პეტირ ბეილიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტირ ბეილიში (ინგლ. Petyr Baelish) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), ცენტრალური პერსონაჟია რომანებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000) და „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ირლანდიელმა მსახიობმა აიდან გილენმა.

ლორდ პეტირ ბეილიში ასევე ცნობილი როგორც „ნეკა“, პეტირი იყო მონეტების ოსტატი მეფე რობერტ ბარათეონისა და ჯოფრი ბარათეონის მცირე საბჭოში. მეფის საბიჯელში ფლობდა ბორდელებს საიდანაც შემოსულ სიმდიდრეს დაზვერვას ახარჯებდა რათა შეესწავლა თავისი კონკურენტები. ბეილიშის ჯაშუშური ქსელი მხოლოდ თავის მთავარ ვარისისას ჩამორჩებოდა, რომელიც მისი მთავარი კონკურენტი იყო. ძალაუფლებისკენ სწრაფვისას, მან მოაწყო უზარმაზარი კონფლიქტი ვესტეროსში მრავალი შეთქმულებისა და მკვლელობების გზით, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია ხუთი მეფის ომი, შედეგად ვესტეროსის მრავალი საგვარეულო განადგურდა.

პეტირი ჯონ არინის ქვრივზე, ლიზა არინზე, დაქორწინდა მოგვიანებით კი მან ის თავად მოკლა და გახდა ველის ლორდ-პროტეკტორი. მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ველის კანონიერ ლორდზე რობერტ არინზეც. რკინის ტახტზე ასვლის სურვილის განსახორცილებლად, ის მანიპულირებდა სანსა სტარკზე თუმცა მისი დანაშაულების გამოაშკარავების შემდეგ პეტირი სიკვდილით დასაჯეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტირ ბეილიში იყო ბეილიშის სახლის უფროსი და უკიდურესად მცირე სასხლის მბრძანებელი, იმდენად მცირე, რომ მას არც სახელი აქვს, მდებარეობს თითების პატარა მხარეში, არინის ველის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სანაპირო რეგიონში.

პეტირი წავიდა რივერრანში, როდესაც ის რვა წლის იყო და ყველაფერი, რაც მას ჰქონდა, ჩანთაში ელაგა. რივერრანში ის დაუმეგობრდა ჰოსტერის ქალიშვილებს კეტლინსა და ლიზას. მათმა ძმამ ედმურმა დამცინავად დაარქვა პეტირს "პატარა თითი", იმ დროისთვის მისი მცირე სიმაღლისა და მისი მცირე მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის მიხედვით. მეტსახელი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩებოდა. საბოლოოდ, პეტირმაც კი სარკასტულად მიიღო მეტსახელი, რადგან ეს აჩვენებდა იმას თუ რამდენად ძლიერ იყო იგი ამაღლებული, ღარიბი ბიჭიდან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩინოვნიკამდე.

პეტირი შეყვარებული იყო კეტლინ სტარკზე თუმცა საპასუხოდ არაფერი მიუღია. ლიზა კი პეტირით იყო გატაცებული, მაგრამ ბეილიშს მხოლოდ კეტლინი უყვარდა. საბოლოოდ, როდესაც იგი დანიშნეს ბრენდონ სტარკზე, ვინტერფელის მომავალ ლორდზე, პეტირმა ბრენდონი დუელში გამოიწვია და ფიქრობდა რომ გაიმარჯვებდა თუმცა სტარკი მასზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და კინაღამ მოკლა თუმცა, კეტლინმა სთხოვა შეეწყალებინათ იგი და ბრენდონი ასეც მოიქცა. ამის შემდეგ პეტირი გააძევეს რივერანიდან და უბრძანეს ველში დაბრუნება. რობერტის აჯანყების დროს, მეფე ეირის II ტარგარიენმა სიკვდილით დასაჯა ბრენდონი ამიტომაც, კეტლინი დაქორწინდა მის უმცროსს ძმაზე ნედ სტარკზე, ხოლო ლიზა არინი ცოლად შეირთო ველის ლორდმა ჯონ არინმა, ორივე ქორწინება პოლიტიკური გარიგების ნაწილი იყო.

ლიზას მანიპულირებით, პეტირი ჯონის სამსახურში ჩაერთო, ჯერ როგორც მებაჟე გულთაუნში, მან იქ ათჯერ გაზარდა პორტის შემოსავალი. „ნეკას“ ფინანსური სიბრძნის წარმოჩენის შემდეგ, ლიზამ ჯონ არინი დაარწმუნა რომ პეტირი რობერტ ბარათეონის მცირე საბჭოზე მიეყვანა. პეტირს თავისი აშკარა ამბიციების გამო მისი კონკურენტი იყო ჯაშუშთა ოსტატი ვარისი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]