ელისაბედ ბერძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელისაბედ ბერძენი
წოდებები
საბერძნეთისა და დანიის პრინცესა
ტოირინგ-იატენბახის გრაფინია
დაიბადა 24 მაისი, 1904
ათენი, საბერძნეთი
გარდაიცვალა 11 იანვარი, 1955, (50 წლის)
მიუნხენი, გერმანია
საგვარეულო გლუქსბურგები
მეუღლე(ები) კარლ თეოდორი, ტოირინგ-აიტენბახის გრაფი
შვილ(ებ)ი ჰანსი
ელენა
მამა ნიკოლოზ ბერძენი
დედა ელენა ვლადიმირის ასული
რელიგია მართლმადიდებლობა

ელისაბედ ბერძენი (ბერძ. Ελισάβετ της Ελλάδας; დ. 24 მაისი, 1904, ათენი, საბერძნეთი — გ. 11 იანვარი, 1955, მიუნხენი, გერმანია) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის პრინც ნიკოლოზ ბერძენისა და რუსეთის დიდ მთავარ ელენა ვლადიმერის ასულის შუათანა ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელისაბედი დაიბადა 1904 წლის 24 მაისს ათენში, ტატოის სასახლეში. იგი იყო საბერძნეთის პრინც ნიკოლოზ ბერძენისა და მისი მეუღლის, დიდ მთავარ ელენა ვლადიმერის ასულ რომანოვას მეორე ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი შვილიშვილად ერგებოდა საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-სა და დედოფალ ოლღა კონსტანტინეს ასულ რომანოვას. მას ბავშვობიდანვე ჰქონდა მიდრეკილება ხატვისა და მოჯირითეობისაკენ.

1923 წელს ელისაბედის უფროსი და, პრინცესა ოლგა ცოლად იუგოსლავიის პრინცს გაჰყვა, რის შემდეგაც მისი ჯერიც დადგა. 1934 წელს ბიძაშვილის, მეფე ალექსანდრე I-ის მკვლელობის შემდეგ ელისაბედის სიძე იუგოსლავიის რეგენტი გახდა. ამავე წელს მისი უმცროსი და, მარინა ცოლად დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის შუათანა ვაჟს გაჰყვა, რითაც იგი კენტის ჰერცოგინია გახდა.

ასევე 1934 წლის 10 იანვარს ელისაბედი ცოლად გაჰყვა ტოირინგ-აიტენბახის გრაფ კარლ თეოდორს, რომლის დედა, პრინცესა სოფია ადელჰაიდა ბავარიელი იყო თავად ბელგიის დედოფალ ელიზაბეთ ბავარიელის ძმისწული.

ელისაბედსა და კარლს სულ ორი შვილი, ექვსი შვილიშვილი და ჩვიდმეტი შვილთაშვილი ჰყავდათ. იგი გარდაიცვალა 1955 წლის 11 იანვარს მიუნხენში, 50 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰანს ვიეტი (1935-ცოცხალია), ტოირინგ-აიტენბახის გრაფი, ცოლად შეირთო ჰენრიეტა ჰოენლოჰ-ბერშტაინელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  2. ელენა მარინა (1937-ცოცხალია), ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლ მაქს ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგიელს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • McNaughton, C. Arnold. "The Book of Kings: A Royal Genealogy". 3 volumes. London, U.K.: Garnstone Press, 1973, ISBN 978-0812902808