ცეკვა დრაკონებთან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ცეკვა დრაკონებთან“
A Dance with Dragons

ამერიკული გამოცემის ყდა
ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი
ილუსტრატორი ლარი როსტენტი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Opus Press
გამოცემის თარიღი ივლისი, 2011
მედია ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები)
გვერდი 1040 (აშშ მაგარყდიანი)
წინამორბედი ნადიმი ყვავებისთვის
მომდევნო ზამთრის ქარები
ISBN ISBN 0-553-80147-3 (978-0553801477)

ცეკვა დრაკონებთან (ინგლ. A Dance with Dragons) — მეხუთე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი გამოიცა 2011 წლის 12 ივლისს. თავდაპირველად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მარტინი სერიის ტრილოგიად გამოშვებას აპირებდა, ცეკვა დრაკონებთან ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის სათაური უნდა ყოფილიყო. ზოგ ქვეყანაში წიგნი ორ ნაწილად გამოიცა, რომლებიც დასათაურებული იყო, როგორც ოცნებები და მტვერი და ნადიმის შემდეგ.

წიგნის თავთა ნაწილი მეოთხე ნაწილისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მარტინმა ეს უკანასკნელი დაუსრულებელი ნამუშევრის დიდი მოცულობის გამო ორ ნაწილად გაყო პერსონაჟებისა და მოქმედებების ადგილების მიხედვით. შედეგად, სერიის მეოთხე და მეხუთე წიგნებში მოქმედება პარალელურად მიმდინარეობს.[1]

ცეკვა დრაკონებთან იყო მეორე რომანი სერიაში, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში.[2] გამოცემიდან რამდენიმე კვირაში, წიგნი პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა Publisher's Weekly-სა და USA Today-ის ბესტსელერთა სიებში. 2012 წელს ის ასევე ნომინირებული იყო ჰიუგოსა[3] და ლოკუსის ჯილდოებზე.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარტინი, ჯორჯ რ. რ.. (May 29, 2005) Done.. GeorgeRRMartin.com (Author's official website). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 31, 2005. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
  2. New York Times bestseller list. The New York Times. NYTimes.com. ციტირების თარიღი: July 24, 2011.
  3. 2012 Hugo Awards. Hugo Awards. ციტირების თარიღი: 8 April 2012.
  4. http://www.locusmag.com/News/2012/05/2012-locus-award-finalists/