სატახტოთა თამაში (სეზონი 7)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სატახტოთა თამაში (სეზონი 7)
Game of Thrones Season 7.png
პრომოპოსტერი
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 7
ეთერი
ორიგინალური არხი HBO
პირველად ეთერში ივლისი 16, 2017 (2017-07-16) – აგვისტო 27, 2017 (2017-08-27)
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 6
ეპიზოდების სია

ამერიკული ფენტეზის ჟანრის ტელესერიალ „სატახტოთა თამაშის“ მეშვიდე სეზონის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, 2016 წლის 17 ივლისს და დასრულდა 27 აგვისტოს.[1][2][3]. განსხვავებით წინა სეზონებისგან, იგი შედგება შვიდი ეპიზოდისგან.[4] სეზონი ეფუძნება ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ჯერ გამოუცემელ მასალას[5][6]. სერიალის ავტორები არიან დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისი.

2016 წლის 21 აპრილს HBO-მ მეშვიდე სეზონის წარმოება შეუკვეთა. გადაღება 2016 წლის 31 აგვისტოს დაიწყო, ძირითადად - ჩრდილოეთ ირლანდიაში, ესპანეთში და ისლანდიაში.

სეზონში მონაწილეობს მსახიობთა დიდი გუნდი. მათში შედიან პიტერ დინკლიჯი, ლენა ჰიდი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, ემილია კლარკი და კიტ ჰერინგტონი. ახალი პერსონაჟების შემსრულებელ მსახიობებს შორის არიან ჯიმ ბროუდბენტი და ტომ ჰოპერი

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდება [7]რეჟისორი [8]სცენარის ავტორი [7]ორიგინალური ეთერის თარიღი [3]აშშ მაყურებელი
(მილიონი)
611„დრაკონის ქვა“
„Dragonstone“
ჯერემი პოდესვადევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიივლისი 16, 2017 (2017-07-16)10.10[9]
უოლდერ ფრეი მართავს ნადიმს ყველა ფრეისთვის, რომელიც ესწრებოდა წითელ ქორწილს. აღმოჩნდება, რომ ღვინო მოწამლულია, ხოლო ფრეი მოულოდნელად იხსნის სახეს და არიას სახით წარდგება. მოგვიანებით იგი ლანისტერების სამხედროებს ხვდება. როდესაც ეუბნება, რომ დედოფლის მოსაკლავად მიდის, ყველა დასცინის, რადგან ფიქრობენ, რომ ხუმრობს. ღამის მეფე და მკვდრების ლაშქარი (რომელსაც დაემატა სამი გოლიათი) სამხრეთისკენ მიემართებიან. ბრანს და მირას კედელთან ხვდებიან ედი და ღამის აბგური და ბავშვებს ციხესიმაგრეში უშვებენ. უინტერფელში ჯონ სნოუ საუბრობს, რომ აუცილებელია ობსიდიანის ყველა წყაროს მოძიება და აგრეთვე ყველა მოკავშირის მომზადება მკვდრებთან საბრძოლველად. იგი კარსტარკის ასულ ელისს და ნედს, ძეს ამბერის მათი წინაპრების შეცდომებს პატიობს, ვინაიდან თვლის, რომ შთამომავლები არ უნდა დაისაჯონ სხვების შეცდომების გარეშე. სანსა მის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რაც უფრო ნათელი ხდება საბჭოს შემდეგ. ამასთან, უინტერფელში მოდის წერილი სერსისგან, რომელშიც დედოფალი მოითხოვს მის აღიარებას და მის წინაშე მუხლის მოდრეკას. სანსა აფრთხილებს ჯონს, რომ სერსი არაფერს შეუშინდება, რათა მიაღწიოს საკუთარ მიზანს. მას მოგვიანებით ბეილიში ესაუბრება და ეუბნება, რომ მხოლოდ ის სურს, რომ სანსა