ბრან სტარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიზეკ ჰემპსტედ რაიტი, პერსონაჟის როლის შემსრულებელი

ბრან სტარკი (ინგლ. Bran Stark) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ბრიტანელმა მსახიობმა აიზეკ ჰემპსტედ რაიტმა.

თავდაპირველად პერსონაჟი გამოჩნდა 1996 წელს გამოცემულ წიგნში „სატახტოთა თამაში“. ბრანი არის ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლევამოსილი „სტარკების ოჯახის“ წევრი. ფიგურირებს წიგნებში: „სატახტოთა თამაში“ (1996), „მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“ (2000) ხოლო ცენტრალური პესონაჟია „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005), და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011).

მეფე ბრან პირველადწოდებული, დაიბადა უინტერფელში, ის არის ნედ სტარკის და ლედი კეტლინ სტარკის 4 შვილი. ბრანი არის ვარგი, რომელიც მსახურობს როგორც სამთვალა ყორანი. საბოლოოდ იგი დაგვირგვინდა როგორც 6 სამეფოს პირველი არჩეული მეფე.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრანი დაიბადა და გაიზარდა უინტერფელში. მას ჰყავს უფროსი ძმა რობი, ასევე უმცროსი ძმა რიკონი, ორი უფროსი და არია და სანსა და უფროსი ნახევარძმა ჯონ სნოუ, რომელიც სინამდვილეში მისი დეიდის ლიანა სტარკის შვილია. სახელი ბრანი მამამისმა ნედ სტარკმა თავისი ძმის ბრანდონ სტარკის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც, შეშლილმა მეფე ეირის ტარგარიანმა, მოკლა მამამისთან რიკონ სტარკთან ერთად.

ბრანი ოცნებობდა, რაინდი გამხდარიყო და მეფის მეცველებს შორის ადგილი დაეკავებინა. აგრეთვე გატაცებული იყო გალავნის და კოშკის კედლებზე ცოცვით. ერთხელ, როდესაც ის კოშკზე აცოცდა, საწოლში ჯეიმი ლანისტერს და დედოფალ სერსეი ლანისტერს შეუსწრო. როდესაც ბრანი ჯეიმიმ შენიშნა, კოშკიდან გადააგდო და მას შემდეგ ბრანი სამუდამოდ ხეიბარი დარჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
  • ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
  • ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]