შინაარსზე გადასვლა

ლუიზა შარლოტა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა შარლოტა დანიელი
წოდებები
ჰესენ-კასელის პრინცესა
დაიბადა 30 ოქტომბერი, 1789
კოპენჰაგენი, დანია
გარდაიცვალა 28 მარტი, 1864, (74 წლის)
კოპენჰაგენი, დანია
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) პრინცი ვილჰელმ ფონ ჰესენ-კასელი
შვილ(ებ)ი ექვსი შვილი
მამა ფრედერიკ დანიელი
დედა სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი
რელიგია ლუთერანიზმი

ლუიზა შარლოტა დანიელი (დან. Louise Charlotte af Danmark, გერმ. Louise Charlotte von Dänemark; დ. 30 ოქტომბერი, 1789 — გ. 28 მარტი, 1864) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. პრინც ფრედერიკ დანიელისა და სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელის ასული. პრინც ვილჰელმ ფონ ჰესენ-კასელის მეუღლე. დანიის დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის დედა.

ლუიზა შარლოტა დაიბადა 1789 წლის 30 ოქტომბერს კოპენჰაგენში. იგი იყო პრინც ფრედერიკ დანიელისა და მისი ცოლის, პრინცესა სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელის შუათანა ასული. მამის მხრიდან იგი დანიის მეფე ფრედერიკ V-ის შვილიშვილი და მეფე კრისტიან VII-ის ძმიშვილი იყო. 1810 წლის 10 ნოემბერს, ამალიენბორგის სასახლეში იგი ცოლად გაჰყვა ჰესენ-კასელის პრინც ვილჰელმს.

1839 წლიდან მისი ძმა, კრისტიან VIII დანიის მეფე გახდა, რომელიც 1848 წელს მისმა ძმისწულმა, ფრედერიკ VII-მ ჩაანაცვლა. უშვილო ფრედერიკმა 1851 წელს თავის მემკვიდრედ თავისი ბიძაშვილი კრისტიან გლუქსბურგი გამოაცხადა, რომელსაც ლუიზა შარლოტამ სასწრაფოდ მიათხოვა თავისი ქალიშვილი. ამით მისი ქალიშვილი დანიის მომავალი დედოფალი გახდა. 1863 წელს ტახტზე მისი სიძე, კრისტიან IX ავიდა და ლუიზა შარლოტაც დედოფლის დედა გახდა. იგი მალევე, 1864 წლის 28 მარტს გარდაიცვალა. თავისი ქალიშვილის ხაზით, იგი იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის დიდი ბებია.

  1. კაროლინა ფრედერიკა (1811-1829);
  2. მარია ლუიზა (1814-1895), ცოლად გაჰყვა ანჰალტის მთავარ ფრიდრიხ ავგუსტს;
  3. ლუიზა (1817-1898), ცოლად გაჰყვა დანიის მეფე კრისტიან IX-ს;
  4. ფრიდრიხ ვილჰელმი (1820-1864), პირველად იქორწინა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ასულ ალექსანდრა ნიკოლაევნაზე, მისი გარცავალების შემდეგ კი ცოლად პრინცესა ანა პრუსიელი შეირთო;
  5. ავგუსტა სოფია (1823-1899), ცოლად გაჰყვა ბლიქსენ-ფინეკის ბარონ კარლს;
  6. სოფია ვილჰელმინა (1827), გარდაიცვალა ჩვილი;
  • Friedrich Wilhelm Ghillany: Chronologisches Handbuch für die neuere politische Geschichte vom ... S. 237.