ვილჰელმინა კაროლინა დანიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმინა კაროლინა დანიელი
ჰესენის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 31 ოქტომბერი, 1785
მმართ. დასასრული: 14 იანვარი, 1820
წინამორბედი: ფილიპინა ბრანდენბურგ-შვედიტელი
მემკვიდრე: ავგუსტა პრუსიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ივლისი, 1747
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი: 14 იანვარი, 1820, (72 წლის)
გარდ. ადგილი: კასელი, გერმანია
მეუღლე: ვილჰელმ I, ჰესენის კურფიურსტი
შვილები: ოთხი შვილი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ V, დანიის მეფე
დედა: ლუიზა ბრიტანელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ვილჰელმინა კაროლინა დანიელი (დან. Vilhelmine Caroline af Danmark, გერმ. Wilhelmine Karoline von Dänemark; დ. 10 ივლისი, 1747 — გ. 14 იანვარი, 1820) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის შუათანა ქალიშვილი. ჯერ ჰესენ-კასელის, შემდეგ კი ჰესენის კურფიურსტი 1785-1820 წლებში როგორც ვილჰელმ I-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილჰელმინა კაროლინა დაიბადა 1747 წლის 10 ივლისს კრისტიანსბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი პირველი ცოლის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ II-ის ასულის, დედოფალ ლუიზა ბრიტანელის მეორე ქალიშვილი. 1751 წელს, როდესაც ვილჰელმინა ოთხი წლის იყო, დედამისი ნაადრევად გარდაიცვალა, რის გამოც მალევე მამამისი მეორედ დაქორწინდა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე. აღსანიშნავია, რომ მთელი ცხოვრება ვილჰელმინა და მისი და-ძმები მამის ქორწინებას ამაოდ აპროტესტებდნენ.

1764 წლის 1 სექტემბერს იგი დააქორწინეს თავის ბიძაშვილ ვილჰელმ ჰესენელზე. მოგვიანებით, 1785 წელს ვილჰელმი ჰესენ-კასელის ლანდგრაფი გახდა, ხოლო 1803 წლიდან სრულიად ჰესენის კურფიურსტი. ვილჰელმი და ვილჰელმინა ნაპოლეონის მოკავშირეები იყვნენ, რის გამოც მისი მმართველობისას დიდი მიწები მოიერთეს და გამდიდრდნენ კიდევაც.

1806-1813 წლებში, ვესტფალიის სამეფოს არსებობის დროს, ვილჰელმინა და მისი ოჯახი დევნილობაში წავიდა. ამ დროს ისინი ჯერ შლეზვიგში, შემდეგ კი პრაღაში დასახლდნენ. 1815 წელს, ნაპოლეონის გადასახლებისა და ვენის კონგრესის შემდეგ, მათ დაუბრუნდათ ჰესენის ტახტი და ისინიც უკან დაბრუნდნენ.

ვილჰელმინა გარდაიცვალა 1820 წლის 14 იანვარს კასელში, ჰესენში, 72 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია ფრედერიკა (1768-1839), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ბერნბურგის ჰერცოგ ალექს ფრიდრიხ კრისტიანს;
  2. კაროლინა ამალია (1771-1848), ცოლად გაჰყვა საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგ ავგუსტს;
  3. ფრიდრიხი (1772-1784), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ვილჰელმ II (1777-1847), ჰესენის კურფიურსტი, ცოლად შეირთო ავგუსტა პრუსიელი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gerd Ribbing (1958). Gustav III:s hustru. Sofia Magdalena. Stockholm: Alb. Bonniers Boktryckeri. sid 178-79 ISBN (Swedish)
  • Dansk biografisk Lexikon / XVIII. Bind. Ubbe – Wimpffen (in Danish)
  • Charlottas, Hedvig Elisabeth (1936) [1800–1806]. af Klercker, Cecilia (ed.). Hedvig Elisabeth Charlottas dagbok [The diary of Hedvig Elizabeth Charlotte] (in Swedish). VII 1800–1806. Translated by Cecilia af Klercker. Stockholm: P.A. Norstedt & Söners förlag. p. 476. OCLC 14111333. (search for all versions on WorldCat)
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 6.