ანა დანიელი (1532-1585)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა დანიელი
საქსონიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 9 ივლისი, 1553
მმართ. დასასრული: 1 ოქტომბერი, 1585
წინამორბედი: აგნეს ჰესენელი
მემკვიდრე: აგნეს ჰედვიგ ანჰალტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ნოემბერი, 1532
დაბ. ადგილი: ჰადერსლევი, დანია
გარდ. თარიღი: 1 ოქტომბერი, 1585, (52 წლის)
გარდ. ადგილი: დრეზდენი, საქსონია
მეუღლე: ავგუსტი, საქსონიის კურფიურსტი
შვილები: კრისტიან I, საქსონიის კურფიურსტი
ელიზაბეთი, სიმერნის პფალცგრაფინია
დოროთეა, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია
ანა, საქსენ-კობურგის ჰერცოგინია
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: კრისტიან III, დანიის მეფე
დედა: დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ანა დანიელი (დან. Anna af Danmark, გერმ. Anna von Dänemark; დ. 22 ნოემბერი, 1532 — გ. 1 ოქტომბერი, 1585) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე კრისტიან III-ისა და დედოფალ დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელის ქალიშვილი. საქსონიის კურფიურსტი 1553-85 წლებში როგორც ავგუსტ საქსონიელის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა 1532 წლის 22 ნოემბერს. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელის უფროსი ქალიშვილი. იგი იყო მეფე ფრედერიკ I-ის შვილიშვილი და ფრედერიკ II-ის უფროსი და. მის პატივსაცემად დაარქვეს სახელი ინგლისისა და შოტლანდიის დედოფალ ანა დანიელს.

ანა ბავშვობიდანვე მიდრეკილი იყო ბოტანიკის, საოჯახო საქმეებისა და სოფლის მეურნეობისაკენ. 1548 წელს იგი დააქორწინეს საქსონიის პრინც ავგუსტზე, რომელთანაც თხუთმეტი შვილი შეეძინა, თუმცა მათგან თერთმეტი ბავშვობაშივე დაიღუპა. წყვილი ქორწინების პირველ წლებში ვაიზენფელში ცხოვრობდა. მის ქმარს იგი ძალიან უყვარდა, რის გამოც მას შემდეგ, რაც ავგუსტი კურფიურსტი გახდა, ანას დიდი გავლენა ჰქონდა პოლიტიკაზე. სახელმწიფო მოხელეებს არ მოსწონდათ „ქალის დომინირება საქსონიის სამეფო კარზე“.

ანას გავლენით, ავგუსტმა მისი მოწინააღმდეგე სამეფო კანცლერი აწამა, დანარჩენი მტრები კი სახელმწიფოს მოღალატეებად გამოაცხადა და დააპატიმრა. ანა დიდად კმაყოფილი იყო იმ პრივილეგიებით, რომელთაც მას ავგუსტი ანიჭებდა. იგი სერიოზულად მხოლოდ ერთხელ ეჩხუბა ქმარს, როდესაც მან მათი უფროსი ასული, ელიზაბეთი სიმერნის კალვინისტ პფალცგრაფს მიათხოვა.

იგი ყოველთვის დაინტერესებული იყო მედიცინით, რის გამოც თავადაც სწავლობდა და თავის ქალიშვილებსაც შეასწავლა ეს დარგი. მისი ბრძანებით ააგეს ავადმყოფების, ორსულებისა და უსახლკაროების თავშესაფარი. მანვე ააგო დრეზდენის საკათედრო ტაძარი. იგი 1585 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ავგუსტი მეორედ დაქორწინდა აგნეს ჰედვიგ ანჰალტელზე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იოჰან ჰაინრიხი (1550), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ელეონორა (1551-1553), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ელიზაბეთი (1552-1590), ცოლად გაჰყვა სიმერნის პფალცგრაფ იოჰანს;
  4. ალექსანდრე (1554-1565), საქსონიის ტახტის მემკვიდრე, დაიღუპა ახალგაზრდა და უშვილო;
  5. მაგნუსი (1555-1558), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. იოაკიმი (1557), გარდაიცვალა ჩვილი;
  7. ჰექტორი (1558-1560), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. კრისტიან I (1560-1591), საქსონიის კურფიურსტი, ცოლად შეირთო სოფია ბრანდენბურგელი;
  9. მარია (1562-1566), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  10. დოროთეა (1563-1587), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ჰაინრიხ იულიუსს;
  11. ამალია (1565), გარდაიცვალა ჩვილი;
  12. ანა (1567-1613), ცოლად გაჰყვა საქსენ-კობურგ-აიზენახის ჰერცოგ იოჰან კაზიმირს;
  13. ავგუსტი (1569-1570), გარდაიცვალა ჩვილი;
  14. ადოლფი (1571-1572), გარდაიცვალა ჩვილი;
  15. ფრიდრიხი (1575-1577), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Böttcher, Hans-Joachim (2018), Elisabeth von Sachsen und Johann Kasimir von der Pfalz: Ein Ehe- und Religionskonflikt [Elisabeth of Saxony and John Casimir of the Palatinate: A Marital and Religious Conflict] (in German), Dresden: Dresdner Buchverlag, ISBN 9783946906063.
  • Delau, Reinhard (1 November 1995), "From the history of Ostragehege (3): rise and fall of the Ostra chamber estate", SZ.
  • Inhetveen, Heath (1999), "Agrarpionierinnen. Women as bearers of the agricultural progress", in Heidrich, Hermann (ed.), Frauenwelten: Arbeit, Leben, Politik und Perspektiven auf dem Land [Women's Worlds: Work, life, politics and prospects in the country] (in German), Bath Windsheim: Verl Franconian Open-air Museum, ISBN 3-926834-41-2.
  • Keller, Katrin (2000), "Princess Anna of Saxony. Of possibilities and limits of a "mother country"", in Hirschbiegel, Jan; Paravicini, Werner (eds.), Das Frauenzimmer: die Frau bei Hofe in Spätmittelalter und früher Neuzeit [The Women's Room: The woman at the court in late medieval and early modern] (in German), Stuttgart: Thorbecke, ISBN 3-7995-4511-5.