კაროლინა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კაროლინა დანიელი
1793 Caroline.jpg
წოდებები
დანიის პრინცესა
დაიბადა 28 ოქტომბერი, 1793
გარდაიცვალა 31 მარტი, 1881, (87 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ფერდინანდ დანიელი
მამა ფრედერიკ VI, დანიის მეფე
დედა მარია ფონ ჰესენ-კასელი
რელიგია ლუთერანიზმი

კაროლინა დანიელი (დან. Caroline af Danmark; დ. 28 ოქტომბერი, 1793 — გ. 31 მარტი, 1881) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ VI-ისა და დედოფალ მარია ფონ ჰესენ-კასელის უფროსი ქალიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინა დაიბადა 1793 წლის 28 ოქტომბერს კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ფონ ჰესენ-კასელის ასული. მისი გადარჩენა სენსაცია იყო, რადგან აქამდე მის მშობლებს უამრავი ბავშვი დაეღუპათ ჩვილობაში. მისი უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ, კაროლინა მამის ფავორიტი გახდა. იმის გამო, რომ მეფეს ვაჟი არ ჰყოლია, მას ხშირად მოიაზრებენ კრონპრინცესად. ამის გამო, მის ხელს ბევრი მონარქი თხოულობდა ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ავგუსტენბურგიდან და ჰესენიდან. 1829 წლის 1 აგვისტოს, მამამისმა იგი თავის ბიძაშვილ ფრედერიკ დანიელზე დააქორწინა. ამის მიზეზი პოლიტიკური იყო, რადგან თუ კაროლინა ტახტს დაიკავებდა, გვერდით ისეთი ქმარი ეყოლებოდა, რომელსაც ასევე ეკუთვნოდა ტახტი და მის შენარჩუნებაზე იზრუნებდა. ქორწინების შემდეგ იგი კრონპრინცესად აღარ იწოდებოდა, სანამ 1848 წელს მისმა ქმარმა კრონპრინცის წოდება არ მიიღო.

1830 წელს სამეფო სასახლეს ცეცხლი გაუჩნდა. მართალია კაროლინამ ხანძრიდან გააღწია, მაგრამ საშინელი დამწვრობა მიიღო. ამის შემდეგ, იგი ამბობდა, რომ მადლობელი იყო, რომ მეგობრები არ ჰყავდა, რომლებიც მის „სიმახინჯეს“ ნახავდნენ. ამის გამო, იგი მთელი დარჩენილი ცხოვრება უბედური იყო. 1858 წელს იგი მეორე ხანძარში მოჰყვა.

1839 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ კაროლინა იშვიათად ჩნდებოდა სამეფო კარზე. მისი ქმარი კი პირიქით, სულ უფრო მაღალ თანამდებობრივ საფეხურებზე ადიოდა და დიდ გავლენას იძენდა. მალე მეფე ფრედერიკ VII-მ ფრედერიკი თავის მემკვიდრედ დაასახელა, მაგრამ 1863 წელს იგი მეფის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაიღუპა, რის გამოც კაროლინა არასდროს ყოფილა დედოფალი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი დიდ ვალებში ჩავარდა, რომელთა გადახდასაც მოანდომა დარჩენილი ცხოვრება. იგი გარდაიცვალა 1881 წლის 31 მარტს, 87 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bo Bramsen : Ferdinand og Caroline (Ferdinand and Caroline) (Politikens förlag) Köpenhamn (1969)
  • Kongeriget Danmark--Personalregister til Trap - Volume 1 - Page 144