სტანის ბარათეონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტანის ბარათეონი (ინგლ. Stannis Baratheon) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), ცენტრალური პერსონაჟია რომანებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000), და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ბრიტანელმა მსახიობმა სტივენ დილიენმა.

ლორდი სტანის ბარათეონი იყო დრაგონსტოუნის ლორდი, ის არის მეფე რობერტ ბარათეონის უმცროსი ხოლო რენლი ბარათეონის უფროსი ძმა. სტანისი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც დაადგინა რობერტის შვილების ნამდვილი წარმომავლობა, ამიტომაც რობერტის სიკვდილის შემდეგ მან თავისი თავი რობერტის ნამდვილ და კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადა.

სტანისმა შავი მაგიის გამოყენებით მოკლა თავისი ძმა რადგან რენლიმაც განაცხადა პრეტენზია რკინის ტახტზე და გვირგინი დაიდგა. ამის საშუალებით მან არმია გაზარდა და იერიში მიიტანა მეფის საბიჯელზე, სტანისს გამარჯვება თითქმის მოპოვებული ჰქონდა თუმცა ტირელების და ტაივინ ლანისტერის გაერთიანებული არმია მოულოდნელად თავს დაესხა და დაამარცხეს. შავიწყლის ბრძოლის შემდეგ მან კვლავ გააგრძელა ომი, თუმცა დროდადრო მასზე უფრო იზრდებიდა ლედი მელისანდრას გავლენა. სტანისი ჩრდილოეთში გაემგზავრა შავციხის გადასარჩენად სადაც მან მენს რეიდერი და მისი ველურების არმია დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ სტანისმა ვინტერფელისკენ გაილაშქრა ბოლტონების დასამარცხებლად. ცუდი ამინდის გამო მან თავისი შვილი, შირინ ბარათეონი, მსხვერპლად შეწირა და ცოცხლად დაწვა რადგან იმედი ჰქონდა რომ თოვლი დადნებოდა.

სტანისი რემსი ბოლტონმა დაამარცხა ვინტერფელის ბრძოლაში, რადგან მისი ჯარისკაცების უმეტესობა გაქიცნენ შირინის დაწვის შემდეგ. ბრიანა ტართელმა ტყეში დაჭრილი იპოვა სტანისი და რენლი ბარათეონზე შურისძიების მიზნით თავი მოკვეთა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანისის პირადი გერბი

სტანის ბარათეონი, არის ლორდ სტეფონ ბარათეონის და ლედი კასანა ესტერმონტის მეორე ვაჟი, მეფე რობერტ ბარათეონის უმცროსი ხოლო რენლი ბარათეოინის უფროსი ძმა. სტეფონი იყო ბარათეონთა სახლის ხელმძღვანელი და გრიგალის კიდის ლორდი. გრიგალის კიდე არის 7 სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რადგან ბარათეონთა გვარი სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდია. სტეფონი გარდაიცვალა მაშინ როდესაც ბიჭები ძალიან პატარები იყვნენ, მისი ტიტული მემკვიდრეობით რობერტს გადაეცა.

რობერტი ხელმძღვანელობდა აჯანყებას, მეფე ეირის II ტარგარიენის წინააღმდეგ, აჯანყებულებს მიზნად ჰქონდათ დასახული „შეშლილი მეფე“ ტახტიდან ჩამოეგდოთ. ომის დროს სტანისი რობერტისთვის იბრძოდა. ის გრიგალის კიდის მცველად დატოვა რობერტმა ომის დასრულებამდე. გრიგალის კიდე ომის დასაწყისში ალყაში მოაქციეს, ამიტომაც სტანისს შიმშილობა უწევდა, თუმცა მთელი ციხე სერ დავოს სივორთმა გადაარჩინა, მან საზღვაო ბლოკადა გაარღვია და ხახვით დატვირთული გემი შეიყვანა. სტანისმა ის რაინდად აკურთხა თუმცა, კონტრაბანდისტობის გამო მას მარჯვენა ხელზე 4 თითი მოაჭრა. დავოსი მის სამართლიანობას სიამოვნებით შეეგება და ის თავის შვილთან ერთად ემსახურებოდა სტანისს ხუთი მეფის ომის დროსაც.

სტანისმა დაიპყრო ტარგარიენების საგავარეულო სამყოფელი დრაგონსტოუნი, თუმცა დეინერისი და ვისერისი გაექცნენ რომლებმაც თავისუფალ ქალაქებში გაცურეს. ბეილონ გრეიჯოის აჯანყების დროს, მან გაანადგურა რკინის ფლოტი და ლიდერობდა დიდი ვიკის ალყას.

სტანისს და რობერტს ერთმანეთი არასდროს ყვარებიათ, ომის შემდეგ რობერტმა გრიგალის კიდე რენლის უბოძა გამარჯვების ნიშნად, მიუხედავადა იმისა რომ, რენლი ძალიან პატარა იყო და გამარჯვება სტანისმა მოიპოვა. გრიგალის კიდის ნაცვლად სტანისს, დრაგონსტოუნი ერგო და მცირე საბჭოში გემების ოსტატად ემსახურებოდა. იმის გამო რომ სტანისი ძალიან სასტიკი იყო ის ბარათეონთა ძმებში ყველაზე ნაკლებად უყვარდათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]