ბედნიერი იყოს. თუმცა, სანსა მის მხარდაჭერაზე უარს უამბობს. სერსი ესაუბრება ჯეიმეს იმაზე, რომ მათ ყველა მხრიდან მტრები ჰყავთ და მხოლოდ ერთი, ახალი მოკავშირე, ეურონ გრეიჯოი. მოგვიანებით იგი დედოფლის წინაშე სატახტო დარბაზში წარდგება, მაგრამ თავისი ლაშქრის მხრიდან მხარდაჭერის სანაცვლოდ მის ცოლობას ითხოვს, რაზეც სერსი უარს ეუბნება. გრეიჯოი მიდის, მაგრამ ამბობს, რომ ნდობის მოსაპოვებლად ძღვენს მიართმევს. სემი ეუფლება მეისტერის ხელოვნებას, თუმცა ამავე დროს დაინტერესდება ბიბლიოთეკის საიდუმლო განყოფილებით. იპარავს რა არქიმეისტერის გასაღებს, მოიპოვებს რამდენიმე წიგნს და მათ შესწავლას თავისუფალ დროს უთმობს. საბოლოოდ იგი აღმოაჩენს, რომ ობსიდიანი მოიპოვება დრაკონის ქვაზე და ჯონს სწერს წერილს ამის თაობაზე. მოგვიანებით, როდესაც იგი ოთახებში დაატარებს საჭმელს, ერთ-ერთი ოთახიდან სენიან ხელს გამოჰყოფს უცნობი და ეკითხება, გამოჩნდა თუ არა დეინერისი - ეს ჯორაჰ მორმონტია. ჩრდილოეთში უბაირაღო საძმო შედის სახლში, რომელშიც კლიგანმა მოკლა მამა და შვილი. მირელი თოროსი მას აიძულებს, ჩაიხედოს ცეცხლში, სადაც ქოფაკი ჩრდილოეთიდან მომავალ მკვდრებს იხილავს. მას უბრუნდება ღმერთების რწმენა. ღამით იგი დგება და მამას და შვილს ამოუთხრის საფლავებს და მარხავს. დეინერისი და მისი ფლოტი ჩადიან დრაკონის ქვაზე და შედიან ტარგარიენების საგვარეულოს უძველეს ციხესიმაგრეში.
622„ქარიშხალშობილი“
„Stormborn“
მარკ მაილოდიბრაიან კოგმენიივლისი 23, 2017 (2017-07-23)9.27[10]
დეინერისის ბრძანებით, დორნელები იარას ფლოტით დორნისკენ მიემართებიან, ხოლო უნაკლოები კასტერლის კლდისკენ მიემგზავრებიან. ტარგარიენი გადაწყვიტავს, ჯერ არ დაესხას სამეფო ნავსაყუდელს – სანაცვლოდ იგი ნამდვილ ალყას გეგმავს. ვარისისგან იგი ითხოვს, ღალატის სანაცვლოდ, მომავალში მისი შეცდომები გააკრიტიკოს. დრაკონის ქვაზე ბრუნდება მელისანდრე, რომელიც დეინერისს უამბობს მასსა და ჯონთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაზე. მისანდეი რუხ ჭიასთან, უკანასკნელის გამგზავრებამდე, სიყვარულით კავდება. სამეფო ნავსაყუდელში, დარბაზში, სერსი რამდენიმე ლორდს ესაუბრება და ითხოვს ერთგულებას, ხოლო რენდელ ტარლის სამხრეთის მცველის სტატუსს ჰპირდება. კვიბერნი სერსის უჩვენებს დიდ ბალისტას, რომელიც დრაკონების მოსაკლავად შეიქმნა. არია ხვდება „ღვეზელს“, რომლისგანაც შეიტყობს, რომ ჯონი ჩრდილოეთის მეფედ გამოაცხადეს და გადაწყვიტავს, მასთან გაემგზავროს. გზად იგი აგრეთვე ხვდება თავის მგელსაზარას, ნიმერიას და სთხოვს თან წაყოლას, თუმცა ნიმერია, სხვა მგლებთან ერთად, მას ტოვებს. სემისგან წერილის მიღების შემდეგ ჯონი უინტერფელს ობსიდიანის მოპოვების იმედით ტოვებს, ხოლო სანსას დროებით ანიჭებს მართვის უფლებას. ბეილიშს იგი აფრთხილებს, არც კი გაეკაროს მის დას. სემი ფარულად იწყებს ჯორაჰის მკურნალობას. ეურონის ფლოტი ესხმის იარას გემებს. ობარა და ნიმერია სენდებს კლავენ, ხოლო ელარია და ტიენა სენდებს, ისევე, როგორც იარას, იჭერენ. შეშინებული თეონი თავს გაქცევით უშველის.
