ოლგა ბერძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლგა ბერძენი
წოდებები
საბერძნეთისა და დანიის პრინცესა
იუგოსლავიის პრინცესა
დაიბადა 11 ივნისი, 1903
ათენი, საბერძნეთი
გარდაიცვალა 16 ოქტომბერი, 1997, (94 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საგვარეულო გლუქსბურგები
მეუღლე(ები) პრინცი პავლე იუგოსლავიელი
შვილ(ებ)ი ალექსანდრე
ნიკოლა
ელიზაბეტა
მამა ნიკოლოზ ბერძენი
დედა ელენა ვლადიმირის ასული
რელიგია მართლმადიდებლობა

ოლგა ბერძენი (ბერძ. Όλγα της Ελλάδας; დ. 11 ივნისი, 1903, ათენი, საბერძნეთი — გ. 16 ოქტომბერი, 1997, პარიზი, საფრანგეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთისა და დანიის პრინცესა დაბადებით. პრინც ნიკოლოზ ბერძენისა და დიდ მთავარ ელენა ვლადიმიროვნას უფროსი ქალიშვილი. იუგოსლავიის პრინცესა როგორც პრინც პავლე იუგოსლავიელის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლგა დაიბადა 1903 წლის 11 ივნისს ტატოის სასახლეში, ათენში. იგი იყო პრინც ნიკოლოზ ბერძენისა და მისი ცოლის, რუსეთის დიდ მთავარ ელენა ვლადიმიროვნას ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია საბერძნეთის მეფე გეორგიოს I და დედოფალი ოლღა კონსტანტინოვნა იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან იგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ს შვილთაშვილად ერგებოდა.

1923 წლის 22 ოქტომბერს ბელგრადში ოლგა დააქორწინეს იუგოსლავიის პრინც პავლეზე, იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I-ის ვაჟზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ოლგამ ოჯახთან ერთად დატოვა იუგოსლავია და თავის დასთან, მარინასთან გაიქცა ბრიტანეთში, რომელიც მეფე ჯორჯ V-ის ვაჟზე იყო დაქორწინებული.

1948 წლიდან ოლგამ და პავლემ შვილებთან ერთად დაიწყეს მთელს ევროპაში მოგზაურობა და იუგოსლავიაში დაბრუნებაზე აღარც უფიქრიათ. შვეიცარიაში ვიზიტის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ პარიზში დაედოთ ბინა, სადაც დიდი სახლი შეიძინეს და იქვე დასახლდნენ. აქ 1976 წელს ოლგას მეუღლე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დარჩენილი 21 წელი მან პარიზში მარტომ გაატარა.

1991 წელს, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მას პენსია შეუწყვიტეს, რის გამოც უკანასკნელ წლებში ძალიან გაუჭირდა. იგი 1997 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა პარიზში, 94 წლის ასაკში. მოგვიანებით იგი გადაასვენეს და დაკრძალეს სერბეთში, ქალაქ ოპლენაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალექსანდრე (1924-2016), იუგოსლავიის პრინცი. ცოლად შეირთო იტალიის მეფე უმბერტო II-ის ასული მარია პია სავოიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, თუმცა მას შემდგომში გაეყარა და იქორწინა ლიხტენშტაინის პრინცესა ბარბარაზე, რომელთანაც კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა;
  2. ნიკოლა (1928-1954), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ელიზაბეტა (1936-ცოცხალია), პირველად იქორწინა ჰოვარდ ოქსენბერგზე, რომელთან ორი გოგონას გაჩენის შემდეგ განქორწინდა და კიდევ ორჯერ გათხოვდა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "DANISH HEIR ENGAGED.; Crown Prince Will Wed Princess Olga of Greece". The New York Times. Associated Press. 6 March 1922. Retrieved 13 May 2017.
  • "CONSTANTINE'S NIECE NOT TO WED PRINCE; Engagement of Princess Olga and Heir to the Danish Throne Is Annuled". The New York Times. Associated Press. 28 September 1922. Retrieved 13 May 2017.
  • Neil R. Balfour, Obituary: Princess Paul of Yugoslavia in The Independent dated 3 November 1997
  • Mateos Sainz de Medrano (2004), p. 260