ტორმუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსახიობი კრისტოფერ ჰივჯუ, ტორმუნდის როლის შემსრულებელი.

ტორმუნდი (ინგლ. Tormund) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და აგრეთვე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია წიგნებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000), „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ნორვეგიელმა მსახიობმა კრისტოფერ ჰივჯუმ.

ტორმუნდი, რომელსაც ხშირად უწოდებენ ტორმუნდ „გოლიათების რისხვას“, არის ცნობილი მეომარი თავისუფალ ხალხში და მენს რეიდერის შემდეგ — ერთ-ერთი წინამძღოლი. ტორმუნდი პატივს სცემდა მენსს, როგორც კედლის მიღმელ მეფეს და ფიქრობდა, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც მათ გრძელი ღამის დროს გაუძღვებოდა. რაც დრო გავიდა და მენსი სტანის ბარათეონის ბრძანებით მოკლეს, მას სჯეროდა, რომ ნაწინასწარმეტყველები მეომარი მისი მტერი, ჯონ სნოუ იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტორმუნდი არის ველურების დიდ არმიის სანდო მეთაური. მან თავისი ძალები შეუერთა კედლის მიღმელ მეფის მენს რაიდერის ძალებს და მის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ლეიტენანტს წარმოადგენდა. ტორმუნდი არის არა მხოლოდ უნარიანი მეთაური, არამედ ძალიან საშიში და კარგად გამოცდილი მებრძოლიც. ეს დადასტურდა ციხე შავის ბრძოლის დროს, სადაც მან მოკლა ღამის აბგურის რამდენიმე ძმა და აშკარად დაჯაბნა სერ ალისერ თორნი ერთ ბრძოლაში და ლორდი პატარა ჯონ უმბერი ბასტარდების ბრძოლაში. ტორმუნდი დროის დიდ ნაწილს იყენებს სასმელისა და სექსუალური შეხვედრებისთვის, როგორც წესი, როგორც მოკავშირეების მორალის ასამაღლებლად. ის უკიდურესად ერთგულია მათ მიმართ, ვინც მის გვერდით იბრძოდა, თუნდაც ჯონ სნოუს, რომელმაც ერთხელ უღალატა მას და ველურებს.

ტორმუნდს ორი ქალიშვილი ჰყავს, თუმცა არ არის ნახსენები, ჰყავს თუ არა ვაჟები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
  • ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
  • ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]