633„დედოფლის მართლმსაჯულება“[7]
„The Queen's Justice“
მარკ მაილოდიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიივლისი 30, 2017 (2017-07-30)9.25[11]
სნოუ და სერ დავოსი ჩადიან დრაკონის ქვაზე, მაგრამ ჯონი უარს უამბობს დეინერისის წინაშე მუხლის მოდრეკვაზე. იგი ცდილობს, დაარწმუნოს დედოფალი, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე, ვიდრე სერსი - ღამის მეფე და თეთრი მოხეტიალეები. ტირიონი მოგვიანებით ესაუბრება მას, შემდეგ კი - დეინერისს, რის შემდეგ უკანასკნელი ჯონს ნებას რთავს, მოიპოვოს ობსიდიანი. იარა გრეიჯოის ფლოტის დარჩენილი მეზღვაურები პოულობენ თეონს, მაგრამ იგი იტყუება და არ ეუბნება, რომ შეეშინდა და საკუთარი სწორედ ამ მიზეზით მიატოვა. ეურონ გრეიჯოი ბრუნდება სამეფო ნავსაყუდელში, ძღვენით, ელარია და ტიენა სენდების სახით, მაგრამ კმაყოფილი დედოფალი ეუბნება, რომ სამადლობელო ძღვენს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც ომს მოიგებენ. საპყრობილეში სერსი ტიენას კოცნის დედის წინაშე და აღმოჩნდება, რომ მან გოგონა მოწამლა. მეორე დღეს ნავსაყუდელში ჩადის რკინის ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ვალის დაბრუნების შესახებ შეახსენებს, მაგრამ სერსი საამისოდ ორი კვირის ვადას ითხოვს. კასტერლის კლდეზე უნაკლოები იპყრობენ ციხესიმაგრეს, მაგრამ ამ დროს ბრუნდება ეურონ გრეიჯოი, რომელიც მათ ფლოტს ანადგურებს. ლანისტერები იღებენ ტირელების სატახტო ქალაქს, ხოლო ჯეიმე ოლენას წამლავს. სანამ იგი მის ოთახს ტოვებს, ოლენა უამბობს, რომ ჯოფრი მოკლა. ჯორაჰ მორმონტი განკურნებულია და ემზადება დეინერისთან დასაბრუნებლად. არქიმეისტერი განრისხებულია სემის თვითნებური ქმედებებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უთითებს ძველ, დამპალ წიგნებზე, რომლებიც, სასჯელის სახით, ტარლიმ უნდა გადაწეროს. უინტერფელში ჩადის ბრანი. როდესაც სანსა მას ესაუბრება, იგი იკავებს თავს ახსნა-განმარტებისგან, ეუბნება რა მხოლოდ იმას, რომ სამთვალიანი ყორანია და ყველაფერს ხედავს. მას შემდეგ, რაც შეახსენებს ქორწინების პირველ ღამეს, შეშინებული სანსა მას ღმერთების ტყეში ტოვებს.
644„საომარი ნადავლი“[12]
„The Spoils of War“
მეტ შეკმენიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიაგვისტო 6, 2017 (2017-08-06)10.17[13]
არია ბრუნდება უინტერფელში, სადაც კვლავ სანსასთან და ბრანთან ერთად არის. იგი ეფარიკავება ბრიენას, რომელსაც გააოგნებს დახვეწილი საბრძოლო ტექნიკით. ბრანი ემშვიდობება მირას, მიანიშნებს რა, რომ იგი აღარ არის ის ბიჭუნა, რომელსაც გოგონა ჩრდილოეთისკენ მოგზაურობისას ეხმარებოდა. ბეილიში ბრანს გადასცემს დანას, რომლითაც თავის დროზე უკანასკნელის მოკვლა სცადეს. სერსი რკინის ბანკს ჰპირდება ვალის სრულად დაბრუნებას, იმ იმედით, რომ მისი ძმა სამეფო ნავსაყუდელში ტირელების ოქროთი დაბრუნდება. ჯონს დეინერისი მიჰყავს გამოქვაბულში, სადაც არა მხოლოდ ობსიდიანს, არამედ ტყის შვილების მიერ კედლებზე გამოსახულ თეთრ მოხეტიალეებსაც უჩვენებს. მოგვიანებით დეინერისი შეიტყობს, რომ კასტერლის კლდის ალყა ლანისტერების სატყუარა იყო და მათ სინამდვილეში იერიში ტირელებზე მიიტანეს. ტირიონის გაფრთხილების მიუხედავად იგი, განრისხებული, დროგონთან და დოთრაკელების ლაშქართან ერთად, გზად ხვდება ჯეიმეს და ბრონს, რომლებიც მიუძღვიან ოქროთი დატვირთულ ლაშქარს. დრაკონი ირგლივ ყველაფერს ცეცხლში მოაქცევს, მაგრამ დაჭრილია ბრონის მიერ ბალისტით. ჯეიმე ცდილობს, იხელთოს ჟამი და დეინერისს დაარტყას, მაგრამ დროგონი მოულოდნელად ცეცხლით ხვდება. ბრონი ჯეიმეს გადაარჩენს და მასთან ერთად მდინარეში ეშვება.
