის ციხესიმაგრის ერთ-ერთი მიწისქვეშა ოთახში. ველურები აბგურს ორივე მხრიდან უტევენ. ტორმუნდის ლაშქარი შემოდის სამხრეთიდან და იპყრობს აბგურის მთელ ყურადღებას. ჩრდილოეთიდან, გვირაბის დახმარებით, ერთ-ერთი გოლიათი, რომელიც მათ ლაშქარშია, აღწევს ციხესიმაგრეში, მაგრამ მას კლავენ გრენი და საძმოს კიდევ ხუთი წევრი - საკუთარი სიცოცხლის ფასად. ალისერ თორნი სამხრეთ ნაწილში იბრძვის, ხოლო იანოს სლინტი იცავს თავად ციხესიმაგრის მთავარ ნაწილს. თუმცა, აღმოჩნდება, რომ იგი ამ საქმეს ვერ უძღვება და მოტყუებით მოხვდება ციხესიმაგრის ქვედა დონეზე. მის სანაცვლოდ პასუხისმგებელი ჯონი რჩება. იგი კლავს სტირს და გაბრაზებული იგრიტი აპირებს, ჯონს ესროლოს მშვილდიდან, მაგრამ მას ოლი კლავს. ჯონის მგელსაზარას დახმარებით აბგური იცავს ციხესიმაგრის ყველაზე ქვედა დონეს. ტორმუნდს აპატიმრებენ. ყველას, ვინც ძვრება კედელზე, ანადგურებს გიგანტური ცელი, რომელსაც უშვებენ ზევიდან. ველურები უკან იხევენ, მაგრამ, როგორც ჯონი (რომელიც იგრიტს გლოვობს) თვლის - დროებით. სნოუს აღარ რჩება სხვა გამოსავალი - იგი აპირებს კედლის მიღმა გადასვლას და მანსის მოკვლას.
4010„ბავშვები“
„The Children“
ალექს გრეივზიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიივნისი 15, 2014 (2014-06-15)7.09[12]
ჯონი პოულობს და ესაუბრება მანსს, მაგრამ ამ დროს ჩნდება სტანისი საკუთარ ლაშქართან, რომელიც არბევს ველურების ბანაკს. მანსს იჭერენ. ბრანი და მოგზაურები პოულობენ დიდ ხეს, რომელსაც ბიჭუნა საკუთარ ხილვებში ხედავდა, მაგრამ მათ ესხმიან ჩონჩხისებრი საზარელი მხეცები, რომლებიც ჟოიენს კლავენ. დანარჩენებს გადაარჩენს გამოქვაბულიდან გამოსული ბავშვი, რომელსაც ისინი მიჰყავს სამთვალიან ყორანთან - იგი მოხუცი მამაკაცი აღმოჩნდება. ველში ბრიენა და პოდრიკი გადააწყდებიან არიას და ქოფაკს - უკანასკნელს ბრიენა სასიკვდილოდ დაჭრის. ქოფაკი სთხოვს არიას, მოკლას იგი, მაგრამ არია უარს ეუბნება და ტოვებს. იგი პოულობს გემს, რომელიც ბრაავოსისკენ მიემართება და აპირებს იაქენის პოვნას. სამეფო ნავსაყუდელში სერსი კვიბერნს სთხოვს, გადაარჩინოს მთა, რომელიც ობერინმა მოასწრო, დაეჭრა მოწამლული ხმალით. ჯეიმე ათავისუფლებს ტირიონს, რომელიც თავდაპირველად მიდის მამის საძიებლად და მის საწოლში შაიას პოულობს. კლავს რა თავის ყოფილ სატრფოს, იგი საპირფარეშოში პოულობს ტაივინს, რომელსაც ასევე კლავს და ქალაქს ვარისთან ერთად ტოვებს. მიერინში დეინერისს ეწვევა ერთ-ერთი მოსახლე, რომელიც მოუტანს თავისი დამწვარი ქალიშვილის ნარჩენებს - აღმოჩნდება, რომ იგი დროგონმა მოკლა. რათა მომავალში მსგავსი უბედურებები არ მოხდეს, დეინერისი ორივე დარჩენილ დრაკონს სასახლის სარდაფში დიდი ბორკილებით ამწყვდევს.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების გამოხმაურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატახტოთა თამაში (სეზონი 4): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 4 (2014): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[13]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატახტოთა თამაში: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10საშუალო
12.222.202.442.452.582.442.402.722.663.042.52[14]
23.863.763.773.653.903.883.693.863.384.203.80[15]
34.374.274.724.875.355.504.845.135.225.394.97[16]
46.646.316.596.957.166.407.207.176.957.096.84[17]
58.006.816.716.826.566.245.407.017.148.116.88[18]
67.947.297.287.827.896.717.807.607.668.897.69[19]
710.119.279.2510.1710.7210.24-არ არის-

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hibberd, James. (January 9, 2014) 'Game of Thrones' season 4 premiere date revealed. EW.com. წაკითხვის თარიღი: January 9, 2014.
