მღვიმევის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მღვიმევის მღვიმეკარსტული გამოქვაბული დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევში.

მღვიმე მდებარეობს ზღვის დონიდან 620 მ-ზე, მდინარე ყვირილის ხეობის მარჯვენა ფერდობზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. კლდოვანი ფარდულების კომპლექსი ორსართულიანი სისტემით, ჯამური სიგრძე 60 მ. ზედა ფარდულის სიგანე 11 მ-ია, სიღრმე 7 მ, ხოლო სიმაღლე 2 მ. გვხვდება გამოფიტვის ადგილობრივი პროდუქტები. არის კულტურული ნაფენები. მღვიმე მშრალია. არსებობს მღვიმის გეგმა და ჭრილი, ის ადვილი მისადგომია.

მასში აღმოჩნდა ზედა პალეოლითის შუა საფეხურის მატერიალური კულტურის ნაშთები - კაჟისა და ოფსიდიანის ძვლისა და რქის იარაღები და სხვ. დადგენილია შემდეგი ცხოველების არსეობობა : დომბა, ცხენი, ლომი, მღვიმური დათვი და სხვ. გარდა ამისა ერთ-ერთი ფარდულის კედელზე აღმოჩენილი იქნა ზედაპალეოლითელი ადამიანის მხატვრობის ნიმუშები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბილისი, 1966