655„აღმოსავლეთის გუშაგი“[14]
„Eastwatch“
მეტ შეკმენიდეივ ჰილიაგვისტო 13, 2017 (2017-08-13)10.72[15]
ჯეიმე და ბრონი ბრუნდებიან სამეფო ნავსაყუდელში. ტირიონის რჩევის მიუხედავად დეინერისი რენდელ და დიკონ ტარლის ცოცხლად წვამს, ხოლო სხვა ტყვეები მის წინაშე, შეშინებულები, მუხლს იდრეკენ. ვარისი და ტირიონი მოგვიანებით საუბრობენ ამ სისასტიკის შესახებ. ჯორაჰი დრაკონის ქვაზე ჩადის და დეინერისის სამსახურში ბრუნდება. მეისტერი ვოლკანი ჯონს და ციტადელს ატყობინებს თეთრი მოხეტიალეების მოახლოების შესახებ. ჯონი გადაწყვიტავს, გადავიდეს ჩრდილოეთით, კედლის მიღმა და დაიჭიროს ერთ-ერთი მოსიარულე, რათა სერსი დაარწმუნოს დროებითი გაერთიანების აუცილებლობაში. დავოსი ტირიონს სამეფო ნავსაყუდელში აპარებს, სადაც უკანასკნელი ხვდება ჯეიმეს და უამბობს მოხეტიალეების შესახებ და ასევე ითხოვს დროებით გაერთიანებას. სერსი თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ არ სწამს ამ ამბების. იგი ჯეიმეს ამცნობს, რომ ფეხმძიმედ არის. დავოსი სამჭედლოში პოულობს გენდრის, რომელსაც ასევე სურს ბრძოლა. მასთან და ტირიონთან ერთად სივორთი ბრუნდება დრაკონის ქვაზე. უმაღლეს სეპტონ მეინარდის ჩანაწერებში გილი აღმოაჩენს, რომ რაეგარ ტარგარიენი ლიანა სტარკთან კანონიერად იყო დაქორწინებული, რითაც ნათელი ხდება, რომ უფლისწული ჯონ სნოუ უნდა ყოფილიყო. ციტადელში დასცინიან ვოლკანის წერილს. მათი მხრიდან ასეთი დამოკიდებულებით დაღლილი სემუელი იპარავს რამდენიმე წიგნს აკრძალული საცავიდან და გილისთან და პატარა სემთან ერთად ქალაქს ტოვებს. უინტერფელში ბეილიში ამჩნევს, რომ არია უთვალთვალებს, ამიტომ ისე მოაწყობს, რომ არია წაიკითხავს წერილს, რომელიც დიდი ხნის წინ სანსამ საკუთარი მამის შესახებ დაწერა, სხვების დაძალებით, როდესაც ჯერ კიდევ სამეფო ნავსაყუდელში ცხოვრობდა. ჯონს, ჯორაჰს და გენდრის უერთდებიან ქოფაკი, საძმო და თავისუფალი ხალხი ტორმუნდის მეთაურობით. ისინი ტოვებენ კედელს და მიემართებიან თეთრი მოხეტიალეს დასაჭერად.
666„კედლის მიღმა“[16]
„Beyond the Wall“
ალან ტეილორიდევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიაგვისტო 20, 2017 (2017-08-20)10.24[17]
უინტერფელში ბეილიში ცდილობს ერთმანეთს დააშოროს სანსა და არია. დებს შორის კამათი იწყება მას შემდეგ, რაც არია სანსას ესაუბრება რობთან გაგზავნილი წერილის შესახებ. სანსა აგრეთვე აღმოაჩენს ბრაავოსიდან წამოღებულ ჩანთას, რომელშიც სახეები ინახება. ტირიონი დეინერისს სერსისთან მომავალი შეხვედრის შესახებ რჩევებს აძლევს. კედლის მიღმა ჯონი და მისი რაზმი იჭერენ ერთ-ერთ მკვდარს, თუმცა ექცევიან ღამის მეფის ლაშქრის ალყაში. ჯონის მითითებით გენდრი ბრუნდება კედელზე და დეინერისთან აგზავნის წერილს დახმარების თხოვნით. მოხეტიალეები უფრო მეტად უახლოვდებიან ჯონს და რაზმს, მაგრამ ამ დროს ჩნდება დეინერისი, სამივე დრაკონთან ერთად. ისინი იწყებენ მოხეტიალეების განადგურებას. შეჩერების მცდელობისას, ღამის მეფე ყინულოვან შუბს ვიზერონს ესვრის და კლავს. დეინერისი რაზმთან ერთად ტოვებს იქაურობას, მაგრამ ჯონი თან ვერ მიჰყავს. თუმცა, სნოუს ეხმარება ბენჯენ სტარკი, რომელიც მისთვის თავს შესწირავს. ჯონი უბრუნდება დეინერისს და საბოლოოდ ეფიცება ჩრდილოეთის ერთგულებას. ღამის მეფე აცოცხლებს ვიზერიონს და მას საკუთარი ლაშქარის ნაწილად აქცევს.
