დოროთეა დანიელი (1546-1617)
დოროთეა დანიელი | |
---|---|
წოდებები
ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია | |
დაიბადა | 29 ივნისი, 1546 |
გარდაიცვალა | 6 იანვარი, 1617, (70 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) | ვილჰელმი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი |
შვილ(ებ)ი | თხუთმეტი შვილი |
მამა | კრისტიან III, დანიის მეფე |
დედა | დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
დოროთეა დანიელი (დან. Dorothea af Danmark, გერმ. Dorothea von Dänemark; დ. 29 ივნისი, 1546 — გ. 6 იანვარი, 1617) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე კრისტიან III-ისა და დედოფალ დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელის ქალიშვილი. ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ვილჰელმის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოროთეა დაიბადა 1546 წლის 29 ივნისს კოლდინგში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელის ნაბოლარა ქალიშვილი. 1561 წლის 12 ოქტომბერს, იგი ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ვილჰელმს, რომელთანაც თხუთმეტი შვილი შეეძინა.
1592 წელს, როდესაც მისი ქმარი გარდაიცვალა, იგი თავისი ვაჟის, გეორგის რეგენტი გახდა. იგი მეტად ენერგიული რეგენტი იყო, მაგრამ მისი უცხოური წარმომავლობის გამო, ადგილობრივი დიდებულები არ ენდობოდნენ. იგი გარდაიცვალა 1617 წლის 6 იანვარს, ვინზენში, გერმანიაში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფია (1563-1639), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგ-ანსბახის მარკგრაფ გეორგ ფრიდრიხს;
- ერნსტი (1564-1611);
- ელიზაბეთი (1565-1621), ცოლად გაჰყვა ჰოენლოჰ-ლანგენბურგის მთავარ ფრიდრიხს;
- კრისტიანი (1566-1633);
- ავგუსტი (1568-1636), ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
- დოროთეა (1570-1649), ცოლად გაჰყვა ბირკენფელდის პფალცგრაფ კარლს;
- კლარა (1571-1658), ცოლად გაჰყვა შვარცბურგ-ბლანკენბურგის გრაფ ვილჰელმს;
- ანა (1572-1601), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- მარგარეტი (1573-1643), ცოლად გაჰყვა საქსენ-კობურგის ჰერცოგ იოჰან კაზიმირს;
- ფრიდრიხი (1574-1648);
- მარია (1575-1610), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- მაგნუსი (1577-1632);
- გეორგი (1582-1641);
- იოჰანი (1583-1628);
- სიბილა (1584-1652), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ იულიუს ერნესტს;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Das fürstliche Beilager Herzog Johann Casimirs auf Schloss Heldburg und in Coburg. siehe: Norbert Klaus Fuchs: Das Heldburger Land–ein historischer Reiseführer. Verlag Rockstuhl, Bad Langensalza 2013, ISBN 978-3-86777-349-2
- Heinrich Schulz: Chronik von Wilsede. Hrsg. vom Verein Naturschutzpark e. V. Verein Naturschutzpark e. V., Stuttgart/Hamburg 1967, S. 49.
- Peter Kuhlbrodt: Clara grevin undt fraw zu Schwartzburgk wittwe (1571–1658). Leben und Wirken einer geborenen Herzogin in Heringen (Helme); 2008, S. 6 [1] (pdf abgerufen am 30. Juni 2013; 903 kB)
|