ბაჰადირ I გირეი
ბაჰადირ I გირეი | |
---|---|
Bahadir Giray | |
ყირიმის 21-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1637 |
მმართ. დასასრული: | 1641 |
წინამორბედი: | ინაიეთ გირეი |
მემკვიდრე: | მეჰმედ IV გირეი |
სულთანი: |
მურად IV იბრაჰიმ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1602 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 1641 |
გარდ. ადგილი: | ევპატორია, ყირიმის სახანო |
შვილები: |
სელიმ I გირეი ბაჰთი გირეი დევლეთ გირეი მუბარექ გირეი მეჰმედ გირეი სელამეთ გირეი |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | სელამეთ I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბაჰადირ I გირეი (ყირიმ. I Bahadir Geray, بهادر كراى; დ. სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია, 1602 — ბახჩისარაი, ყირიმის სახანო, 1641) — ყირიმის ხანი 1637–1641 წლებში, სელამეთ I გირეის მე-3 ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა სტამბოლში. დევნილი მამამისი, სელამეთ I გირეი ოსმალეთში ცხოვრობდა. 1608-1610 წლებში ცხოვრობდა ყირიმში, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ მძევლად გაგზავნეს სტამბოლში, აჰმედ I-ის კარზე. მან ოსმალეთში 1637 წლამდე დაჰყო. 1637 წელს, მურად IV-მ სიკვდილით დასაჯა ყირიმის ხანი, ბაჰადირის ბიძაშვილი, ინაიეთ გირეი. ამის შემდეგ ისედაც კრიზისში მყოფი სახანო ქაოსმა მოიცვა.
სულთანმა ბაჰადირი გაგზავნა ყირიმში ხანის ტიტულის მისაღებად. ბაჰადირმა ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე რთული გზა გაიარა. მან 3 თვიანი ბრძოლა გადაიტანა მანსურების კლანის მეთაურის, უზ-თემურის წინააღმდეგ. საბოლოოდ ბაჰადირის მომხრეებმა გაიმარჯვეს და სწორედ მას უბოძეს ხანის წოდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბაჰადირ გირეის ოსმალეთში თითქმის 30 წელზე მეტი ხანი ჰქონდა გატარებული და სულთნის ერთგული იყო, მის უმთავრეს მიზანს ყირიმის სახანოს თურქებისგან გამოყოფა წარმოადგენდა. წინამორბედის მსგავსად შეეცადა რეფორმების გატარებას, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. სახანოს 1638 წლიდან თავს დაესხნენ დონის კაზაკები. სწორედ მათთან ბრძოლას შეალია ბაჰადირმა მთელი თავისი მმართველობა.
გარდაიცვალა ლაშქრობაში, ევპატორიაში, სავარაუდოდ ბრძოლის დროს აკიდებული უცნობი დაავადებით. დაკრძალეს ბახჩისარაიში. მის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ძმამ, მეჰმედ IV გირეიმ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- О. Гайворонский «Созвездие Гераев»
- Гайворонский Алексей Повелители двух материков − тт. 1−2.
- Халим-Гирай Розовый куст ханов (история крымских ханов).
- Joseph von Hammer-Purgstall Histoire de l’Empire Ottoman, traduit par J. J. Hellert, Bellizard, Paris, 1837, tome IX de 1623 à 1640.
|