677„დრაკონი და მგელი“[18]
„The Dragon and the Wolf“
ჯერემი პოდესვა[19]დევიდ ბენიოფი და დ. ბ. უაისიაგვისტო 27, 2017 (2017-08-27)[3]12.07[20]
დეინერისი, ჯონი და სხვები ხვდებიან სერსის და საფრთხის მტკიცებულების სახით წარუდგენენ მკვდარს. სერსი ჯონისგან მოითხოვს ნეიტრალურობას დეინერისთან ომში. სნოუ ეუბნება, რომ ორ დედოფალს ვერ ემსახურება, რის გამოც სერსი იქაურობას ტოვებს. ტირიონი მოგვიანებით ცდილობს, დაარწმუნოს სერსი, რომ აუცილებელია გაერთიანება. თეონი, სხვა მეზღვაურების მხრიდან მისდამი ნდობის აღდგენის შემდეგ, მიემგზავრება იარას გადასარჩენად. სერსი ჯეიმეს ეუბნება, რომ სინამდვილეში ჯონს და დეინერისს მკვდრებს დაუპირისპირებს, გამარჯვებულ მხარეს კი დაამარცხებს ბრაავოსის ოქროს ლაშქარის დახმარებით. გაოგნებული ჯეიმე სამეფო ნავსაყუდელს ტოვებს. ჯონი და დეინერისი უინტერფელისკენ მიემგზავრებიან, გზად კი, გემზე, სიყვარულით კავდებიან. უინტერფელში ბეილიში ცდილობს, დაარწმუნოს სანსა, რომ არია ცდილობს მისი ადგილის დაკავებას. მაგრამ, როდესაც არიას აპატიმრებენ და მიჰყავთ დარბაზში გასასამართლებლად, აღმოჩნდება, რომ სამსჯავრო ეხება ბეილიშს, რომელსაც არია ადგილზე კლავს სტარკების და არენების საგვარეულობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო. სემუელი ბრუნდება უინტერფელში და ბრანისგან შეიტყობს, რომ ჯონის ნამდვილი სახელი და გვარი ეიგონ ტარგარიენია. ცნობილი ხდება, რომ რაეგარ ტარგარიენმა და ლიანა სტარკმა ფარულად იქორწინეს მას შემდეგ, რაც რაეგარმა შეწყვიტა ელია მარტელთან კავშირი. ამრიგად, ჯონი რკინის ტახტის ნამდვილი მემკვიდრეა. მკვდრები მიადგებიან აღმოსავლეთ აბგურს. ღამის მეფე, ვიზერიონის დახმარებით, ანადგურებს კედელს და ლაშქართან ერთად სამხრეთისკენ მიემართება.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსების გამოხმაურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატახტოთა თამაში (სეზონი 7): კრიტიკოსების შეფასება ეპიზოდის მიხედვით
  • სეზონი 7 (2017): Rotten Tomatoes-ზე გამოქვეყნებული დადებითი შეფასებების პროცენტი[21]

რეიტინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატახტოთა თამაში: აშშ მაყურებელი ეპიზოდის მიხედვით (მილიონი)
სეზონიეპ. 1ეპ. 2ეპ. 3ეპ. 4ეპ. 5ეპ. 6ეპ. 7ეპ. 8ეპ. 9ეპ. 10საშუალო
12.222.202.442.452.582.442.402.722.663.042.52[22]
23.863.763.773.653.903.883.693.863.384.203.80[23]
34.374.274.724.875.355.504.845.135.225.394.97[24]
46.646.316.596.957.166.407.207.176.957.096.84[25]
58.006.816.716.826.566.245.407.017.148.116.88[26]
67.947.297.287.827.896.717.807.607.668.897.69[27]
710.119.279.2510.1710.7210.24-არ არის-

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "HBO Renews Hit Series "Game of Thrones," "Silicon Valley" and "Veep" for 2017" (Press release). HBO. April 21, 2016. Retrieved April 29, 2016. 
