პოლ გაშე
პოლ-ფერდინანდ გაშე (ფრანგ. Paul-Ferdinand Gachet; დ. 30 ივლისი, 1828 — გ. 9 იანვარი, 1909) — ფრანგი ექიმი, განსაკუთრებით ცნობილია იმ ფაქტით, რომ ის უვლიდა და მკურნალობდა ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტ მხატვარს ვინსენტ ვან გოგს მისი სიცოცხლის უკანასკნელი კვირების განმავლობაში ოვერში. ამასთან პოლ გაშე იყო არტისტების აქტიური თანამშრომელი და მხარდამჭერი, განსაკუთრებით პოსტიმპრესიონისტებისა. ის იყო მმოყვარული მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც გაირჩევა წარწწერით „პოლ ვან რაისელი“, მისი დაბადების ადგილის მიხედვით: გაშე წარმოშობით რაისელიდან იყო („დან“ ჰოლანდიურად - „van“) - ლილის ნიდერლანდური სახელი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლ გაშე დაიბადა და გაიზარდა ლილში, მისი ოჯახი მეხელენში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაშეს მამას მოუხდა სამსახურის ახალ განყოფილებაში გადასვლა 1844-1845 წლებში.[2]
მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის სტატუსი პარიზის უნივერსიტეტში შემდეგ კი შეუდგა ფსიქოლოგად მუშაობას ბისერტეს და სალპერტიერეს საავადმყოფოში. სადაც მისი მასწავლებელი და დამხმარე იყო არმანდ ტროუსაუ. 1858 წელს მან მიიღო სამედიცინო ხარისხი მისი დისერტაციისათვის (Étude sur la Mélancolie).
ის ამის შემდეგ ბრუნდება პარიზში და იწყებს დამოუკიდებლად მუშაობას. ის იცნობდა გუსტავ კურბეს, შანფლიორს, ვიქტორ ჰიუგოს და მოგვიანებით პოლ სეზანიც გაიცნო. ის იყო ქიმიკოსი ჰენრი ნესტლეს ახლო მეგობარი, რომლის მიერ ნაწწარმოებ რძის ფხვნილსაც ხშირად უნიშნავდა საკუთარ პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებს.
მან დიდი დრო გაატარა ჩარლ მერიონთან კარენტონში გადასვლის შემდეგ. მან იხილა პიერ ოგიუსტ რენუარი მას შემდეგ, რაც ის 1882 წელს მძიმე პნევმონიისგან განიკურნა. მან ურჩია ედუარ მანეს რომ გაეკეთებინა ფეხის ამპუტაცია. მაგრამ მანემ მას არ დაუჯერა.
პოლ გაშეს საფლავი პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოს 52 სექციაშია განთავსებული.[3]
პოლ გაშე და ვინსენტ ვან გოგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვინსენტი ვან გოგის ძმა, თეო ვან გოგი ფიქრობდა, რომ პოლ გაშეს სენსიტიურობა და ხასიათი ზუსტად შეესაბამებოდა ისეთი ეიმის ხასიათსადა თვისებებს, როგორიც ვინსენტ ვან გოგს ესაჭირეობა. მიუხედავად ამისა თავდაპირველად ვინსენტი არ ყოფილა მოხიბლული პოლ გაშეს პიროვნებითა და საქმიანობით.[4] და მას შემდეგნაირად აღწერდა: „ჩემზე მეტად ავადმყოფი, ან შეიძლება ვთქვათ ისეთივე როგორიც მე ვარ“. თუმცაღა მალევე ის ძალიან დაუმეგობრდა გაშეს და მას როგორც ახლო მეგობარს მოიხსენიებდა წერილებში, ის მისი მეორე ახლო ადამიანი იყო ძმის შემდეგ.
პოლ გაშეზე საშინლად იმოქმედა ვინსენტ ვან გოგის თვითმკვლელობამ, რაც ექიმისთვის კვირების მუშაობის შემდეგ იმედგამაცრუებელი და ტრაგიკული იყო. ბოლო პერიოდში ვან გოგი ვერ ახერხებდა შეესრულებინა ექიმის მითითებები ალკოჰოლისა და თამბაქოს შესახებ. არნოლდის თქმით, „არ არსებობდა ექიმი, რომელიც შეძლებდა ვინსენტ ვან გოგის დაავადებასთან გამკლავებას.“[5] და ის აქვეყნებს ინფორმაციას იმ წამლებისა და მკურნალობის ხერხების შესახებ რომელიც ცინსენტის გამოჯანმრთელებას ემსახურებოდა: „დაავადება არ ყოფილა ისეთი მარტივი და მორჩილი, როგორსაც ექიმები და ასისტენტები ელოდნენ“[6]
როლი ხელოვნებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლ გაშე მეგობრობდა და მკურნალობდა ისეთ მხატვრებს, როგორებიც იყვნენ, რენუარი, მანე, სეზანი და გენუეტე, მაგრამ ეს სიის ძალიან მცირე ნაწილია. H1909 წელს მის სიკვდილამდე გაშეს გააჩნდა ევროპაში თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების უდიდესი კოლექცია. გაშე, მისი მეუღლე და ოჯახი ფლობდა ძვირადღირებულ ცნობილ ნამუშევრებს:[7]
-
ექიმი გაშეს პორტრეტი, ვინსენტ ვან გოგის ნახატი (1890)
-
ექიმი გაშე, ვინსენტ ვან გოგის გრავიურა (1890)
-
პოლ გაშე, ჩარლზ ლეანდრეს ნახატი (1887)
-
პოლ გაშე, ამბროის დეტრასის ნახატი (1850-1852)
-
პოლ გაშე, ნორბერტ გოენუტეს ნახატი (1891), ორსეის მუზეუმი, პარიზი
-
პოლ გაშე, ემილ ბერნარის ნახატი, ორსეის მუზეუმი
-
პოლ სეზანი, ექიმი გაშეს სახლი ოვერში' (1872-1873) ორსეის მუზეუმი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Therefore, Gachet's son Paul-Louis signed Louis van Ryssel
- ↑ A vast chronology of Doctor Gachet's life compiled by his son, is supplied in Distel, Anne and Stein, Susan Alyson (1999) Cézanne to Van Gogh: The Collection of Doctor Gachet, Metropolitan Museum of Art, New York, ISBN 0-87099-903-6, pp. 273–288
- ↑ Paul Gachet (1828–1909) – Find A Grave Memorial. Findagrave.com. ციტირების თარიღი: 7 July 2013.
- ↑ Letter Letter from Vincent van Gogh to Theo van Gogh, Auvers-sur-Oise, 10 July 1890. Webexhibits.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 5 ივლისი 2017.
- ↑ Arnold, Wilfred N. (1992) Vincent van Gogh: Chemicals, Crises, and Creativity, Birkhãuser, Boston, ISBN 0-8176-3616-1, p. 66
- ↑ Arnold, work cited, page 216. Arnold assumes his own diagnosis of acute intermittent porphyria
- ↑ Who is Dr Gachet. Realfrance.wordpress.com.