სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი
წოდებები
დანიის პრინცესა
დაიბადა 24 აგვისტო, 1758
გარდაიცვალა 29 ნოემბერი, 1794, (36 წლის)
მეუღლე(ები) ფრედერიკ დანიელი
შვილ(ებ)ი კრისტიან VIII, დანიის მეფე
იულიანა სოფია
ლუიზა შარლოტა, ჰესენ-კასელის პრინცესა
ფრედერიკი
მამა ლუდვიგი, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი
დედა შარლოტა სოფია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელი
რელიგია ლუთერანიზმი

სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Sophie Friederike von Mecklenburg-Schwerin, დან. Sophie Frederikke af Mecklenburg-Schwerin; დ. 24 აგვისტო, 1758 — გ. 29 ნოემბერი, 1794) — მეკლენბურგ-შვერინის პრინცესა და ჰერცოგინია დაბადებით. დანიისა და ნორვეგიის ჰერალდიტარული პრინცესა როგორც ფრედერიკ დანიელის მეუღლე. დანიის მეფე კრისტიან VIII-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფია ფრედერიკა დაიბადა 1758 წლის 24 აგვისტოს შვერინში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ ლუდვიგისა და მისი მეუღლის, ჰერცოგ ფრანც იოზეფის ასულ შარლოტა სოფია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელის ქალიშვილი. მისი ძმა იყო ჰერცოგი ფრიდრიხ ფრანც I.

1774 წლის 21 ოქტომბერს, კოპენჰაგენში იგი ცოლად გაჰყვა დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ის ნახევარ-ძმასა და მის რეგენტს, პრინც ფრედერიკ დანიელს. მისი ქმარი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ერთადერთი ვაჟი. 1784 წელს მის ქმარს რეგენტის წოდება ჩამოერთვა, რის შემდეგაც ისინი კრისტიანსბორგის სასახლეში გადასახლდნენ და მშვიდად ცხოვრობდნენ. 1794 წელს, რევოლუციონერებმა კრისტიანსბორგის სასახლე გადაწვეს, რის შემდეგაც იგი კოპენჰაგენთან ახლოს მდებარე სორგენფრის სასახლეში გადავიდა, სადაც მალევე, 29 ნოემბერს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მკვდარშობილი გოგონა (1781);
  2. მკვდარშობილი გოგონა (1783);
  3. იულიანა მარია (1784), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. კრისტიან VIII (1786-1848), დანიის მეფე 1849-48 წლებში, იქორწინა ორჯერ: 1. შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფრედერიკ VII, ხოლო 2. შარლოტა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია;
  5. იულიანა სოფია (1788-1850), ცოლად გაჰყვა ჰესენ-ფილიპშტადტის ლანდგრაფ ვილჰელმს;
  6. ლუიზა შარლოტა (1789-1864), ცოლად გაჰყვა ჰესენ-კასელის ლანდგრაფ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა დანიის მომავალი დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი;
  7. ფერდინანდი (1792-1863), ცოლად შეირთო კაროლინა დანიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sophie Friederike von Mecklenburg. In: Carl Frederik Bricka (Hrsg.): Dansk biografisk Lexikon. Tillige omfattende Norge for Tidsrummet 1537–1814. 1. Auflage. Band 16: Skarpenberg–Sveistrup. Gyldendalske Boghandels Forlag, Kopenhagen 1902, S. 174 (dänisch, runeberg.org).