  2. Opam, Kwame. (March 9, 2017) Game of Thrones season 7 premieres on July 16th. The Verge. წაკითხვის თარიღი: March 9, 2017.
  3. 3.0 3.1 3.2 Shows A-Z - game of thrones on hbo. The Futon Critic. წაკითხვის თარიღი: April 4, 2017.
  4. Hibberd, James. (July 18, 2016) Game of Thrones: HBO announces summer return, 7 episodes. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: July 18, 2016.
  5. Hibberd, James. (May 24, 2016) George R.R. Martin revealed 3 huge shocks to Game of Thrones producers. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: March 13, 2017.
  6. Binging
  7. 7.0 7.1 7.2 Hibberd, James. (July 7, 2017) Game of Thrones releases season 7 episode titles, details. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: July 7, 2017.
  8. Game of Thrones season 7: US and UK air date, teaser trailer, official poster, cast, rumors, and everything you need to know. GamesRadar. წაკითხვის თარიღი: April 4, 2017.
  9. Otterson, Joe. (July 17, 2017) ‘Game of Thrones’ Season 7 Premiere Shatters HBO Ratings Records. Variety. წაკითხვის თარიღი: July 17, 2017.
  10. Porter, Rick. (July 25, 2017) Sunday cable ratings: 'Phelps vs. Shark' strong, 'Game of Thrones' boosts 'Ballers,' 'Insecure'. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: July 25, 2017.
  11. Porter, Rick. (August 1, 2017) Sunday cable ratings: 'Rick & Morty' returns strong, more highs for 'Insecure' and 'Ballers'. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: August 1, 2017.
  12. Wigler, Josh. (July 30, 2017) 'Game of Thrones': Daenerys Needs Jon Snow's Help in 'The Spoils of War'. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: July 31, 2017.
  13. Porter, Rick. (August 8, 2017) Sunday cable ratings: 'Sharknado 5' lacks bite, 'Game of Thrones' hits total-viewer high. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: August 8, 2017.
  14. Game of Thrones, S7 EP 65: Eastwatch. HBO. წაკითხვის თარიღი: August 7, 2017.
  15. Porter, Rick. (August 15, 2017) Sunday cable ratings: ‘Game of Thrones’ scores another series high. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: August 15, 2017.
  16. Tomlin, Jack. (August 14, 2017) The White Walkers return in the first look trailer for Game of Thrones season 7 episode 6. Digital Spy. წაკითხვის თარიღი: August 14, 2017.
  17. Porter, Rick. (August 22, 2017) Sunday cable ratings: ‘Survivor’s Remorse’ premiere steady, ‘Game of Thrones’ down a little. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: August 22, 2017
  18. Game of Thrones 67: The Dragon and the Wolf. HBO. წაკითხვის თარიღი: August 22, 2017.
  19. Game of Thrones season 7: US and UK air date, teaser trailer, official poster, cast, rumors, and everything you need to know. GamesRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 4, 2017. წაკითხვის თარიღი: April 4, 2017.
  20. Porter, Rick. (August 28, 2017) ‘Game of Thrones’ Season 7 finale smashes more records for HBO. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: August 28, 2017
  21. სატახტოთა თამაში: სეზონი 7. Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო, 2017.
  22. 22.0 22.1 განახლებული: „სატახტოთა თამაშის“ რეიტინგები: სეზონი 1. TV by the Numbers (ივნისი 19, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან - ივლისი 26, 2017. წაკითხვის თარიღი: ივლისი 26, 2017.
  23. 23.0 23.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 2 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 11, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  24. 24.0 24.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 3 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 12, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  25. 25.0 25.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 4 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 18, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  26. 26.0 26.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 5 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 16, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 18, 2016.
  27. 27.0 27.1 სატახტოთა თამაში: სეზონი 6 - რეიტინგები. TV Series Finale (ივნისი 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან - სექტემბერი 1, 2016. წაკითხვის თარიღი: აპრილი 24, 2016.
  28. სატახტოთა თამაში: სეზონი 7 - რეიტინგები. TV Series Finale. წაკითხვის თარიღი: ივლისი 26, 2017.
  29. [22][23][24][25][26][27][28]