ელიზაბეთ დანიელი (1573-1625)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეთ დანიელი
Elizabeth of Denmark, Duchess of Brunswick-Wolfenbüttel.jpg
წოდებები
ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია
დაიბადა 25 აგვისტო, 1573
გარდაიცვალა 19 ივლისი, 1625, (51 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ფრიდრიხ იულიუსი, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ათი შვილი
მამა ფრედერიკ II, დანიის მეფე
დედა სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი
რელიგია ლუთერანიზმი

ელიზაბეთ დანიელი (დან. Elisabeth af Danmark, გერმ. Elisabeth von Dänemark; დ. 25 აგვისტო, 1573 — გ. 19 ივლისი, 1625) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ II-ისა და დედოფალ სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველის ქალიშვილი. ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია 1590-1613 წლებში როგორც ფრიდრიხ იულიუსის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთი დაიბადა 1573 წლის 25 აგვისტოს. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველის პირველი შვილი. მას სახელი დედამისის დედის, ელიზაბეთ დანიელის პატივსაცემად დაარქვეს. იგი თავდაპირველად თავის ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა და დანიაში მხოლოდ 1579 წელს დაბრუნდა.

1588 წელს დანიაში შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI-ის ელჩობა ჩავიდა, რათა მისთვის საცოლე აერჩიათ. ელჩებმა თავიდან ყურადღება ელიზაბეთზე გაამახვილეს, თუმცა მამამისმა მისი გათხოვება ბრაუნშვაიგში გადაწყვიტა და შოტლანდიელებს დედოფლად თავისი მეორე ასული, ანა დანიელი შესთავაზა, რაზეც დათანხმდნენ.

1590 წელს, ელიზაბეთი ცოლად შერთეს ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ფრიდრიხ იულიუსს. როგორც ცნობილია, მისი ქმარი მას თავიდან იულველირად გადაცმული შეხვდა, რადგან აინტერესებდა მისი საცოლე როგორი იყო რეალურად. როგორც ცნობილია, მან ელიზაბეთს ჯერ სამკაულები, შემდეგ კი თავისი სხეული შესთავაზა, რისთვისაც მეფის ბრძანებით იგი დილეგში ჩააგდეს და მხოლოდ მისი ვინაობის დადგენის შემდეგ გაანთავისუფლეს. მან ახსნა, რომ ეს ხუმრობა იყო, რის შემდეგაც ელიზაბეთის ძმამ, მეფე კრისტიან IV-მ იგი გაანთავისუფლა და თავის დაზე დააქორწინა.

ფრიდრიხ იულიუსსა და ელიზაბეთს სულ ათი შვილი შეეძინათ. 1613 წელს ფრიდრიხი გარდაიცვალა. დანიელების გავლენით 1616 წელს ახალ ჰერცოგს, ფრიდრიხ ულრიხს რეგენტად ელიზაბეთი დაენიშნა, რადგანაც იგი ალკოჰოლიკი იყო. 1617 წელს მან წმ. ელიზაბეთის სამრეკლო ააგო, რომელიც ოცდაათწლიანი ომის დროს დაანგრიეს. იგი გარდაიცვალა 1625 წლის 19 ივლისს, 51 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრიდრიხ ულრიხი (1591-1634), ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი;
  2. სოფია ჰედვიგი (1592-1642), ცოლად გაჰყვა ნასაუ-დაიცის მთავარ ერნესტ კაზიმირს;
  3. ელიზაბეთი (1593-1650), საქსონიის ჰერცოგ ავგუსტს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგ იოჰან ფილიპს;
  4. ჰედვიგი (1595-1650), ცოლად გაჰყვა პომერანიის ჰერცოგ ულრიხს;
  5. დოროთეა (1596-1643), ცოლად გაჰყვა ვილჰელმ ბრანდენბურგელს;
  6. ჰაინრიხ იულიუსი (1597-1606), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. კრისტიანი (1599-1626), ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი;
  8. რუდოლფი (1602-1616);
  9. ჰაინრიხ კარლი (1609-1615);
  10. ანა ავგუსტა (1612-1673), ცოლად გაჰყვა ნასაუ-დილენბურგის ჰერცოგ გეორგ ლუდვიგს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Elisabeth E. Kwan, Anna Eunike Röhrig: Frauen am Hof der Welfen. 2. Auflage. Piper Verlag, München 2009, ISBN 978-3-492-25043-6, S. 36–43.
  • J. A. Fridericia: Elisabeth. In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 4: Clemens–Eynden. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1890, S. 497