  2. Hickey, Walt. (May 4, 2014) How Much Source Material Does HBO’s ‘Game of Thrones’ Have Left to Work With?. FiveThirtyEight.com. წაკითხვის თარიღი: May 10, 2014.
  3. Kondolojy, Amanda. (April 8, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night + 'The Real Housewives of Atlanta', 'Silicon Valley', 'Married to Medicine' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: April 8, 2014.
  4. Bibel, Sara. (April 15, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, 'Real Housewives of Atlanta', 'MTV Movie Awards', 'Silicon Valley', 'Mad Men', 'Drop Dead Diva' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: April 15, 2014.
  5. Kondolojy, Amanda. (April 22, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, + NBA Playoffs, 'Real Housewives of Atlanta', 'Naked and Afraid' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: April 22, 2014.
  6. Bibel, Sara. (April 29, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, NBA Playoffs, 'Real Housewives of Atlanta', 'Mad Men', 'Devious Maids' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: April 29, 2014.
  7. Kondolojy, Amanda. (May 6, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, + 'Real Housewives of Atlanta', 'Married to Medicine', 'Silicon Valley' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: May 6, 2014.
  8. Bibel, Sara. (May 13, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, NBA Playoffs, 'Silicon Valley', 'Bar Rescue', 'Real Housewives of Atlanta', 'Mad Men' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: May 13, 2014.
  9. Kondolojy, Amanda. (May 20, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night + 'Silicon Valley', 'Real Housewives of Atlanta', 'River Monsters', 'Married to Medicine' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: May 20, 2014.
  10. Kondolojy, Amanda. (June 3, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night + NHL Conference Finals, 'Real Housewives of Atlanta: Kandi's Wedding', 'Silicon Valley' & Moreh. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: June 3, 2014.
  11. Bibel, Sara. (June 10, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night, 'Keeping Up With the Kardashians', 'Devious Maids', 'Veep', 'Turn' & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 1, 2016. წაკითხვის თარიღი: June 10, 2014.
  12. Kondolojy, Amanda. (June 17, 2014) Sunday Cable Ratings: 'Game of Thrones' Wins Night + World Cup Soccer, 'Keeping up with the Kardashians', NASCAR & More. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან - June 2, 2016. წაკითხვის თარიღი: June 17, 2014.
  13. სატახტოთა თამაში: სეზონი 4. Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: 29 აპრილი, 2014.
  14. 14.0 14.1 განახლებული: „სატახტოთა თამაშის“ რეიტინგები: სეზონი 1. TV by the Numbers (ივნისი 19, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - ივლისი 26, 2017. წაკითხვის თარიღი: ივლისი 26, 2017.
  15. 15.0 15.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 2 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 11, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  16. 16.0 16.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 3 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  17. 17.0 17.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 4 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 18, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  18. 18.0 18.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 5 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  19. 19.0 19.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 6 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 24, 2016.
  20. სატახტოთა თამაში: სეზონი 7 - რეიტინგები. TV Series Finale. წაკითხვის თარიღი: ივლისი 26, 2017.
  21. [14][15][16][17][18][19][20]