შინაარსზე გადასვლა

მღვიმევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მღვიმევი

მღვიმევის მონასტერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი წირქვალი
კოორდინატები 42°18′45″ ჩ. გ. 43°18′18″ ა. გ. / 42.31250° ჩ. გ. 43.30500° ა. გ. / 42.31250; 43.30500
ცენტრის სიმაღლე 620
მოსახლეობა 570[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მღვიმევი — საქართველო
მღვიმევი
მღვიმევი — იმერეთის მხარე
მღვიმევი

მღვიმევი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (წირქვალის თემი), ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 620 მ, ჭიათურიდან 3 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 570 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 705 338 367
2014[1] 570 274 296

სოფლის ტერიტორიაზე არის კარსტული მღვიმე, რომელიც წარმოადგენს ორსართულიანი კლდოვანი ფარდულებისა და ეხების კომპლექსს. მასში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები. სრულად გაითხარა 1944 წელს. ერთ-ერთი ეხის კედელზე შემორჩენილია პირველყოფილი ადამიანის მიერ ამოკვეთილი ხაზოვან-გეომეტრიული გამოსახულება.

მღვიმესთან ახლოს მდებარეობს დედათა მონასტერი. მონასტრის ტერიტორიაზე ორი ეკლესია დგას. ერთი მაცხოვრის სახელობისაა და ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც. მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II