შინაარსზე გადასვლა

ბეთფაყ-დალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მირზაჩული.
ბეთფაყ-დალა
კოორდინატები: 46°02′00″ ჩ. გ. 70°12′00″ ა. გ. / 46.03333° ჩ. გ. 70.20000° ა. გ. / 46.03333; 70.20000
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ზღვის დონიდან 300–350
სიგრძე 500 კმ
სიგანე 170 კმ
ფართობი 75 ათ. კმ²
ნალექები 100–150 მმ
ბეთფაყ-დალა — ყაზახეთი
ბეთფაყ-დალა

ბეთფაყ-დალა, ჩრდილო მშიერი სტეპი (ყაზახ. Бетпақдала) — უდაბნო ყაზახეთში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ყარაღანდის, ჟამბილისა და სამხრეთ ყაზახეთის ოლქის ტერიტორიაზე. ფართობი 75,000 კმ². მდებარეობს ზღვის დონიდან 300–350 მეტრზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით სიმაღლე იზრდება და ზღვის დონიდან 974 მეტრს შეადგენს. ივლისის საშუალო ტემპერატურა 24°-26°C-ია. ბევრია წყალმარჩხი, უმეტესად მარილიანი ტბა, უხვადაა მიწისქვეშა წყლებიც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]